თამარ მუკბანიანი 24.07.2019
ლარის მასშტაბური გაუფასურების მიუხედავად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეროვნულმა ბანკმა უცვლელი დატოვა. კობა გვეტეაძეს არ უსაუბრია არც გაუფასურების მიზეზებზე და არც მოკლევადიან ანალიზზე. ცენტრალურ ბანკში, კომენტარი არც იმაზე გააკეთეს რუსეთის მხრიდან, უარყოფითი მოლოდინის შესუსტების მიუხედავად, რატომ უფასურდება ლარი კვლავ. შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის ცენტრალური ბანკი გასულია მომსახურების ზონიდან.
|
თამარ მუკბანიანი 24.07.2019
ერთიანი საბარათე სისტემა, ტრანსპორტის ფასის სავარაუდო მატება და რეგიონებიდან მხოლოდ თბილისის შემოსასვლელებამდე ჩამოყვანილი მგზავრები. ეს სიახლეები ელით მგზავრებს უახლოეს წელიწადნახევარში.
|
თამარ შუკვანი 24.07.2019
„უფრო მძაფრი იქნება დაპირისპირება, უფრო გამწვავდება და ვაითუ უფრო ცუდი შედეგებიც დადგეს, თუ აზერბაიჯანის მხარეს მკაცრად არ მოეთხოვა, რომ დატოვოს ჩვენი ტერიტორიები," - აცხადებს დავით გარეჯის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ილარიონი ვიდეომიმართვაში, სადაც ის დავით გარეჯში შექმნილ ვითარებაზე საუბრობს.
|
ია აბულაშვილი 24.07.2019
"რასაც ოქრუაშვილი ყვება, ეს არის აისბერგის წვერი. იგი გაცილებით უფრო მნიშვნელოვან ინფორმაციებს ფლობს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ. 2004-2007 წლებში ოქრუაშვილი იყო "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერშიფი, როგორც სააკაშვილი, ადეიშვილი, მერაბიშვილი, ბოკერია თუ სხვები, ამიტომ ოქრუაშვილის რანგის მოწმე დიდი ხანი აღარ გამოჩნდება; ის არის ოქროს მოწმე და ამ ხელისუფლების ადგილზე უსაფრთხო ადგილას გადავმალავდი," - აცხადებს "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა, ვისაც "რეზონანსი" მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებთი გაესაუბრა.
|
თამარ შუკვანი 24.07.2019
„ყველა ბიზნესმენი, ვინც კი ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა, რეპრესირებული აღმოჩნდა. ნებისმიერი ბიზნეს სუბიექტი, მითუმეტეს ისეთი სუბიექტი, რომელსაც გარკვეული პოლიტიკური ამბიციები გააჩნია, უცებ „დამნაშავე" აღმოჩდნება-ხოლმე," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი არჩილ გამზარიდია თიბისი ბანკის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალი წარდგენის შესახებ საუბრისას.
|
თამარ შუკვანი 24.07.2019
„ვფიქრობ, მთავარია საქმე ამოიწუროს და გაეცეს პასუხები იმ კითხვებს, რომელიც ამ საქმეში არსებობს," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გენერალური პროკურატურის მიერ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების თაობაზე დადგენილების გამოტანის შესახებ საუბრისას.
|
ეკატერინე ბასილაია 23.07.2019
|
ეკატერინე ბასილაია 23.07.2019
დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტში პირველ გამავრცელებლად შს სამინისტრომ ორი ადამიანი დაასახელა, ერთი სომხეთის ციხეში სასჯელს იხდის, მეორე - რუსეთის მოქალაქეა. ორივეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ.
|
მარი ჩიტაია 23.07.2019
ლარის არანორმალურად დაცემული კურსი უკვე ადგილობრივ წარმოებასაც პრობლემას უქმნის. სავალუტო კრიზისის გამო ბოლო თვეების განმავლობაში მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ საფრთხე აბსოლუტურად ყველა ბიზნესს შეეხო. ფაქტია, რომ ლარის რყევა არა მარტო იმპორტული პროდუქციის ფასსზრდის, არამედ ადგილობრივ წარმოებასაც უთხრის ძირს, რადგან ისიც უმეტესად იმპორტულ ნედლეულზეა დამოკიდებული.
|
რეზონანსი 23.07.2019
დაგროვებითი საპენსიო სისტემა 63%-მა დატოვა. საუბარია, 40 წელს გადაცილებულ იმ 200 ათას ადამიანზე, რომელიც ახალ სქემაში გაწევრიანდა, მაგრამ მათ სისტემის დატოვება უპრობლემოდ შეეძლოთ. საპენსიო სააგენტოში ,,რეზონანსს” განუცხადეს რომ მათ დეტალური მონაცემები არ გააჩნდათ, თუ რამდენი 40 წელს გადაცილებული ადამიანი მონაწილეობს რეფორმაში, თუმცა 1-ელ აპრილს მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია საწინააღდეგოზე მეტყველებს.
|
თამარ შუკვანი 23.07.2019
„ის, რომ აშშ-ს, ჩვენ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, საქართველოში დღემდე ელჩი არ ჰყავს, ცუდი ფაქტია, რადგან ეს ორი ქვეყნის ურთიერთობაში დღის წესრიგში არსებულ ძალიან ბევრ საკითხს აჩერებს," - აცხადებს „რეზონანსთან" „საქართველოს ატლანტიკური საბჭოს" ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია საქართველოში აშშ-ის ელჩის დღემდე არდანიშვნის შესახებ საუბრისას.
|
მარი ჩიტაია 23.07.2019
რუსეთში ქართული პროდუქტის ექსპორტი ნელ-ნელა იზღუდება. ეს პროცესი უკვე დაიწყო. ერთი შეხედვით, ემბარგო არ მოქმედებს, მაგრამ ექსპორტიორებს პრობლემა ექმნებათ. ამ ეტაპზე ქართული ატამი და ვაშლატამა დაიბლოკა, ცოტა ადრე ვითომდა ფალსიფიცირებული ღვინოები ,,აღმოაჩინეს" და გაყიდვიდან ამოიღეს. შეზღუდეს ნედლეულის იმპორტიც, ლარსის გამშვებ პუნქტთან ისევ უზარმაზარი რიგია. მოკლედ, ყველაფერი კეთდება, რომ ქართული ბიზნესი შეავიწროვონ. ამ დროს მოსკოვში აცხადებენ, რომ ემბარგო სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს არ შეეხება.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|