თამარ შუკვანი 30.07.2019
აქცია „გააღვიძე ოლიგარქის" მონაწილეები დაკითხვაზე დაიბარეს, რაც შეკვეთილში პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის საჩივრის საფუძველზე მოხდა. სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს ივანიშვილის რეზიდენციასთან ხმაურის კანონის დარღვევას ედავებიან, თუმცა იურისტი ლევან ალაფიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ არსებობს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ამიტომაც ამ საკითხზე მსჯელობისას ეს კანონდებლობა გათვალისწინებული უნდა იყოს.
|
ტატა შოშიაშვილი 30.07.2019
„კანონისმიერი ვადები იმისა, თუ როდის უნდა დაიწყოს და დასრულდეს გასაუბრებები, არ არის, ამიტომ ისინიც ბოროტად სარგებლობენ ამით. ეჭვი მაქვს, რომ ეს პერიოდი გამოყენებული იქნება ინტენსიური მოლაპარაკებებისთვის, თუ ვინ გაიყვანონ და ვინ - არა, რაც შეიძლება, რომ ხელისუფლებას აწყობდეს",- ასე შეაფასა იურისტმა და უფლებადამცველმა ლია მუხაშავრიამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრ დიმიტრი გვრიტიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი რაღაც ეტაპზე შეწყდეს და სექტემბერში გაგრძელდეს, რადგან საშვებულებო პერიოდია.
|
თამარ შუკვანი 30.07.2019
„როგორ შეიძლება გადასცენ ეს ტერიტორია... ვინ აცხადებს ამას? როგორც ჩანს, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სიმშვიდე არ იყოს და ტემპერატურა აიწიოს. სწორედ აქეთკენ მიდის ერთგვარი მეცადინეობა. სხვა როგორ წარმოუდგენია ვინმეს, რომ ეს ტერიტორია აზერბაიჯანს გადაეცეს?" - აცხადებს „რეზონანსთან" საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია დავით გარეჯში არსებულ მოვლენების შესახებ საუბრისას.
|
ტატა შოშიაშვილი 30.07.2019
სოხუმში გასული საუკუნის 30-იან წლებში აშენებული და 1985 წელს ხანძრის შედეგად განადგურებული სასტუმროს კომპლექს, „აფხაზეთის" გარემონტება დაიწყეს. ამჟამად ტურისტული კომპანია „ინტურისტი"შენობის მხოლოდ ერთი ნაწილს აახლებს. გადაწყვეტილია, რომ პირველ რიგში სასტუმროს შენობაში პირველ სართულზე გაიხსნას განლაგებული კაფე, რომელსაც სასტუმროს მსგავსად, „აფხაზეთი" დაერქმევა. ამის შესახებ „სპუტნიკ-აფხაზია" იუწყება.
|
ეკატერინე ბასილაია 29.07.2019
„ამ ხელისუფლებას რეპრესიების თავიც არ აქვს, რაღაც ძალიან ტრაგიკომიკურად გამოსდით ყველაფერი. ცდილობენ მაგარ ბიჭობანა ითამაშონ, მაგრამ საბოლოო ჯამში ასეთი თამაშები ძალიან ძვირი ჯდება...
"ხელისუფლება თავს გრძნობს ოპოზიციის ოპოზიციაში და პასუხისმგებლობას ყველაფერზე იხსნის, ლარის კურსზე, ყველაფერზე. ყველაფერს აბრალებს ოპოზიციას. ამ ხელისუფლებას ხელისუფლება ძალიან პირობითად შეიძლება ეწოდოს".
|
თეო გუდავაძე 29.07.2019
ტურისტების შემცირებამ არა მხოლოდ სასტუმროებს, არამედ საკურორტო ზონებში არსებულ სარესტორნო ბიზნესსაც შეუშალა ხელი. ტურისტულ ადგილებში მდებარე კაფე-ბარები თითქმის ვეღარ მუშაობენ. დაკეტილია სწრაფი კვების ობიექტებიც კი. ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობას ჯერჯერობით ზუსტი პროცენტული მაჩვენებელი არ აქვს თუ რამდენი პროცენტით იკლო ტურისტების რაოდენობამ, თუმცა სახეზეა გაკოტრების პირას მყოფი ობიექტები.
|
თამარ მუკბანიანი 29.07.2019
ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულებისა და თავისუფალი რეჟიმის მიუხედავად, საქართველოს საექსპორტო წილი შენგენის ბაზარზე თითქმის ვერ გაიზარდა. სრული ექსპორტის მოცულობა წლიდან წლამდე სწორედ იმ ტემპით იზრდება, რაც ხელშეკურულების ამოქმედებამდე იყო. სპეციალისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ჩვენი მთავარი პრობლემა არა ბაზრები, არამედ პროდუქტებია, რაც უნდა გავიტანოთ.
|
თამარ მუკბანიანი 29.07.2019
პირველადი მოხმარების საგნებზე, მედიკამენტებსა და საწვავზე, ასევე ჰიგიენურ საშუალებებზე 2018 წლის ზაფხულთან შედარებით ფასები მინიმუმ 20%-ით გაზრდილი. მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციის მაჩვენებელი მთელი წლის განმავლობაში დაგეგმილ ნიშნულს ფაქტობრივად არ გადასცდენია, ფაქტია რომ საქართველოში ოფიციალურ მაჩვენებელს ილუზიური ეფექტი აქვს.
|
თეო გუდავაძე 29.07.2019
ბიზნეს სექტორი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს. ქვეყნის გავლენიან ბიზნესმენებს მიაჩნიათ, რომ კობა გვენეტაძემ ან სასწრაფოდ უნდა წარადგინოს ლარის გამყარების გეგმა, ან თანამდებობიდან უნდა წავიდეს. ნაწილი კი მისგან გეგმის წარდგენასაც დაგვიანებულად მიიჩნევს და თვლის, რომ თანანმდებობის დატოვების გარდა, სხვა ალტერნატივა აღარც არსებობს.
|
ია აბულაშვილი 29.07.2019
"ლევან ვასაძის ცხელ თავში რა წარმოიშვება, ამის ანალიზი გამიჭირდება, თუცმა, ფაქტია, რომ ეს ადამიანი დროშია აცდენილი. ეტყობა დაავაწყდა, რომ საქართველოში ცხოვრობს, სადაც მედიის თავისუფლება უკვე დამკვიდრებულია" - ასე ეხმაურება უფლებადამცველი ლია მუხაშავრია ბიზნესმენ ლევან ვასაძის მიმართვას ბიძინა ივანიშვილისადმი.
|
ეკატერინე ბასილაია 29.07.2019
გრიგორი კარასინი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას ტოვებს, ასაკის გამო. რუსი დიპლომატი 23 აგვისტოს 70 წლის ხდება. მის შემცვლელად კი სამი კანდიდატურა სახელდება და როგორც რუსული „კომერსანტი" წერს, მთავარი კანდიდატი ივან ვოლინკინია, რომელიც რუსეთის საგარეო უწყებაში საკონსულო დეპარტამენტის დირექტორია და რომელიც 2007 წელს საქართველოდან გააძევეს 2 რუს დიპლომატთან ერთად, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის ბრალდებით.
|
ია აბულაშვილი 29.07.2019
"ხელისუფლებას მყარი არგუმენტები სჭირდება, რათა საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ამ პროცესში არ არის პოლიტიკური ნაწილი და სამართლებრივი პროცესი მიმდინარეობს".
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|