ნინო ომანაძე
13.02.2017

 ამ რამდენიმე დღის წინ, ცხინვალის დე ფაქტო ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა ე.წ. ძალოვან სამინისტროებს ინტერნეტ სივრცის გაკონტროლება და "ხელისუფლების" წინააღმდეგ გამოთქმული კრიტიკული განცხადებების ავტორების დასჯა დაავალა.

მარიამ ელიაშვილი
13.02.2017

 ადამიანის ორგანიზმზე კოსმოსის გავლენის შესწავლის მიზნით 2015 წელს ნასამ ორი ტყუპი ასტრონავტიდან ერთ-ერთი კოსმოსში 1 წლით გაგზავნა. ექსპერიმენტში ტყუპების ჩართვა საუკეთესო ალტერნატივად მიიჩნიეს, რადგან მათი დნმ, სისხლის ჯგუფი და სხვა ბიოლოგიური მონაცემები ერთმანეთს ემთხვევა. მეცნიერთა ვარაუდით, კოსმოსიდან დაბრუნებული და დედამიწაზე დარჩენილი ადამიანის ორგანიზმში განსხვავებები უნდა დაფიქსირდეს.

მარიამ ელიაშვილი
13.02.2017

 ისტორიაში პირველად კალიფორნიის ინსტიტუტის მკვლევართა გუნდმა ღორისა და ადამიანის ქიმერა შექმნა. ქიმერა მასპინძლის ემბრიონში (ღორის) დონორის (ადამიანის) ღეროვანი უჯრედების შეყვანით იქმნება. შემდეგ მეცნიერები ემბრიონის ზრდასა და განვითარებას აკვირდებიან.

მარიამ ელიაშვილი
13.02.2017

 მზის კორონიდან განუწყვეტლივ გამოიფრქვევა პლაზმა. ამ პროცესს მზის ქარი ეწოდება. მისი სიჩქარე დედამიწის სიახლოვეს 300-400 კმ/წმ-ს აღემატება. მზის ქარში მოძრავ დამუხტულ ნაწილაკებს საკმარისი ენერგია აქვთ თანამგზავრში ან კოსმოსური ხომალდში შესაღწევად.

მარიამ ელიაშვილი
13.02.2017

 მეცნიერები რამდენიმე ათწლეულია, რაც სხვადასხვა პლანეტაზე სიცოცხლის არსებობის ნიშნებს ეძებენ. ამ მხრივ ასტრონავტებისთვის ყველაზე საინტერესო მარსია. ფიქრობენ, რომ წითელი პლანეტა ოდესღაც წყლით უხვი იყო, რაც სიცოცხლის არსებობის უტყუარი მტკიცებულებაა.

მამუკა ნაცვალაძე
13.02.2017

 გიორგი სააკაძის პერსონა ყოველთვის იწვევდა გამორჩეულ ინტერესს. ყყ ს-ნის 40-იანი წლებისას, როცა მეორე მსოფლიო ომი მძვინვარებდა, მიხეილ ჭიაურელმა გადაიღო ფილმი, რომელმაც დასაბამი დაუდო დიდი მოურავის ახალ სიცოცხლეს. ხალხს მაშინვე ენიშნა საოცარი მსგავსება სააკაძესა და სტალინს შორის - ორივემ შვილი გაწირა სამშობლოსათვის. ეს ამ ფილმის მთავარი ქვეტექსტი იყო. სწორედ ასე დაუბრუნდა გიორგი სააკაძე ახალ რეალობას, ქარველთა ცნობიერებას.

გვანცა ღვედაშვილი
13.02.2017

 საქართველოში მასშტაბური ამერიკული სამხედრო ცენტრის გახსნა იგეგმება, რომელიც გერმანიაში, არსებული საწვრთნელი ბაზის ანალოგი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, ექსპერტების ნაწილი სამხედო საწვრთნელი ბაზის სავარაუდო აშენების ადგილად ვაზიანის დასახლებას მოიაზრებს, ნაწილისთვის კი არსებული ცენტრების მოიდერნიზება უფრო მისაღებია. მათივე შეფასებით, უმჯობესი იქნება, თუ ყურადღება ჯარისკაცებისთვის თავდაცვითი ბრძოლების შესწავლაზე გამახვილდება და არა -ანტიტერორისტულ მიმართულებებზე, რადგან ჩვენი არმიის ძირითადი მიზანი გარე აგრესიისგან ქვეყნის დაცვაა.

ეკატერინე ბასილაია
13.02.2017

 8 რელიგიური ორგანიზაცია ითხოვს, რომ იგივე პრივილეგიები მიენიჭოთ, რითაც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესია სარგებლობს. კონკრეტულად საუბარი იმაზე, რომ მართლმადიდებელი ეკლესია გათავისუფლებულია დღგ-ს, მოგების და ქონების გადასახადებისგან, სხვა რელიგიური კონფესიები - არა. ეს კი, მათი თქმით, დისკრიმინაციული და უთანასწოროა და კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობის პრინციპებს არღვევს. ამიტომაც მათ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანეს.

ნინო ომანაძე
13.02.2017

 8 თებერვალს, დილის 6 საათზე, დონეცკის ოლქში, მაკეევკის რაიონში, ბატალიონ "სომალის" ბაზაზე, პრორუსი სეპარატისტების ცნობილი მეთაური "გივი" ააფეთქეს. მიხაილ ტოლსტიხი, მეტსახელად "გივი", განსაკუთრებული სისასტიკითა და ტყვეთა მიმართ დაუნდობელი მოპყრობით იყო ცნობლი.

ნინო ქეთელაური
11.02.2017

 მოსმენების შესახებ კანონპროეტზე, შესაძლოა, პრეზიდენტმა ვეტოს უფლება მეორედ გამოიყენოს. როგორც ექპერტები აცხადებენ, "პრეზიდენტი იძულებული იქნება ვეტო გამოიყენოს, სხვა შემთხვეავში გამოდის, რომ პოზიცია შეიცვალა". როგორც ცნობილია, პრეზიდენტს მოსმენების კანონთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობა არც მის გათვალისწინებას აპირებს და არც კონსულტაციების გამართვაზეა თანახმა.

ნათია ლომიძე
11.02.2017

 მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაანონსებული მთლიანი შიგა პროდუქტის 4%-მდე ზრდას არ ეთანხმება ფინანსისტთა ნაწილი. ამის მიზეზი კი 2016 წლის მაკროეკონომიკური მაჩვენებლებია, რომლებიც საკმაოდ არასახარბიელო აღმოჩნდა. მთავრობის მოლოდინი, რომ 2017 წელი კარგი იქნება ვერ გამართლდება, თუკი ისინი რადიკალურად არ შეცვლიან ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკას.

გვანცა წულაია
11.02.2017

 მიუხედავად იმისა, რომ ხანძრის ყველა კერა ჩამქრალია, "ბავშვთა სამყაროსთან" სახანძრო დახმარების მანქანა მაინც მობილიზებულია. ტერიტორია რკინებით არის შემოღობილი და პოლიცია იცავს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×