თამარ მუკბანიანი 31.01.2017
ლარის დევალვაციის ფონზე, მცირე და საშუალო მაღაზიების მფლობელთა უმეტესობა მომატებული ნისიების და ხალხის მსყიდველუნარიანობის შემცირებაზე საუბრობს. მოსახლეობა ადრეც იღებდა პირველადი მოხმარების პროდუქტებს ვალის სანაცვლოდ, თუმცა დათქმულ ვადაში აბრუნებდა. ახლა კი მათი უმეტესობა ან გადავადებას ითხოვს, ან ნაწილ-ნაწილ ძლივძლივობით აბრუნებს თანხას.
|
ნინო ქეთელაური 30.01.2017
ბერლინის კედელთან ასოცირებული უსიამოვნო შეგრძნება - ასე აფასებენ ანალიტიკოსები აშშ-მექსიკის გამყოფი კედლის მშენებლობას, რაც მსოფლიო ლიდერების და ანალიტიკოსების შეშფოთების მიზეზია. მათი შეფასებით, ამით ტრამპი თავისი წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას იწყებს, რაც ნიშნავს, რომ ის სხვა დაანონსებული წინადადების სისრულეში მოყვანასაც შეეცდება.
|
თიკო ოსმანოვა 30.01.2017
მოხდება თუ არა პრეზიდენტის ირიბი წესით არჩევა - ეს უახლოეს მომავალში გაირკვევა. მანამდე კი საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში ქვეყნის პირველი პირის კომპეტენციაზე მსჯელობდნენ. საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის უფლებების კიდევ უფრო შემცირების და მისი ირიბი წესით არჩევის მომხრეა, რასაც ოპოზიცია კატეგორიულად ეწინააღმდეგება. თავად მარგველაშვილის ადმინისტრაციაში კი პოზიციის დაფიქსირებას მოგვიანებით აპირებენ.
|
ნინო ქეთელაური 30.01.2017
"თუ ადრე დონალდ ტრამპი ცათამბჯენების, "ტრამპ თაუერების" აღმართვით იყო ცნობილი, ახლა "ტრამპ ვოლის" (ეკგქზ ცფდდ) აშენებითაც გაითქვამს სახელს", - ასე აფასებს აშშ-მექსიკის გამყოფი კედლის მშენებლობას, ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე.
|
სალომე სარიშვილი 30.01.2017
ანალიტიკოსი და პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პროცესი ჯერ ძალიან ნედლია და შესაბამისად, საბოლოო დასკვნების გაკეთება ამ ეტაპზე ნაკლებად გამართლებული იქნება. მიუხედავად ამ მოსაზრებისა, ანალიტიკოსს რჩება განცდა, რომ საკონსტიტუციო კომისია რაღაცისთვისაა მოგონილი. კერძოდ, კი იმისთვის, წინასწარ დაწრილი დოკუმენტი, რომელიც სადღაც უჯრაშია ჩაკეტილი, შემდგომში ნელ-ნელა შემოაცურონ.
|
სალომე სარიშვილი 30.01.2017
"დღეს ამერიკა და რუსეთი ე.წ უსაფრთხოების დილამის წინაშეა, რადგან ორივე მათგანმა სამხედრო მუსკულების დემონსტრირება დაიწყო, მათ შორის, მასობრივი განადგურების შეიარაღების კომპონენტების წარმოჩენითაც", - ამგვარია სამხედრო ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასება იმ განცხადებაზე, რომელიც საბჭოთა კავშირის უკანასკნელმა ლიდერმა მიხეილ გორბაჩოვმა ამერიკულ პრესასთან საუბრისას გააკეთა და სადაც თქვა, რომ მისი ვარაუდით, მსოფლიო ომის მზადების მსგავსად გამოიყურება.
|
ეკატერინე ბასილაია 30.01.2017
"ოცნება" საკონსტიტუციო ცვლილებას აუცილებლად გაიტანს. მას არანაირი პრობლემა არ აქვს, რასაც უნდა იმას იზამს. თუ მოისურვა, მონარქიასაც შემოიღებს...
|
გვანცა ღვედაშვილი 30.01.2017
უკვე წლებია თბილისში გარე ვაჭრობა გადაუჭრელ პრობლემად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ პერიოდულად საპროტესტო აქციებიც იმართება და მოქალაქეთა მძლავრი უკმაყოფლებაც გვესმის. მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული პრობლემის გადაჭრა დაწყებულია და ეტაპობრივად დედაქალაქში გარევაჭრობა სრულიად აიკრძალება. თუმცა, მათი მხრიდან ეფექტური, ქმედითი ნაბიჯების დანახვა მოსახლეობას ჯერჯერობით ისევ უჭირს.
|
ვახტანგ შამუგია 30.01.2017
აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილ მოქალაქეთა უმეტესი ნაწილი შესაძლოა ფინანსური შემწეობის გარეშე დარჩეს. ამ ცვლილების აუცილებლობას დევნილთა და განსახლების სამინისტროში თანხების "სამართლიანი გადანაწილების" პრინციპით ხსნიან.
|
შოთა თხელიძე 30.01.2017
დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ინაუგურაციის შემდეგ ერთი კვირა გავიდა. ამ დროის მოკლე პერიოდში მან რამდენიმე განკარგულება გამოსცა, რომელთაც, როგორც ამერიკულ, ისევე საერთაშორისო საზოგადოებაში კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა.
|
მარიამ ელიაშვილი 30.01.2017
ასტრონავტებმა მზის სისტემასთან ახლოს აღმოაჩინეს სისტემა, "ვოლფ 1061" რომლის ერთ-ერთ პლანეტაზე, სავარაუდოდ ცოცხალი ორგანიზმების არსებობისთვის საჭირო ყველა პირობაა შექმნილი. ასტრონავტებს ეს ჰიპოთეზა მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც შენიშნეს, რომ პლანეტა მოძრაობს სიცოცხლისთვის ხელსაყრელ ზონაში.
|
ია აბულაშვილი 30.01.2017
საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 27 იანვარს მოციქულთა სწორის, ქართველთა განმანათლებლის წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნა. მისი ხსენების დღე საქართველოში წელიწადში ორჯერ აღინიშნება, პირველ ივნისს საქართველოში მისი შემოსვლის და 27 იანვარს - გარდაცვალება.
|