ნინო ომანაძე 17.02.2017
ცხინვალში, "საპრეზიდენტო არჩევნების" წინ, "პრეზიდენტ" ლეონიდ თიბილოვსა და "პარლამენტის სპიკერ" ანატოლი ბიბილოვს შორის დაპირისპირება იზრდება.
|
გვანცა ღვედაშვილი 17.02.2017
გაუუქმებს თუ არა რუსეთი საქართველოს სავიზო რეჟიმს?! - ეს კითხვა აქტუალური მას შემედეგ გახდა, რაც საქართველომ ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა მიიღო, რის შემდეგაც რუსეთმა ანალოგიური ქმედება არ გამორიცხა.
|
გვანცა ღვედაშვილი 17.02.2017
"თუ რუსეთში ვინმეს იმედი აქვს, რომ ამგვარი მიზნით საქართველოს აიძულებს, თავისი ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი გადადგას, ვფიქრობ, მსგავს მცდელობას პერსპექტივა არ გააჩნია
|
ეკატერინე ბასილაია 17.02.2017
"ჯერ კიდევ წინ გველოდება, ეს კრიმინალი საერთოდ დადასტურდება თუ არა. რომ ეთქვათ, ჩვეულებრივ კრიმინალზე იყო საუბარი, ამას არც საზოგადოებაში და არც ეკლესიაში განხეთქილება არ მოჰყვებოდა.
|
თიკო ოსმანოვა 17.02.2017
რას ნიშნავს, იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი საქართველოში, რა პრობლემებს ხვდებიან ისინი ყოველდღიურ ცხოვრებაში და რას აკეთებს სახელმწიფო იმისთვის, რომ მათ კომფორტული და თანაბარუფლებიანი გარემო შეუქმნას?! ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მარტივი ნამდვილად არ აღმოჩნდა.
|
სოფო ჩხიკვაძე 17.02.2017
საკვები პროდუქტების მკვეთრად გაძვირებაზე მოქალაქეები ბოლო რამდენიმე კვირაა აქტიურად საუბრობენ. სავაჭრო ობიექტებში ფასების მატება თითქმის ყველა სახის პროდუქტს, ხორცს, რძის ნაწარმს და სხვა სახის პროდუქციას შეეხო. მოვაჭრეები ამბობენ, რომ მყიდველთა რაოდენობა შემცირდა. ბევრს სურვილი აქვს, მაგრამ შესაძლებლობა - არა.
|
ნათია ლომიძე 17.02.2017
2017 წელს ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივ ნიშნულს აუცილებლად გადასცდება. ამაზე სპეციალისტები ხმამაღლა საუბრობენ და აცხადებენ, რომ ფასების ზრდას მთავრობის მხრიდან აქციზის გაძვირება და სავალუტო რყევებიც უწყობს ხელს.
|
მარი ჩიტაია 17.02.2017
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილების გამო, სახელმწიფოსა და სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენელთა შორის დიდი უთანხმოებაა. კომპანიების მხრიდან კრიტიკა საყოველთაო ჯანდაცვისა და კერძო დაზღვევის პაკეტების გამიჯვნას მოჰყვა. ჯანდაცვის მინისტრს კი მიაჩნია, რომ ახლა, როდესაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები მზადაა და გადაწყვეტილება კი - მიღებული, კერძო სექტორის მხრიდან შენიშვნები არალოგიკურია.
|
ია აბულაშვილი 17.02.2017
"მტერი განსაკუთრებულ მნიშვნელობას თბილისის, როგორც სამხედრო-სტრატეგიული და პოლიტიკური ცენტრის აღების საქმეს ანიჭებდა. მან კარგად იცოდა, რომ უთბილისოდ საქართველო ფეხზე წამოდგომას ვეღარ შეძლებდა. ამიტომაც აჩქარებდა სტალინი ორჯონიკიძეს - "ახლავე შეუტიე და აიღე ქალაქიო".
|
თიკო ოსმანოვა 17.02.2017
"რუსთავი 2-ისთვის" ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის. მხარეები უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, ზეპირი მოსმენით, უახლოეს მომავალში ელოდებიან. მანამდე კი ქიბარ ხალვაში ნიკა გვარამიას, ეს უკანასკნელი კი ხელისუფლებას ტელევიზიის, შესაძლო წართმევაში ადანაშაულებს. უფრო მეტიც - ორივე მხარე, შიშობს, რომ სასამართლო ზეგვალენის ქვეშ მოექცა.
|
ნათია ლომიძე 17.02.2017
საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზარი ერთპიროვნულად ბანკების მხრიდან კონტროლდება. საბაკო სექტორის ინტერესებში სულაც არ შედის სხვა საფინანსო მიმართულების განვითარება, რომელიც მათ ღირსეულ კონკურენციას გაუწევს. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი შოთა გულბანი აცხადებს, რომ ბანკები საფონდო ბირჟის განვითარებას ხელოვნურად აფერხებენ. იგი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ ახალ რეფორმას საფონდო ბირჟასთან დაკავშირებით არადამაჯერებლად მიიჩნევს.
|
ეკატერინე ბასილაია 16.02.2017
პატრიარქის ან სხვა რომელიმე მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა არ იგეგმებოდა. დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალი "ერთ-ერთი პირის" მკვლელობის მომზადების ფაქტზე აქვს წარდგენილი და არაპატრიარქის, - აცხადებენ "რეზონანსთან" საუბრისას მთავარ პროკურატურაში და ამბობენ, რომ პროკურატურის განცხადება ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სასულიერო პირებმა და საზოგადოებამ არასწორად გაიგეს, რადგან მათ არსად უთქვამთ - პატრიარქი.
|