თამარ შუკვანი 29.07.2019
2019 წლის პირველ ნახევარში მოსკოვმა თითქმის 45 ათას უკრაინელს მიანიჭა რუსეთის მოქალაქეობა. ამავე პერიოდში რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება 30.772 უკრაინელზე ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ, 29 ათასზე მეტს კი, - დროებითი ბინადრობის ნებართვა მიეცა. ამის შესახებ „რადიო თავისუფლება" იუწყება.
|
თამარ შუკვანი 29.07.2019
პირველად საქართველოს აშშ-ის საზღვაო ძალების საპატრულო ავიახომალდი „P-8 პოსეიდონი" ეწვია. ავიახომალდის ეფექტურობასა და მნიშვნელობაზე საუბრობს ჟურნალ „არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი, რომელმაც „რეზონანსს" განუცხადა, რომ „პოსეიდონს" შეუძლია გააკონტროლოს მთელი შავი ზღვის აკვატორია და საქართველოს, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების, სანაპირო ზოლი.
|
თამთა ჩაჩანიძე 29.07.2019
უკრაინის ცესკომ, საქართველოს ექსპრეზიდენტის და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის პარტიას "ახალ ძალთა მოძრაობას" ფინანსური დართვევები აღმოუჩინა, ცესკოს ინფორმაციით, დარღვევები პოლიტიკური პატიის საარჩევნო ფონდებში ფულადი სახსრების ჩარიცხვებსა და მოხმარებასთან დაკავშირებით იკვეთება.
|
ეკატერინე ბასილაია 28.07.2019
ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონში, უკვე 400-ზე მეტმა ადამიანმა, რომლებიც აქამდე ქართველებად ითვლებოდნენ, „ძირძველი აფხაზურ გვარი დაიბრუნეს" და აფხაზებად ჩაეწერნენ. ამის შესახებ განცხადება ორგანიზაცია „სამურზაყანოელ აფხაზთა საბჭოს" თავმჯდომარის მოადგილემ, ედიშერ ზუხბამ გააკეთა.
|
ეკატერინე ბასილაია 28.07.2019
"ხელისუფლება ყოველთვის ლოგიკურად არ იქცევა, ყოველ შემთხევაში, მინიმუმ ძალოვანი სტრუქტურები და ამიტომ არ მიკვირს ასეთი გაუგებრობები... დიდი ჭკუის მოლოდინი მათგან მაინც არ მაქვს...
|
ია აბულაშვილი 28.07.2019
ანაკლიის პორტის აშენების აუცილებლობასთან დაკავშირებით პოლემიკა არ წყდება. როგორც ამ დარგის სპეციალისტები ამბობენ, პორტის მშენებლობის იდეა, რომელსაც 30-წლიანი ისტორია აქვს, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში გაჩნდა. პირველი პროექტი 2001 წელს ინჟინერ სპარტაკ ერაგიას ავტორობით შეიქმნა, მაგრამ მაშინდელი ხელისუფლება ანაკლიის პორტის მშენებლობით არ იყო დაინტერესებული, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ყველა მოქმედი პორტი ბათუმში, ფოთში, ყულევში და სუფსაში, ვერ შეძლებდა იმდენი ტვირთის გატარებას, რამდენსაც ანაკლიის პორტი.
|
ია აბულაშვილი 28.07.2019
"ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით წარდგენილ ბრალში კანონიერებას ვერ ვხედავ და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში ისინი იქნებიან გამართლებულნი და ყველაფერს წერტილი დაესმევა.
|
თამარ შუკვანი 27.07.2019
მოსკოვში გამართული საპროტესტო აქცია დემონსტრატებსა და პოლიციას შორის შეტაკებით დასრულდა. 27 ივლისს აქციის დაშლა ძალის გამოყენებით მოხდა, რის შედეგადაც ასობით ადამიანი დააკავეს და არიან ასევე დაშავებულებიც. დაკავებულთა შორის ის კანდიდატებიც არიან, რომელთაც მერიის საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობაზე უარი უთხრეს.
|
ტატა შოშიაშვილი 27.07.2019
„საერთაშორისო ფრენებს ვერ განახორციელებენ, რადგან ამას ესაჭიროება საქართველოს თანხმობა. რუსეთი ამას მხოლოდ თავისი ხაზებისთვის აკეთებს. ყოფილ საბჭოთა კავშირში შემავალ ქვეყნებს შორის ყველას ეკრძალება სოხუმის აეროპორტში ფრენა.
|
თამარ შუკვანი 27.07.2019
„როგორც კი საქართველოს პასპორტს დაინახავენ, რაღაცაში უკვე ეჭვმიტანილი ხარ. მსგავსი შემთხვევები შეინიშნება უკვე იმ ქვეყნებშიც, სადაც უვიზო მიმოსვლა გვაქვს, მაგალითად ავსტრიასა და გერმანიაში. შენთან ერთად არიან ერაყიდან, თურქეთიდან, სირიიდან, თუმცა, ამ დროს შენი პასპორტის გამო შენ გამოგარჩევენ, რაც თავს დისკრიმინაციულად გაგრძნობინებს," - აცხადებს „რეზონანსთან" „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დირექტორი კორნელი კაკაჩია ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრისას.
|
ტატა შოშიაშვილი 27.07.2019
„ეფ-35 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავის პროგრამა დიდი ხანია დაიწყო და მასში თურქეთიც მონაწილეობს. თუმცა, ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, უკვე შეწყდა თურქეთის მონაწილეობა ამ პროგრამაში.
|
ია აბულაშვილი 27.07.2019
"თუ ახალი ტელევიზია შეიქმნება ძალიან კარგი. "რუსთავი 2"-ს უკვე იმდენი მეპატრონე გამოუჩნდა, რომ მალე გინესის წიგნში შევა"- ასე ეხმაურება კინორეჟისორი გოგი თორაძე ინფომაციას იმის თაოაბაზე, რომ ნიკა გვარამია ახალი ტელევიზიის გახსნას აპირებს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|