თამარ შუკვანი 25.10.2019
„ახალი საქართველოს" ლიდერის გიორგი ვაშაძის ინიციატივას, საკანონდებლო ორგანო ქუთაისს დაუბრუნდეს, უმრავლესობის დეპუტატი შოთა ხაბარელი კატეგორიულად ემიჯნება და აცხადებს, რომ ქუთაისში პარლამენტის არსებობა სახელმწიფოსთვის ფინანსური თვალსაზრისით წამგებიანია. „ნაციონალური მოძრაობის" წევრი მამუკა ჩიქოვანი კი მიიჩნევს, რომ ეს განსაკუთრებულ ფინანსურ რესურსს არ მოითხოვს და მსგავსი მიდგომა არასწორია.
|
თამარ შუკვანი 25.10.2019
„ერთია ძლიერი იყო საბანკო სისტემაში და ბიზნესში, მაგრამ შეუძლებელია ასევე ძლიერი იყო პოლიტიკაშიც. ეს განსხვავებული სფეროა. პოლიტიკაში წარმატებების მიღწევა უფრო ძნელია მისთვის (მამუკა ხაზარაძისთვის), ვიდრე ბიზნესში. ხელისუფლებაში ბიზნესიდან და ამ შემთხვევაში საბანკო სისტემიდან მოსული ადამიანების ნდობის ხარისხი არცისე მაღალია," - ამბობს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი იგორ კვესელავა ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე საუბრისას, რომ პოლიტიკურ პარტია „ლელოს" 12 დეკემბერს დააფუძნებს.
|
თამარ მუკბანიანი 25.10.2019
„ვენდის“ ქართულმა წარმომადგენლობამ საერთაშორისო “ვენდისაგან” კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა და წარმატებული ბიზნეს საქმიანობისათვის Golden Grill ჯილდო მიიღო. საერთაშორისო აღიარება "ვენდის" ქართულ რესტორნებს სწრაფი განვითარების ტემპების, რეკორდულად მზარდი გაყიდვების, სტუმრების ნაკადის დინამიკური ზრდის და მომხმარებლის ცნობიერებაში გემოვნური თვისებებით გამორჩეული საკვების ხარისხსა და უსაფრთხოებაზე ორიენტირებული ბრენდის იმიჯის დამკვიდრებისთვის ერგო.
|
ელზა პაპოშვილი 25.10.2019
კიდევ ერთი ტესტი, რომელიც შესაძლოა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ჩასაბარებელი გაუხდეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს და სთხოვს, რომ საბჭოს არამოსამართლე წევრს ანა დოლიძეს უფლებამოსილება შეუწყვიტოს. შესაბამისი მიმართვა საბჭოს წევრებს დიმიტრი გვრიტიშვილმა წარუდგინა.
|
თამთა ჩაჩანიძე 25.10.2019
მოსკოვის ცენტრში სასტუმრო „რიც-კარლტონთან"დაღესტნელები პროტესტის ნიშნად ირლანდიელი შერეული სტილის (ММА) მებრძოლ კონორ მაკგრეგორს მიუცვივდნენ, პროტესტის მიზეზი ტვიტერზე გამოქვეყნებული ვიდეო გახდა, სადაც მაკგრეგორი ასევე შერეული სტილის დაღესტნელ მებრძოლ ჰაბიბ ნურმაგომედოვს და საერთოდ დაღესტნელებს უხეშად აკრიტიკებდა, ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.
|
თამთა ჩაჩანიძე 25.10.2019
„იმ ხალხით, რასაც ხაზარაძე წარმოგვიდგენს და იმ შეხედულებების ძირითადი ნაწილი, რაც მათ აქვთ, ამ წუთისათვის მათ ვხედავ როგორც საინტერესოს, ყურადღების მისაქცევს," - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, მამუკა ხაზარაძის მოძრაობა „ლელოს", რომელიც მალე პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდება.
|
თამარ შუკვანი 25.10.2019
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გუბაზ სანიკიძისა და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაანონსებულ შეხვედრას ანალიტიკოსთა გარკვეული ნაწილი „ქართული ოცნების" წინააღმდეგ ერთგვარ გალაშქრებად აფასებს. რამაზ საყვარელიძის განცხადებით, „ძველი სურათის მეორდება" - ან ერთ მხარეს ირჩევ, ან მეორეს. ნიკა ჩიტაძე კი „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ თანამშრომლობა ორივე მხარის ინტერესშიაა.
|
თამარ მუკბანიანი 24.10.2019
საქართველოში წარმოებული და რეექსპორტზე გასული წამლები მეზობელ ქვეყნებში უფრო იაფია, ვიდრე თავად საქართველოში. ამ მიზეზით ხსნიან სპეციალისტები იმ ფაქტს, რომ ქვეყნიდან რეექსპორტის წილი 2018 წელთან შედარებით 40%-ით არის გაზრდილი. ასეთ მოცემულობას სპეციალური კვლევა სჭირდება, ხოლო ჩვენს ქვეყნაში უფრო მაღალი ფასის მიზეზი კი, სათანადო კანონმდებლობის არარსებობაა.
|
თამთა ჩაჩანიძე 24.10.2019
„შემთხვევით არ ხდება, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკაში ჩადის და ამ აქტიდან გამომდინარე, კიდევ ერთ ხელშეკრულებას ხელს აწერს, რომელიც კიდევ ერთხელ განამტკიცებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას, რომელიც ჩვენს ქვეყანას ევროატლანტიკურ უსაფრთხოების საქმეში, კიდევ უფრო წონიანს გახდის."-ასე აფასებს „რეზონანსთან" ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია სამხედრო უსაფრთხოების კუთხით, აშშ-ს წარმომადგენელტა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერ აქტს.
|
რეზონანსი 24.10.2019
მაგისტრალები, რომელთა მშენებლობაც წლების წინ უნდა დასრულებულიყო, საარჩევნოდ დაჩქარებული ტემპით კეთდება. ოფიციალურ მიზეზად საერთაშორისო დონორების მხრიდან ამ დროში გამოყოფილი გრანტი და სესხი სახელდება, თუმცა საზოგადოებას ახსოვს მიღებული კრედიტები, რომლის ათვისებას ინფრასტრუქტურის სამინისტროდან წლების განმავლობაში ვერ ხერხდებოდა. საარჩევნო წელს კი, როგორც ჩანს, გეგმა გადაჭარბებით შესრულდება.
|
რეზონანსი 24.10.2019
ეროვნული ბანკის მკვეთრი ნაბიჯების შემდეგ ლარმა თითქოს გამყარება დაიწყო. "ბლუმბერგის" სავაჭრო პლატფორმაზე 1 დოლარი 2.94-ის ფარგლებში ტრიალებს. მიუხედავად ამისა, ფინანსისტები დიდ ცვლილებას ჯერ არ ელოდებიან, რადგან ახლა წლის ყველაზე კრიზისული პერიოდია. სპეციალისტების აზრით, კურსის სტაბილურად გამყარებას 2020 წლის იანვრიდან უნდა ველოდოთ.
|
ელზა პაპოშვილი 24.10.2019
რუსეთის სურვილი შესრულებულია - 28 წლის იაროსლავ სუმბაევი საქართველოდან ექსტრადირებულია. 24 ოქტომბერს, დილის 11 საათისთვის, საქართველომ რუსეთს გადასცა საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი იაროსლავ სუმბაევი, რომელსაც რუსეთში კიბერდანაშაულსა და გამომძიებელი ევგენია შიშკინას მკვლელობასთან აკავშირებენ. ამის შესახებ ასევე, ინფორმაცია იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმაც დაადასტურა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|