თამარ მუკბანიანი 01.08.2019
სამ მილიონამდე გადასახადის დამალვისთვის საგამოძიებო სამსახურმა ,,ფრეგოს” ორი ხელმძღვანელი პირი ციხეში გაგზავნა. კომპანია, რომელიც ,,ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში გაიხსნა და გაძლიერდა, ბოლო ორი წლის განმავლობაში ფინანსურ პრობლემებზე საუბრობდა და ოპტიმიზაციაც განახორციელა. ანალიტიკოსების თქმით, უნცაურია რომ სახელმწიფომ ამ მასშტაბის ზარალის მიღება დაუშვა და აქამდე არფერი მოიმოქმედა.
|
თამთა ჩაჩანიძე 01.08.2019
რუსეთის დუმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტის მიმართვას უახლოეს დღეებში განიხილავს, ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მიმართვა ცხინვალის ე.წ. პარლამენტმა რუსეთის დუმას ათი დღის წინ გაუგზავნა, რომელიც, მათივე თქმით, 1920 წელს საქართველოს მიერ „სამხრეთ ოსეთში" მცხოვრებთა გენოციდს ეხება.
|
ელზა პაპოშვილი 01.08.2019
შემოდგომიდან საქართველოში შესაძლოა ორი ახალი მედია საშუალება გაიხსნას. ამის შესახებ უკვე დაანონსებულია და ცნობილია მათი დამფუძნებლები ვინ იქნებიან. თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ტელეკომპანიას ხსნის. ამის შესახებ განცხადება, კეზერაშვილმა "ფეისბუქზე" განაცხადა. მისი თქმით, ბოლო პერიოდში საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა, განაპირობა მისი გადაწყვეტილება საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის შესახებ.
|
რეზონანსი 01.08.2019

წინა კვირის უმნიშვნელოვანეს საინფორმაციო ამბად უნდა ჩაითვალოს ევრონიუსსა და სილქნეტს შორის გაფორმებული მემორანდუმი „ევრონიუს საქართველოს“ დაფუძნებაზე. „ევრონიუს საქართველო“ იქნება ახალი ქართულენოვანი არხი და ციფრული პლატფორმა.
|
თამთა ჩაჩანიძე 01.08.2019
ამერიკის სენატი გაზსადენ "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის წინააღმდეგ სანქციებზე მსჯელობს, გუშინ სანქციების შემოღებას სენატის საგარეო კომიტეტმა მხარი დაუჭირა და, დიდი ალბათობით, საბოლოოდ ისინი მაინც ამოქმედდება.
|
თამთა ჩაჩანიძე 01.08.2019
"სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელს ზვიად კუპრავას 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, გადაწყვეტილება მოსამართლემ დღეს დილით გამოაცხადა. კუპრავას ბრალი სასამართლოს უპატივცემულობაში ედება.
|
თამთა ჩაჩანიძე 01.08.2019
ლარის კატასტროფული გაუფასურება ისევ საზოგადოების მსჯელობის მთავარი თემაა. პოლიტიკური ძალები, როგორც მთავრობა ასევე ოპოზიცია, გაუფასურებას ერთმანეთს აბრალებს.
|
თამარ მუკბანიანი 31.07.2019
ლარის გამყარება უკვე დღეიდან დაიწყება და საშუალო ვადაში 2.80-ის ფარგლებში ნიშნულზე დასტაბილურდება. ასეთია ქვეყნის ორი უმსხვილესი ბანკის პროგნოზი. ასეთ თამამ პროგნოზს ეჭვის თვალით უყურებენ დამოუკიდებელი ექსპერტები, თუმცა ლარი რომ აუცილებლად გამყარებას დაიწყებს, ამას ცალსახად ადასტურებენ.
|
ია აბულაშვილი 31.07.2019
"2020 წელს საქართველოში მნიშვნელოვანი არჩევნები ტარდება და ჩვენი პარტნიორების ამოცანაა, რომ ამ პოლარიზაციის ფონზე არ მოხდეს სერიოზული დაპირისპირება და პროცესები არ გასცდეს კონსტიტუციურ ჩარჩოებს.
|
თამარ მუკბანიანი 31.07.2019
ადგილობრივი წარმოების პროდუქციამ გაძვირება უკვე დაიწყო. ლარის გაუფასურება სულ მალე ქათამსა და კვერცხზე აისახება და 5 თეთრით გააძვირებს პროდუქციას. სფეროს წარმომადგენლები და სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ სხვა ადგილობრივი პროდუქტებიც გაძვირდება და ფასები კიდევ უფრო მოიმატებს.
|
თამთა ჩაჩანიძე 31.07.2019
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, 2019 წლის ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული ზოგადი უნარების ტესტების შედეგები გამოაქვეყნა. ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ აღნიშნა, რომ გამოქვეყნებული ზოგადი უნარების შედეგების მიხედვით აბიტურიენტების 12.9%-მა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა, მისივე ინფორმაციით, ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება ოთხშაბათს დილით დაიწყო და მომდევნო კვირის ბოლოს დასრულდება.
|
ნინა გარდაფხაძე 31.07.2019
ლარის უპრეცენდენტო გაუფასურების მიუხედავად, ეკონომიკა 5%-ით გაიზარდა. ასეთია ოფიციალური მონაცემი, რომელსაც "საქსტატი" აქვეყნებს, რამაც სპეციალისტთა ნაწილში ეჭვი გააჩინა. ხომ არ ცდილობს ვალუტის გაუფასურებით ხელისუფლება ეკონომიკის სტიმულირებას და მშპ-ს ლარში გაზრდას?
|