თამარ შუკვანი
18.07.2019

 „გვარამია საუბრობს თავის შრომით კონტრაქტზე კომპანიასთან. მესაკუთრეები შეიცვალნენ და ვინც ის დანიშნა, ისინი მესაკუთრეები აღარ არიან. ახლა მესაკუთრე ქიბარ ხალვაშია, რომელსაც, როგორც მესაკუთრეს, უფლება აქვს სამსახურიდან კომპანიის გენერალური დირექტორი გაათავისუფლოს," - აცხადებს „რეზონანსთან" უფლებადამცველი და იურისტი ლია მუხაშავრია „რუსთავი 2"-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის.

ია აბულაშვილი
18.07.2019

 "მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლებასა და "რუსთვი 2"-ის ადმინისტრაციას შორის უკვე არის შეთანხმება. "რუსთვი 2" გააგრძელებს მაუწყებლობას მესამე არხზე და არც გვარამია დაკარგავს თავის ბიზნესს. ქიბარ ხალვაშს დაუბრუნდება ტელეკომპანია, მაგრამ ალბათ მალე ესეც შეიცვლება და სხვა მფლობელი ეყოლება" - ასე ეხმაურება "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასმართლოს გადაწყვეტილებას.

თამარ შუკვანი
18.07.2019

 „ვინმეს მოსწონს თუ არა, გადაწყვეტილება მიღებულია. ახლა მისი ეჭვქვეშ დაყენება უკვე პრო კი არა, ანტი-დასავლურ განწყობებს შექმნის," - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „რუსთავი 2"-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის.

თამთა ჩაჩანიძე
18.07.2019

 „ქიბარ ხალვაშს უკვე შეუძლია დაიწყოს თავისი საკუთრების გადმოფორმების პროცესი"- ასეთია "ქართული ოცნებისა" და პარლამენტის წევრის ალექსანდრე (ნუკრი) ქანთარიას კომენტარი სტრანსბურგის სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის საქმეზე გამოტანილ განაჩენზე.

თამარ შუკვანი
18.07.2019

 „რუსთავი 2"-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი. მან ფეისბუქში ვიდეო მიმართვა გაავრცელა:

თამთა ჩაჩანიძე
18.07.2019

 "რუსთავი 2"-ის ამჟამინდელ ხელმძღვანელობასა და ქიბარ ხალვაშ შორის სასამართლო დაპირისპირების ეპოპეა ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა - ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს მიერ ახლახან მიღებული გადაწყვეტილებით ტელეკომპანია "რუსთავი 2" ფაქტობრივად ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

ეკატერინე ბასილაია
17.07.2019

  

20-21 ივნისის აქციის დარბევიდან 27 დღე გავიდა და გამოძიების პროცესში ბრალდებულების თანაფარდობა უკვე ასეთია: 12 მომიტინგე 2 პოლიციელის წინააღმდეგ. დაკავებები ისევ გაგრძელდება, ამას შს სამინისტროც აანონსებს, რომელიც აცხადებს, რომ უწყება აგრძელებს დანაშაულში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირებას და მტკიცებულებების მოპოვებისთანავე გაგრძელდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

ეკატერინე ბასილაია
17.07.2019

 „კიდევ უფრო მაგარი კაცია გახარია", „გახარიას გადადგომა დღეს იქნებოდა სამშობლოს ღალატი, პირდაპირი მნიშვნელობით".... - ამ სიტყვებით შეაფასა შს მინისტრი „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა და დაადასტურა, რომ გახარია არსად არ წავა და რომ, ამ ძალოვანი მინისტრის შენარჩუნება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

თამარ მუკბანიანი
17.07.2019

 რამდენი დამტვრეული და მეორადი ავტომობილი შემოდის საქართველოში, ოფიციალურად არ აღირიცხება. არაოფიციალური მონაცემებით და საავტომობილო სფეროში მომუშავე ადამიანების დაკვირვებით კი, თითქმის ყველა მანქანა, რომელიც ამერიკიდან და ევროპიდან იგზავნება ნაავარიები ან ექსპლუატაციის ვადაგასულია. რაც დრო გადის ამ მხრივ ვითარება უარესდება და ქვეყანაში სულ უფრო დაზიანებული ავტომობილები შემოდის.

მარი ჩიტაია
17.07.2019

 რუსეთზე მიბმული საქართველოს ეკონომიკა ჩრდილოელი მეზობლისთვის მუდმივად პოლიტიკური მანიპულირების იარაღია. მიუხედავად იმისა, რომ ეს რისკი დღეს ყველას აქვს გაცნობიერებული, რუსეთზე დამოკიდებულების მასშტაბები კვლავ მაღალია და საბოლოოდ შეიძლება ცუდი შედეგით დასრულდეს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ქვეყნის წამყვანი დარგები "გატენილია" რუსული კომპანიებით.

მარი ჩიტაია
17.07.2019

 საქართველოში შაქარი მიზანმიმართულად ძვირდება. ყველა პირობაა იმისთვის, რომ პროდუქტი გაიაფდეს, მაგრამ საცალო ქსელებში ის კვლავ მაღალი მოგებით იყიდება. დღეს დახლებზე 1,60 ლარზე იაფად 1 კგ შაქარს ვერსად ნახავთ, როცა მსოფლიო ბაზარზე მისი თვითღირებულება 83 თეთრს არ აჭარბებს. ლარის გაუფასურების მოტივით იმპორტიორები ფასს შეგნებულად ზრდიან, ამ დროს საერთაშორისო ბირჟებზე თეთრი შაქრის ღირებულება 12-წლიან მინიმუმზეა.

ია აბულაშვილი
17.07.2019

 "ბიძინა ივანიშვილის მესიჯბოქსი არის უცვლელი და არც ცდილობს გადახედვას. იმედი აქვს, ვიდრე ეს მესიჯბოქსები მუშაობს, რიტორიკა არ უნდა შეცვალოს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×