ელზა პაპოშვილი
24.10.2019

 "კობაური საქართველოს წინააღმდეგ" - სმიტების ოჯახის გახმაურებული მკვლელობისთვის გასამართლებული მწყემსის საქმე სტრასბურში მიდის. მანამდე კი მალხაზ კობაურის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე საზოგადოებას პროცედურულ დეტალებს გააცნობს. ადვოკატი „რეზონანსთან" ამბობს, რომ ის მასალების შეგროვებას უკვე შეუდგა და სავარაუდოდ, საქმე ორი თვის განმავლობაში ევროპულ სასამართლოში უნდა წრადგინონ.

თამთა ჩაჩანიძე
24.10.2019

 თავდაცვის მიზნით ქართული მხარის მიერ სოფელ წნელისთან გაკეთებული ბლოკპოსტი და ამ ტერიტორიაზე ქართული უსაფრთხოების ძალების პატრულირება, რუსეთმა ამჯერადაც პროვოკაციის მიზნით სათავისოდ გამოიყენა, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. უშიშროების კომიტეტის განცხადებით, აღნიშნული ვითარება „საზღვარზე" მნიშვნელოვნად ზრდის სამხედრო საფრთხის რისკს და შესაძლოა, ეს ღია შეიარაღებული კონფლიქტის გამომწვევი მიზეზიც კი გახდეს.

ია აბულაშვილი
24.10.2019

 "ვისაც ეკა ბესელია დაუპირისპირდა, მერე ყველა აღმოჩნდა მეტნაკლებად გაწეული პოლიტიკური არენიდან. ალაბთ ეს იგულისხმა, რომ რა სირთულეებიც გაუჩინა ამა თუ იმ ფიგურამ ივანიშვილს, ივანიშვილი იძულებული გახდა ამ ფიგურებს დამშვიდობებოდა."- ასე ეხმაურება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე პარლამენტში იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის დროს ბესლაიასა და მათიკაშვილის დაპირისპირებას.

გვანცა წულაია
23.10.2019

 მთავრობა გიგანტური ჰესების მშენებლობას მიუბრუნდა. ხელისუფლებამ მცირე ზომის სადგურებთან ერთად, მსხვილი ჰესების მშენებლობის საკითხი წამოჭრა. ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ თუ დიდი ზომის ჰოდროელექტროსადგურები არ აშენდება, გაიზრდება ელექტროენერგიის ტარიფი. რაც ყველაზე მთავარია, ისევ დაისვა ხუდონჰესის მშენებლობის განახლების საკითხი, რაზეც მოსახლეობას უმწვავესი რეაქცია აქვს.

თამარ მუკბანიანი
23.10.2019

 ბოლო თვენახევრის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა, რეფინანსირების განაკვეთი ერთბაშად 2%-ით, 8.5%-მდე გაზარდა. მიზეზად, ლარის კურსზე და ინფლაციაზე წნეხის შემცირება სახელდება. ნახტომისებურად მომატებული განაკვეთი კი ეკონომიკურ ზრდასაც რომ შეანელებს, ეს უკვე თქვა ქვეყნის პრემიერმა. სფეროს სპეციალისტები კი მიიჩნევენ, რომ სებ-მა ცუდსა და უარესს შორის, ცუდი ვარიანტი არჩია. რადგან ეკონომიკური ზრდა საარჩევნო წელს, პირდაპირ არ აისახება მოსახლეობაზე, ლარის კურსისაგან განსხვავებით, ამიტომ არჩევანი კურსის გამყარებაზე შეჩერდა.

ელზა პაპოშვილი
23.10.2019

ვინ მოკლა  და რა ვითარებაში დაიღუპა 2018 წლის 6 ივლისს 18 წლის თორნიკე მერებაშვილი ჯერ კიდევ უცნობია. ოჯახმა სიმართლის დასადგენად ცხედრის ექსჰუმაცია მოახდინა და ხელახალი ექსპერტიზა ჩაატარა. ოჯახი  ახალ დასკვნას ასაჯაროებს და ამბობს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევამდე, ახალგაზრდა დაჭრილი იყო და 112-ში თავად დარეკა.  

ელზა პაპოშვილი
23.10.2019

 ამერიკის შეერთებული  შტატების კონგრესმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი გამოსცა. წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი, რომლის ინიციატორები დემოკრატი კონგრესმენი ჯერი კონოლი და რესპუბლიკელი ადამ კინზინგერი არიან.  მათ მიერ შემუშავებული დოკუმენტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს მიმართ ამერიკის მტკიცე, ორპარტიულ მხარდაჭერას, გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დამრღვევი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის.

თამთა ჩაჩანიძე
23.10.2019

 ცნობილი „კანონიერი ქურდი" ტარიელ ონიანი მეტსახელად „ტარო", რომელიც ევროპაში „რუსული მაფიის" მეთაურად არის მიჩნეული, რუსეთმა ესპენეთს გადასცა, სადაც მას სასამართლო და 8-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

ია აბულაშვილი
23.10.2019

 სასწაულმოქმედი ხატის, ანჩისხატის შექმნის ისტორია ქრისტიანობის ერთ-ერთ უძველეს კერას, ქალაქ ედესას უკავშირდება. გადმოცემის თანახმად, ედესის მთავარი უკურნებელმა სენმა შეიპყრო. ექიმებმა მისი გადარჩენის იმედი დაკარგეს, მაშინ მთავარმა შიკრიკი აფრინა იესო ქრისტესთან და მისწერა, რომ თუ ამ სნეულებისგან განკურნავდა მის ყოველ ნებას აღასრულებდა და მის სამეფოში მოსვენებით აცხოვრებდა. იესო ქრისტემ უარი შეუთვლა, რადგან თავისი დიდი საქმეები აღსასრულებელი ჰქონდა. მთავარმა კარის მხატვარი გააგზავნა, რათა ქრისტეს სახე დაეხატა და მისთვის ჩამოეტანა. ბევრი ეცადა მხატვარი, მაგრამ მაცხოვრის სახის ტილოზე გადატანა ვერ შეძლო, მაშინ იესომ ტილო გამოართვა, სახეზე მიიფარა და მასზე მისი სახე სასწაულებრივად აღიბეჭდა.

თამთა ჩაჩანიძე
23.10.2019

 „მაშინ, როდესაც კალაძე-ივანიშვილის სატაქსო მონოპოლიის შექმნის მცდელობისა და სატრანსპორტო პრობლემების გამო, მოსახლეობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამარა დარჩა,როდესაც ეს ტრანსპორტი მგზავრთა ნაკადს ვეღარ აუდის და ლამის ადამიანები ტრანსპორტს გარედან ეკიდებიან, ამის გამო სიხარულის გამოხატვა არაადამიანობა და სადიზმია," - ასე აფასებს „რეზონანსთან"ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებას.

ია აბულაშვილი
23.10.2019

 როგორც ისტორიკოსები ამბობენ, 1924 წლის აჯანაყება იყო ყველაზე მასშტაბური ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობის აღსადგენად და ყველაზე მასშტაბური საყოველთაო სახალხო შეიარაღებული გამოსვლა ბოლშევიკების წინააღმდეგ. რა მოვლენები უსწრებდა წინ აჯანყებას და როგორ დაიწყო მზადება ბრძოლისთვის, ამის შეხსენებით მკითხველს თავს არ შევაწყენთ, თუმცა რამდენიმე მოგონებას შევთავაზებთ 1924 წლის აჯანყების მეთაურის ქაქუცა ჩოლოყაშვილის საბრძოლო ისტორიიდან, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე დიდი პარტიზანულ რაზმს ხელმძღვანელობდა.

თამთა ჩაჩანიძე
23.10.2019

 ვლადიმირ პუტინი თავის გავლენის სფეროებში ცდილობს ამჯერად უკვე აფრიკაც მოაქციოს, მან საკურორტო ქალაქ სოჭში რუსეთ-აფრიკის სამიტზე განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა აფრიკის კონტინენტზე თავისი ყოფნა გაზარდოს და აფრიკასთან თანამშრომლობაში სხვა ქვყნებს კონკურენცია გაუწიოს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×