თამთა ჩაჩანიძე
27.07.2019

 ბოლო პერიოდში დედამიწაზე კლიმატი მკვეთრად იცვლება - ყოველ ზაფხულს ტემპერატურა უფრო და უფრო იმატებს, ამჯერადაც, ევროპაში ანომალიური სიცხეებია, რასაც ადამიანების სიციოცხლეც კი შეეწირა. გაუსაძლისი სიცხეების გამო ცოცხალი ორგანიზმების ნორმალური არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, რაც გლობალური დათბობის გამო ხდება.

ეკატერინე ბასილაია
26.07.2019

 „თიბისი ბანკის" დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს გირაოს სახით 700-700 ათასი ლარი შეეფარდათ და ამასთან საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვება აეკრძალათ. პლუს, ხაზარაძე და ჯაფარიძე ჩამოშორდნენ თი-ბი-სი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს და ასევე თქვეს, რომ ანაკლიის მმართველობიდანაც წავლენ, რომ პროექტი ჩაგდებისაგან დაიცვან.

თამთა ჩაჩანიძე
26.07.2019

 „სირიაში ავიაიერიშების შედეგად, ბოლო 10 დღის განმავლობაში სულ 103 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, რომელთაგან 26 არასრულწლოვანია," - ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა მიშელ ბაჩელეტმა განაცხადა.

თამარ შუკვანი
26.07.2019

 „თურქეთისა და აშშ-ს ურთიერთობა შესაძლოა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი. აქ უკვე თურქეთის თამაში ევრაზიული მიმართულებით ამერიკელებისთვის კრიტიკულად საშიში ხდება," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია თურქეთის მუქარაზე საუბრისას, რომ თუ აშშ თურქეთს ეფ-35 ტიპის თვითმფრინავების მიყიდვაზე უარს ეტყვის, ანკარა საბრძოლო თვითმფრინავების მისაღებად სხვა გზას მონახავს.

თამთა ჩაჩანიძე
26.07.2019

 ბრიტანეთის მედიის მარეგულირებელმა კომისიამ Ofcom-მა კრემლის რუსული სახელმწიფო ტელეარხი RT, ყოფილი „რაშა თუდეი", 200 ათასი გირვანქა სტერლინგით მაუწყებლობის წესების უხეში დარღვევის გამო დააჯარიმა.

ია აბულაშვილი
26.07.2019

 "ძალიან სახიფათო არის ერთი მომენტი და ამაზე უნდა ილაპარკოს დღეს ყველამ - არ ჩაიშალოს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პროცესი, რადგან აშკარაა, რომ ამ მოვლენებით ყურადღების გადატანა ხდება და არ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, რაც ყველაზე ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი იქნება" - აცხადებს პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, ვისაც "რეზონანსი" მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გაესაუბრა.

ეკატერინე ბასილაია
26.07.2019

 "ივანიშვილი დაიჭერს ყველას, ვისი დაჭერაც შეიძლება. გასაგებია, წავიდა რეპრესიების გზაზე, რომ გაათავისუფლოს სივრცე. 20% რომ გაქვს მხარდაჭერა, როგორც ჩანს, უკვე ასე იქცევი. როცა აგებ, მიდიხარ რეპრესიებზე... ივანიშვილს ჯიბეში უდევს საქართველოს სახელმწიფო, რომელიც მის ხუშტურებს ასრულებს..."- აცხადებს „რესპუბლიკელი" ლევან ბერძენიშვილი.

თამარ შუკვანი
26.07.2019

 ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რამდენიმე პარტნიორთან ერთად, ახალი ტელევიზიის შექმნას გეგმავს. გვარამია აცხადებს, რომ მთავარი დასაყრდენი მისი გუნდი იქნება, თუმცა ყოფილი გენერალური დირექტორის თანაგუნდელების მხრიდან ამ ეტაპზე დუმილია.

თამთა ჩაჩანიძე
26.07.2019

 ჭალადიდის ჰესის ბეტონის კონსტრუქციები მდინარის ხეობაშია ჩახერგილი, ბეტონის ნარჩენებით მდინარის გადაკეტვამ კი შეიძლება წყალი ისევ დააგუბოს და სვანეთის მოსახლეობა კიდევ ერთი საფრთხის წინაშე დააყენოს.

ია აბულაშვილი
26.07.2019

 "კონსტიტუციით უფლება აქვთ 48 საათი დააკავონ, ალბათ ათქმევინებენ რაც იცის და გამოუშვებენ, შეიძლება სამაჯურიც არ დასჭირდეს. ვის სჭირდება ახლა, ოქრუაშვილის დაკავებას დაედოს პოლიტიკური სარჩული?!" - ასე ეხმაურება უფლებადამცველი ლია მუხაშავრია თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას.

თამარ შუკვანი
25.07.2019

 უკრაინამ ხუთშაბათს ქვეყნის ერთ-ერთ საზღვაო პორტში რუსული გემი დააკავა, რომელიც, კიევის მტკიცებით, ნოემბერში რუსეთის მიერ სამი უკრაინული ხომალდის დაკავებაში მონაწილეობდა.

ეკატერინე ბასილაია
25.07.2019

 20-21 ივნისს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით შს სამინისტრომ ირაკლი ოქრუაშვილი დააკავა, ის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდება კი 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×