ია აბულაშვილი
09.02.2017

 თბილისი ყოველთვის მუსიკალური ქალაქი იყო, ბევრი გამოჩენილი უცხოელი კომპოზიტორი თუ მომღერალი ნახულობდა აქ შთაგონებას. ამბობენ, თბილისში დაიწყო პეტრე ჩაიკოვსკიმ მუშაობა "მძინარე მზეთუნახავზე", "იოლანტაზე" და "პიკის ქალზე". თბილისის ოპერის სცენაზე გაიცნო ქვეყანამ დიდი ფეოდორ შალიაპინი. სწორედ შალიაპინის თბილისურ იღბალზე გვინდა რამდენიმე საინტერსო ამბავი გავიხსენოთ დღევანდელ სტატიაში.

ვახტანგ შამუგია
09.02.2017

 8 თებერვალს, დილის 6 საათზე, ქალაქ დონეცკის გარეუბნები აფეთქების მორიგმა, გამაყრუებელმა ხმამ შეაზანზარა. მან დონეცკის არაღიარებული რესპუბლიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საველე მეთაური, ბატალიონ "სომალის" შემქმნელი მიხეილ ტოლსტიხი, იგივე "გივი" შეიწირა.

ეკატერინე ბასილაია
09.02.2017

 "ხელისუფლებას არ უნდა, ყოფილი დეპუტატები მტრად გადაიკიდოს და ამიტომ სასათბურე ადგილები გამოუძებნა. ესენი არიან "ნახლებნიკები", არაფერს გააკეთებენ და ისე მუთქად მისცემენ ხელფასს. ამგვარი დანიშვნები დასავლეთში რომ მომხარიყო, ეს დიდ ხმაურს გამოიწვევდა," - ასე აფასებს დიპლომატიური აკადემიის რექტორი სოსო ცინცაძე "ოცნების" ექსდეპუტატების დასაქმებას და მიიჩნევს, რომ საქართველოში მრჩევლის პოსტი მხოლოდ ახლობლებისთვის შექმნილი ე.წ. კარმუშკაა და სხვა არაფერი.

ვასო კაპანაძე
09.02.2017

 2050 წლისთვის ყაზახეთი მსოფლიოს 30 ლიდერ სახელმწიფოთა ჩამონათვალში მოხვედრას გეგმავს. ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციის მიზნით, პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი საკუთარ უფებამოსილებათა ნაწილს პარლამენტსა და მთავრობას გადასცემს.

მარი ჩიტაია
09.02.2017

 სავაჭრო ობიექტებში დაბალი რანგის თანამშრომელებზე წნეხი ძალიან ხშირია. "თანამედროვე მონობის" ფაქტები, რომელზეც "ფრესკოდან" დათხოვნილმა თანამშრომლებმა წერილი გაავრცელეს, ერთი სუპერმარკეტის ფარგლებს სცილდება. "ფრესკოში" ამბობენ კიდეც, რომ მათ ქსელში არაფერი ხდება ისეთი, რაც არ ხდება სხვაგან. ეს სრული სიმართლეა - დაბალ პოზიციაზე მომუშავე ადამიანებს სხვაგანაც არადამიანურად ექცევიან. პროფკავშირების ინფორმაციით, იგივე ხდება "ფურშეტში", "ფუდმარტში", "ლა ფემილში", "ვეჯინსა" და სხვა სუპერმერკეტებში. ზოგიერთი მათგანის მიმართ სასამართლო პროცესი ახლაც მიმდინარეობს, ზოგის მიმართაც ახალი საჩივარი მზადდება.

ნათია ლომიძე
09.02.2017

 რუსი ტურისტებისათვის თურქეთის ბაზრის სრულფასოვნად გახსნა საქართველოს საზღვაო კურორტებს არც ისე მნიშვნელოვნად დააზარალებს. ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ თურქეთსა და საქართველოს ტურისტების განსხვავებული სეგმენტი სტუმრობს. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ საზღვაო სეზონზე საქართველოს დიდი დანაკლისი არ ექნება.

სალომე სარიშვილი
09.02.2017

 ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ ხელისუფლების ინტერესი იკვეთება, თუმცა ეს არ ეხება ერთ მდგრად სუბიექტს, ამ შემთხვევაში შეიძლება ვივარაუდოთ ხელისუფლების რომელიღაცა გავლენითი ჯგუფი, რომელსაც ტელევიზიის მიმართ ინტერესი აქვს," - ამბობს "რეზონანსთან" სუბრისას საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი და ანალიტიკოსი არჩილ გამზადია. მისი აზრით, ამ ჯგუფის დაინტერესება შესაძლოა მედიაგავლენასა და ფინანსურ მოტივებს უკავშირდებოდეს, რაც მომავალში გამოჩნდება.

ია აბულაშვილი
08.02.2017

 "1922 წელს, როცა მე ვრედაქტორობდი კვირეულ სალიტერატურო გაზეთ "ბახტრიონს" გადავწყვიტე ტიციან ტაბიძესთან ერთად "ფიროსმანის ნომრის" გამოშვება. მასალების შემზადების დროს გამოირკვა, რომ არც ერთმა ნაცნობმა და პატივისმცემელმა მხატვარის ცხოვრების შესახებ არაფერი იცოდა. ამ მიზნით მე ჩამოვიარე არა ერთი ნაცნობი და მეგობარი ფიროსმანისა, რასაკვირველია უმთავრესად - მიკიტნები, მედუქნეები, მედროგეები, მესაკრავენი, დალაქები და სხვა" - წერდა გიორგი ლეონიძე, რომელმაც ფიროსმანაზე ბიოგრაფიული ფაქტების ჩაწერა 1922 წლიდან დაიწყო და ჩაწერას აწარმოებდა დღიურის სახით. სწორედ ამ დღიურებიდან რამდენიმე ამონარიდს ვთავაზობთ ჩვენს მკითხველს დღევანდელ სტატიაში.

გვანცა ღვედაშვილი
08.02.2017

 ბრაკონიერობის შემთხვევები წინა წლებთან შედარებით, თითქმის 2-ჯერ არის მომატებული, აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას დაცელი ტერიტორიების სააგენტოს დაგეგმისა და განვითარების სამსახურის უფროსი თომა დეკანოიძე. მისივე თქმით, აღნიშნულის მიზეზად, როგორც ნადირ-ფრინველთა რაოდენობის მომატება, ასევე სასამართლოს ლოიალურობა შეიძლება დასახელდეს, რადგან ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შემთხვევებში, მოსამართლეები ძირითადად სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლებიან.

ეკატერინე ბასილაია
08.02.2017

 "ქართული ოცნების" ექსდეპუტატების სასათბურე პოსტებზე დასაქმება გრძელდება. ზურაბ ზვიადაური საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში კონსულტანტად დასაქმდა, სოსო ჯაჭვლიანი კი დასაქმებულთა სიაში პირველი იყო და ის თეთნულდის განვითარების ფონდის ხელმძღვანელია. კიდევ რამდენიმე ექსდეპუტატი შეპირებული სამსახურის მოლოდინშია. "ოცნების" სხვა ყოფილი დეპუტატებიდან ნაწილს სამინისტროებში მრჩევლობაზე შეთავაზება მიღებული აქვს, ნაწილი კი - დაპირების რიგს ისევ მოთმინებით ელოდება და ამბობს, რომ ხვალ-ზეგ მასაც გამოიძახებენ.

ნინო ქეთელაური
08.02.2017

 "ალანიას თემა საქართველოს წინააღმდეგ ახალი სქემაა, რაც გულისხმობს ჯერ სახელის შეცვლას, მერე უკვე სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის გაერთიანებას," - ასე აფასებენ ექსპერტები ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერის, ლეონიდ თიბილოვის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის სახელის გადასარქმევად პლებისციტის დანიშვნას, რომელიც 2017 წლის 9 აპრილს გაიმართება.

ნინო ქეთელაური
08.02.2017

 "ბოლო ათი წლის განმავლობაში თითქმის ნახევარი მილიარდი დაიხარჯა და სინამდვილეში, ჩვენ გვაქვს სრულიად გაპარტახებული ინფრასტრუქტურა და კოლაფსის პირას მყოფი ტექნიკური საშუალებები," - აცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მრჩეველი, ჟურნალისტი ია ანთაძე და უმატებს, რომ თუ სამეურვეო საბჭო მათ სამოქმედო გეგმას დაეთანხმება, 1 წლის განმავლობაში ეთერში მხოლოდ საინფორმაციო გამოშვება და სხვადასხვა ჟანრის ფილმები გავა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×