ეკატერინე ბასილაია 04.02.2017
"ქართული ოცნება" მაჟორიტარული საარჩევნო წესის შენარჩუნებაზე ვაჭრობის გარდა კიდევ ერთი "არაპოპულარული ნაბიჯის" გადადგმას გეგმავს და ინიციატივით გამოდის, კონსტიტუციით პოლიტიკურ პარტიებს ბლოკების სახით არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალოს. ეს კი ისედაც დასუსტებული ოპოზიციური ძალების მთლიანად განეიტრალებას გამოიწვევს, რაც ოპოზიციის აღშფოთებას იწვევს და "ოცნების" მიერ საკუთრ თავზე კონსტიტუციის მორგების გასაპროტესტებლად შესაძლოა საკონსტიტუციო კომისიას ბოიკოტიც გამოუცხადონ და პროცესები ქუჩაში გადავიდეს.
|
ვახტანგ შამუგია 04.02.2017
რამდენიმე დღის წინ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში გაკეთებულმა განცხადებამ, დევნილთათვის სოციალური შემწეობის გაცემის პრინციპის სავარაუდო ცვლილებასა და თანხების ოპტიმიზაციის შესახებ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. ამ ინფორმაციამ თავად დევნილებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.
|
თამარ მუკბანიანი 04.02.2017
თანამედროვე ადამიანების უმეტესობა ქორწინებისათვის იდეალურ ასაკად 28-30 წელს მიიჩნევს. არიან ისეთებიც, ვინც თვლის, რომ ეს ასაკი 20 ან უფრო ნაკლები ასაკიდან დგება და ოჯახური თანაცხოვრებისათვის მზადება ინდივიდუალურია. სპეციალისტები კი რეპროდუქციული და ფსიქოლოგიური სიმწიფის ქვედა ზღვრად 23 წელს მიიჩნევენ.
|
მარი ჩიტაია 04.02.2017
სამომხმარებლო პროდუქტების მასშტაბური გაძვირების ფონზე, 3,9%-იანი წლიური ინფლაცია, რასაც ოფიციალური სტატისტიკა გვთავაზობს, ნაკლებად დამაჯერებელია. მიუხედავად იმისა, რომ ძირითად სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასების ზრდა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებშიც შეინიშნება, მეთოდოლოგიური ხარვეზის გამო, კვლევის შედეგი რეალობას არ ასახავს. ყოველ შემთხვევაში, ცდომილება დაფიქსირებულ მონაცემსა და რეალობას შორის საკმაოდ დიდია.
|
მარი ჩიტაია 04.02.2017
"ბავშვთა სამყაროს" დაზარალებული მოვაჭრეები საბანკო სექტორის იმედად არიან. ჯერ უცნობია, რა დახმარებას შესათავაზებენ მათ და რა შეღავათით ისარგებლებენ. ამ ეტაპზე ბანკები გადაწყვეტილების მიღების პროცესში არიან. მოვაჭრეების თხოვნაა, რომ კრედიტების დაფარვა 1 წლით გადაუვადდეთ.
|
ნათია ლომიძე 04.02.2017
საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში სამსახურებიდან თანამშრომელთა მასობრივად გათავისუფლების მასშტაბები იზრდება. საჯარო თუ კერძო სექტორებიდან რამდენიმე ათასი მოხელეა გათავისუფლებული. როგორც ჩანს, ეს დასასრული არ არის და ადამიანების სამსახურებიდან გათავისუფლების სერია კვლავ გაგრძელდება. პროფკავშირების წარმომადგენლები, ადამიანის უფლებათა დამცველები და იურისტები მომხდარ ფაქტს აღმაშფოთებელს უწოდებენ და ვალდებულებას სახელმწიფოს აკისრებენ.
|
თიკო ოსმანოვა 04.02.2017
რუსთავის აზოტის ქარხნიდან გათავისუფლებული მუშები სამსახურში აღდგენას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პერმანენტული აქციებით იმუქრებიან. მათი განმარტებით, ადმინისტრაციამ ისინი კანონის უხეში დარღვევით გაათავისუფლა. აქციების პარალელურად კი პროფკავშირები სარჩელზეც მუშაობს, რომელსაც სასამართლოში უახლოეს დღეებში შეიტანენ.
|
თიკო ოსმანოვა 04.02.2017
საზოგადოებრივი მაუწყებელის ახალი გენერალური დირექტორი არხზე რეორგანიზაციას იწყებს, რასაც შესაძლოა რამდენიმე გადაცემის დახურვა მოჰყვეს. კონკრეტულად, თუ რომელ გადაცემებს ემუქრება დახურვა, ორშაბათს გაირკვევა. მანამდე კი ჟურნალისტი ნინო ზაუტაშვილი ეჭვობს, რომ ამ გადაცემებს შორის ერთ-ერთი მისი გადაცემა "რეალური სივრცე" იქნება.
|
ეკატერინე ბასილაია 03.02.2017
"საქართველოს მოქალაქე კარგად ინფორმირებული უნდა იყოს, სხვა შემთხვევაში შეიძლება საზღვრის კვეთის დროს არ შეუშვან ტერიტორიაზე და საქართველოში უკან დაბრუნება მოუწიოს," - აცხადებს ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე და თვლის, რომ უვიზო მიმოსვლის მიღების შემედეგ საქართველოს ხელისუფლებამ გამოსვლებში უნდა დაამკვიდროს სიტყვა "ევროკავშირი" და უკვე გაწევრიანებაზეც უნდა გააკეთოს ოფიციალური განაცხადი.
|
გვანცა ღვედაშვილი 03.02.2017
თბილისის ტერიტორიაზე ხეების ჭრასთან დაკავშირებულ პარლამენტში ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ საკანონმდებლო პროექტები განიხილეს. პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა მხარი დავით სონღულაშვილის კანონროექტს დაუჭირა, რომელიც, გარემოსდამცველთა თქმით, თბილისის ტერიტორიაზე ხეების ჭრას ამარტივებს.
|
ნათია ლომიძე 03.02.2017
თბილისში მიკროავტობუსით მგზავრობა აღარ გაძვირდება. საწვავის ღირებულების მომატების მიუხედავად, "თბილისის მიკროავტობუსი" დღეს მოქმედ სამგზავრო ტარიფს შეინარჩუნებს. ტრანსპორტის სფეროს სპეციალისტები არსებულ სიტუაციას მაინც ეჭვის თვალით უყურებენ და ამბობენ, რომ თუკი ნავთობპროდუქტების გაძვირება მომავალშიც გაგრძელდება, ყვითელ "მარშრუტკებში" მგზავრობის ღირებულების შენარჩუნება ძალიან გაჭირდება.
|
ნათია ლომიძე 03.02.2017
საქართველოში თხევად საწვავზე ფასი ყოველ კვირა იზრდება. არსებობს საფრთხე, რომ მალე ავტოგაზიც გაძვირდეს. ამას ადასტურებენ ავტოგაზგასამართი სადგურების მფლობელები - თუკი ლარი კიდევ გაუფასურდა, ბუნებრივი აირის ღირებულება აუცილებლად მოიმატებს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|