სალომე სარიშვილი 06.02.2017
მას შემდეგ, რაც საქართველომ ვიზის ლიბერალიზაცია მიიღო, საზოგადოებაში ხშირად ისმის შეკითხვები იმის შესახებ, თუ რა პრობლემას შეიძლება წავაწყდეთ ევროპის რომელიმე ქვეყნის საზღვრებზე და იქნება თუ არა საზღვრის უვიზოდ გადაკვეთა მესაზღვრის განწყობაზე დამოკიდებული. ამ შეკითხვებსა თუ ეჭვებს სპეციალისტების ნაწილი უსაფუძვლოს უწოდებს. ამბობს, რომ პრობლემების შექმნის ალბათობა ვიზის შემთხვევაშიც არსებობდა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი მესაზღვრე მოქალაქე საეჭვოდ მიიჩნია, უკან გამობრუნების რისკი უვიზოდაც ისეთივე მაღალია, როგორც ვიზის არსებობის შემთხვევაში.
|
თიკო ოსმანოვა 06.02.2017
ქართული ტელე-მედია მორიგი მასშტაბური ცვლილებების ზღვარზეა. დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი გენდირექტორი არხის რეორგანიზაციის გეგმას წარმოადგენს, რომელიც შესაძლოა პოლიტიკური შინაარსის გადაცემების დახურვას გულისხმობდეს, რასაც უკვე მოყვა გარკვეული ვნებათაღელვა. ასევე დაძაბული და გაურკვეველი ვითარებაა "რუსთავი 2"-თან დაკავშირებითაც, რაც ტელეკომპანიის საქმეში ჩართული უზენაესის სასამართლოს 2 მოსამართლეზე შესაძლო ზეწოლას უკავშირდება. ამასთან, ახლო მომავალში ტელეკომპანიას სასამართლოს გადაწყვეტილებით შესაძლოა მფლობელი შეეცვალოს.
|
სალომე სარიშვილი 06.02.2017
"ორმაგი მოქალაქეობის აკრძალვითა და ამგვარი მიდგომით ჩვენ ვეხმარებით პუტინს გაატაროს პასპორტიზაციის პოლიტიკა, რადგან როცა ის ვინმეს რუსეთის პასპორტს აძლევს, მათ შორის აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, ჩვენ იმთავითვე კანონით მოქალაქეობას ვართმევთ. ეს კი ნიშნავს, რომ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში საქართველოს მოქალაქეები აღარ გვყავს და ვკარგავთ ლეგიტიმურობის მთავარ ბერკეტებს," - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც კონსტიტუციაში ორმაგი მოქალაქეობის შესახებ ცვლილების შეტანის ინიციატორია.
|
ეკატერინე ბასილაია 06.02.2017
გაზაფხულზე ვიზალიბერალიზაცია ამოქმედდება და ოფიციალური თბილისის შეთავაზებას, რომ ოსებმა და აფხაზებმა ქართული ბიომეტრიული პასპორტებით უვიზოდ იმოგზაურონ ევროპაში, ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო მმართველები "კიდევ ერთ ქართულ სატყუარას" უწოდებენ, რომლესაც ისინი არ წამოეგებიან.
|
მარიამ ელიაშვილი 06.02.2017
თანამედროვე მეცნიერება ლაბორატორიის კედლებს სცდება. მისი მიღწევები და სამომავლო პერსპექტივები არაერთი მწერლისა თუ რეჟისორის ინტერესის ობიექტად იქცა. სამეცნიერო ფანტასტიკა შეიქმნა ახალი ჟანრი, რომლის ძირითადი მიმართულებებია ხელოვნური ინტელექტი, დროში მოგზაურბა, კვანტური კომპიუტერი, სამყაროს აღსასრული...
|
მამუკა ნაცვალაძე 06.02.2017
დიდგორის ომი ქართველთა ისტორიაში ყველაზე გამორჩეული ბრძოლაა. ბუნებრივია, ყველა ომს, დიდსა თუ მცირეს, განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. რომ არა ეს ბრძოლები, დიდი ალბათობით, საქართველო ვერ მიაღწევდა იმ ტრიუმფამდე, დიდგორის ომის სახელით რომ შემოინახა მატიანემ.
|
ნინო ქეთელაური 06.02.2017
ბათუმში შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმს ავტორიზაცია გაუუქმდა. როგორც სკოლის დირექტორი ელგუჯა დავითაძე "მთელ კვირასთან" საუბრისას აცხადებს, გარდა პოლიტიკურისა, ამ ეტაპზე ლიცეუმისთვის ავტორიზაციის გაუქმების სხვა მიზეზები არ იკვეთება და ის აპირებს, რომ სასამართლოს ყველა ინსტანციას, თუ საჭირო გახდა, საერთაშრისო სასამართლოსაც მიმართოს.
|
ეკატერინე ბასილაია 06.02.2017
საპატრიარქოდან თბილისის საკრებულოში თითქმის ყოველ თვე შედის გარკვეული ქონების უფასოდ გადაცემაზე მოთხოვნა და ეს ყოველთვის კმაყოფილდება. ხოლო თუ ვინმე იკითხავს არგუმენტს, თუ რატომ ხდება ეს, მას მკრეხელობას და მართლმადიდებლობასთან ბრძოლას აბრალებენ, - ამის შესახებ "მთელ კვირასთან" საკრებულოს "რესპუბლიკელი" დეპუტატი დავით ზურაბიშვილი საუბრობს.
|
მამუკა ნაცვალაძე 04.02.2017
რუის-ურბნისის საეკლესიო კრებას ქართულ ისტორიოგრაფია გამორჩეულ ყურადღებას აქცევს. 1104 წელს ჩატარებულმა ამ უმნიშვნელოვანესმა ღონისძიებამ, ფაქტობრივად განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის ისტორიის შემდგომი მსვლელობის ორიენტირი. სწორედ რუის-ურბნისში ჩაეყარა საფუძველი იმ საამაყო ეპოქას, რაც შემდგომში "ოქროს ხანით" გაგრძელდა. აქ იღებს სათავეს ის პროცესები, რომელსაც გვირგვინად დაედგა დიდგორის ტრიუმფი.
|
სალომე სარიშვილი 04.02.2017
"რუსთავი 2"-ის საქმის მოსამართლეების შესაძლო ზეწოლის ფაქტს იურისტები უკიდურესად შემაშფოთებელს, ქვეყნისა და სასამართლო სისტემისთვის დამაზიანებელს უწოდებენ. თუ ვისგან მოდიოდა ზეწოლა, ამაზე გუშინ განსხვავებული ინფორმაციები ვრცელდებოდა.
|
გვანცა ღვედაშვილი 04.02.2017
საზოგადოებრივ მაუწყბელზე კონკრეტული გადაცემების დახურვას შესაძლოა პირადი ანგარიშსწორება ედოს საფუძვლად, ანდა პოლიტიკური მოტივები ჰქონდეს - ამის შესახებ "რეზონანსთან" ინტერვიუში საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტმა არჩილ გამზარდიამ ისაუბრა.
|
გვანცა ღვედაშვილი 04.02.2017
საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის მიწვევაზე უარი თქვა და გუშინდელ შეხვედრას არ დაესწრო. მათი მთავარი არგუმენტი ისაა, რომ ამ სახის შეხვედრით პრეზიდენტი პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობდა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|