ია აბულაშვილი
10.02.2017

 "შესაძლოა, ეს სამართლიანიცაა... "ოსტატის" მერე რაღა უნდა დამეწერა", - უთქვამს მიხეილ ბულგაკოვს სიკვდილის წინ. ის, რომ ეს რომანი მართლაც მწვერვალი იყო მწერლისთვის, ამაზე არავინ დაობს და არც ჩვენ ვპირებთ ამ რომანის ფილოსოფიურ-ესთეტიკურ მხარეზე მსჯელობას. მხოლოდ რამდენიმე საინტერსო ამბავს გავიხსენებთ დღევანდელ სტატიაში.

ია აბულაშვილი
10.02.2017

 "ფარული მოსმენებთან დაკავშირებით ველოსიპედის გამოგონება ნამდვილად არ იყო საჭირო, საკმარისი იყო ევროპული სტანდარტების შესაბამისი კანონის მიღება", - აცხადებს პეტრე მამრაძე, რომელსაც "რეზონანსი" ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ საკითხებზე ესაუბრა.

თიკო ოსმანოვა
10.02.2017

 "წარმოუდგნელად მიმაჩნია ამ გეგმის მიხედვით ტელევიზიის მართვა. მითუმეტეს ისეთი რთული ორგანიზამის, როგორიც არის საზოგადოებრივი მაუწყებელი. ვფიქრობ, საღი აზრი გაიმარჯვებს და პირველ არხს მიეცემა მაუწყებლობის საშუალება", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ჟურნალისტი გადაცემა "რეალური სივრცის" წამყვანი ნინო ზაუტაშვილი.

ნინო ქეთელაური
10.02.2017

 შესაძლოა, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა ძალაში 29 მარტიდან შევიდეს. ამის შესახებ ბრიუსელში "რადიო თავისუფლების" კორესპონდენტი რიკარდო რიკარდ იოზვიაკი "ტვიტერში" წერს. მისივე ცნობით, ევროკავშირის ელჩები საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხის შეჩერების მექანიზმს 22 თებერვალს დაამტკიცებენ.

ეკატერინე ბასილაია
10.02.2017

 აშშ-ში საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო და ვიზიტის წარმატების ერთგვარი საზომი იქნება, გაჟღერდება თუ არა ტრამპისა და კვირიკაშვილის უფრო მაღალი დონის შეხვედრის დაგეგმვა წელს თუ არა, მომავალი წლისთვის მაინც და ამ მზაობას აშშ-ს მხარეც თუ დაადასტურებს.

ეკატერინე ბასილაია
09.02.2017

 ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. წინასაარჩევნო პროცესში ერთგვარი დაძაბულობა უკვე შეინიშნება მას შემდეგ, რაც "ექსპრეზიდენტი" ალექსანდრე ანქვაბი "დეპუტატობის" კანდიდატად დარეგისტრირდა. რაულ ხაჯიმბას მომხრეები უკვე საუბრობენ იმაზე, რომ ანქვაბის ეს ნაბიჯი დესტრუქციულია და "რესპუბლიკაში" დაპირისპირების ახალი ტალღის აგორების დიდი საფრთხე არსებობს.

ნათია ლომიძე
09.02.2017

 ისეთ კრიტიკულ თვეებში, როგორიც იანვარი და თებერვალია, ლარმა მეტ-ნაკლებად, მაგრამ მაინც დაიწყო გამყარება. პროცესი 5 იანვრიდან დღემდე მიმდინარეობს. ექსპერტთა ნაწილის ვარაუდი, რომ 2017 წლის პირველ 2 თვეში ეროვნული ვალუტა 2,80-ის ნიშნულს გადასცდებოდა, არ გამართლდა. დღესდღეობით ეკონომიკისთვის მისაღებ გაცვლით კურსად 2,20-2,30 სახელდება.

გვანცა ღვედაშვილი
09.02.2017

 ბიძინა ივანიშვილის უკანონოდ მოპოვებული სატელეფონო და აუდიო ჩანაწერის რამდენიმე მილიონად გაყიდვის მცდელობაში, მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე და ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ლაშა ნაცვლიშვილს ამხელენ, რომელსაც ასევე მთავარი პროკურორის მოადგილის თანამდებობა ეკავა. ეს უკანასკნელი ბრალდებას "აგონიურ ბოდვას" უწოდებს.

ია აბულაშვილი
09.02.2017

 "დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო მხარს დაუჭერს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მიერ წარმოდგენილ გეგმას, თუ არადა გამოიცვლება და გამოცვლილი დაუჭერს მხარს," - აცხადებს პეტრე მამრაძე, რომელსაც "რეზონანსი" ქართულ სატელევიზიო სივრცეში მიმდინარე პროცესებზე ესაუბრა.

სალომე სარიშვილი
09.02.2017

 რუსეთთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო დაწესების საკითხზე ანალიტიკოსებისა და პოლიტოლოგების შეფასება განსხვავებულია. ნაწილი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის აღდგენას მოსალოდნელს უწოდებს ან ფიქრობს, რომ შესაძლოა რუსეთმა გაზაფხულიდან ვიზა არ გააუქმოს, მაგრამ მისი მიღება გაამარტივოს, ზოგს კი მიაჩნია, რომ კარასინის განცხადება სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე, ტექნიკური საკითხების გამარტივებასა და ბიუროკრატიული ბარიერების მოხსნას გულისხმობს, რაც თანდათანობით უკვე შესამჩნევია კიდეც.

თიკო ოსმანოვა
09.02.2017

 "ჩვენ ყოველთვის ვიცავდით და დავიცავთ ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ ტელევიზიას, მათ შორის "რუსთავი 2"-ს. მაგრამ "ნაციონალების" მიერ დაანონსებულ აქციაში მონაწილეობას არ მივიღებთ", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ნინო გოგუაძე.

ნინო ქეთელაური
09.02.2017

 საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ პრობლემად თანამშრომლების კვალიფიკაცია სახელდება. არხის გენერალური დირექტორის მრჩევლის, ია ანთაძის განცხადებით, "საინფორმაციო სამსახურში მუშაობენ ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად არაკონკურენტუნარიანები არიან სხვა ტელევიზიის კოლეგებთან შედარებით," რასაც არხის თანამშრომლები არ იზარებენ და აღნიშნავენ, რომ ეს მათი "უპატივცემულობა და სტრესულ ვითარებაში ჩაყენებაა."


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×