მამუკა ნაცვალაძე 21.01.2017
დემეტრე პირველის სახელი მოკრძალებულად შემორჩა საქართველოს ისტორიას. ეს ბუნებრივი გახლდათ - იოლი არ იყო მამამისის, დავით აღმაშენებლის ჩრდილიდან გამოსვლა. მიუხედავად ამისა, მან მეტ-ნაკლებად მოახერა თავისი კვალი დაეჩნია ქვეყნის კულტურული და პოლიტიკური განვითარებისათვის. ის ქართველთა ცნობიერებაში პირველ რიგში უკვდავი საეკლესიო საგალობლის "შენ ხარ ვენახის" ავტორად დარჩა.
|
ეკატერინე ბასილაია 21.01.2017
ყრილობის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობა", რომელმაც თავი ახლად დაბადებულად გამოაცხადა, "ქართულ ოცნებასა" და ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილთან საბრძოლველად ქუჩის აქციების დაწყებას გეგმავს.
|
თიკო ოსმანოვა 21.01.2017
ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილი ციხის დატოვებამდე აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობის გაგრძელებას არ აპირებს. ამის შესახებ "რეზონანსს" "ევროპელი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ უთხრა. მისი თქმით, მას ეს ინფორმაცია მისმა თანაგუნდელმა და მერაბიშვილის ყოფილმა ადვოკატმა ოთარ კახიძემ მიაწოდა, რომელიც სასჯეაღსრულების დაწესებულებაში რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა.
|
ია აბულაშვილი 21.01.2017
"ეს არის პირველი ინაუგურაცია ამერიკის ისტორიაში, რომელიც ასეთი სკანდალებით ეწყობა. როგორც ჩანს, ამერიკის საზოგადოების დიდი ნაწილი არც ინაუგურაციის შემდეგ მისცემს დონალდ ტრამპს საშუალებას სრულად დატკბეს ოვალური კაბინეტის ეშხით", - აცხადებს სოსო ცინცაძე, რომელსაც "რეზონანსი" აშშ-ს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე და მის პირველ ნაბიჯებზე ესაუბრა.
|
ნინო ქეთელაური 21.01.2017
მართლმსაჯულების "მესამე ტალღის" კანონპროექტს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს თუ არა, 25 იანვრამდე გახდება ცნობილი. აღნიშნული მოთხონით მას იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა მიმართა, რომელიც მიიჩნევს, რომ თუ პარლამენტის მიერ დამტკიცებული ეს ცვლილებები ძალაში შევა, სასამართლოს "მურუსიზაცია" მოხდება და "ქვეყნის სამართლებრივი განვითარების 1%-იანი შანსიც აღარ დაგვრჩება".
|
გვანცა ღვედაშვილი 21.01.2017
ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ვერ ხედავს არგუმენტს, რის გამოც ქვეყნის პირველი პირის არჩევის წესის შეცვლა აუცილებელია. პარლამენტის თავჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით კი, საკონსტიტუციო კომისია არ მიიღებს არც ერთ ისეთ ნორმას, რომელიც ვენეციის კომისიის მიერ ნეგატიურად იქნება შეფასებული. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობაში პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლის აუცილებლობაზე ბოლო არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან მოყოლებული საუბრობენ.
|
თიკო ოსმანოვა 21.01.2017
"ხალხმა დაიბრუნა "ნაციონალური მოძრაობა" - ამ ლოზუგნით სპორტის სასახლეში პარტიამ რიგით მე-7 ყრილობა 7 ათასი დელეგატით ყოველგვარი ექსებების გარეშე ჩაატარა. "ნაციონალური მოძრაობისთვის" მიხეილ სააკაშვილი უცვლელია პარტიის თავმჯდომარეობის პოსტი ვაკანტური დარჩა. პოლიტსაბჭო კი განახლებულია.
|
გვანცა ღვედაშვილი 21.01.2017
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ მის მიერ დაანონსებული პარტიის შესახებ კონკრეტული დეტალები თებერვლის ბოლოს გახდება ცნობილი. ჯერჯერობით არც იმას ამბობს, ვის ვიხილავთ მის გუნდში, თუმცა აცხადებს, რომ პარტიაში შემავალი წევრების ნაწილი თვითმმართველობის არჩევნებში აქტიურად იქნებიან ჩართული.
|
ია აბულაშვილი 21.01.2017
აშშ-ს ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციას მთელი პოლიტიკური სამყარო დაძაბული ელოდა. ეს დღეც დადგა, ამერიკის შეერთებულ შტატებს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. აშშ-ს რიგით 45-ე პრეზიდენტი დღეიდან ოფიციალურად შეუდგება მოვალეობის შესრულებას.
|
ნინო ომანაძე 21.01.2017
2017 წლის 9 აპრილს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება, "პრეზიდენტობისთვის" სამი კანდიდატი იბრძვის - მოქმედი "პრეზიდენტი" ლეონიდ თიბილოვი, "პარლამენტის სპიკერი" ანატოლი ბიბილოვი და ყოფილი "პრეზიდენტი" ედუარდ კოკოითი. თუმცა, როგორც ცნობილი ხდება, "საპრეზიდენტო" მარათონს კოკოითი "ბინადრობის ცენზის" მოთხოვნის ვერდაკმაყოფილების გამო გამოეთიშება.
|
თიკო ოსმანოვა 21.01.2017
უკრაინის ნაციონალური პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი და განათლების ექს მინისტრი ხატია დეკანოიძე ამჟამად პოლიტიკური საქმიანობით აღარ არის დაკავებული, თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" აქტიურ გულშემატკივრად რჩება და შესაძლოა, მომავალში მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინაში დაფუძნებული პარტიის რიგებშიც ვიხილოთ. ამბობს, რომ მისთვის ყველა ადამიანი მნიშვნელოვანია, ვინც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ იბრძვის.
|
თამარ მუკბანიანი 21.01.2017
ქალისა და მამაკაცის გარდაცვალების საშუალო ასაკს შორის 8-წლიან სხვაობას ადამიანების უმეტესობა ქართული ცხოვრებისა და სუფრის წესებს და ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში გადატანილ ომებს უკავშირებს. ნაწილი მიიჩნევს, რომ კაცს მეტი ფიზიკური დატვირთვის ატანა და შრომა უწევს, ეს კი მოქმედებს სიკვდილიანობაზე უფრო ახალგაზრდა ასაკში ქალთან შედარებით.
|