თამარ შუკვანი
13.07.2019

 „ეს უპასუხისმგებლო გამოსვლა იყო დროში და ფორმატში. ამხელა დროის გასვლის შემდეგ, გახარიას აზრად არ მოსვლია მომხდართან დაკავშირებით წუხილი გამოეხატა, ან ბოდიში მოეხადა იმათთვის, ვინც სრულიად უდანაშაულოდ აღმოჩნდა ამ დარბევის მსხვერპლი.

ტატა შოშიაშვილი
13.07.2019

 „აშშ-ის სტრატეგიული მოკავშირე დღეს დიდი ბრიტანეთია, ამიტომ მათი ანგლო-საქსური ბლოკი, ცდილობს, რომ ირანის ბირთვული პროექტის განვითარება შეაფერხოს. ბრიტანეთმა სრული სოლიდარობა გამოხატა ტრამპის პოზიციის მიმართ და ამერიკას აღუთქვა დახმარება (ირანის წინააღმდეგ)...

ელზა პაპოშვილი
12.07.2019

შს მინისტრ გიორგი გახარიას მიერ "ტვ პირველის" ეთერში გაკეთებულ განცხადებებს პოლიტიკური ძალები დიამეტრულად აფასებენ. მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ მინისტრმა იმაზე ისაუბრა, რაც ყველამ ისედაც კარგად ნახა ტელევიზიით, ოპოზიცია კი აცხადებს, რომ რაც გახარიამ ილაპარაკა ყველაფერი ტყუილი იყო.

გახარიას მიერ გაკეთებულ განცხადებებს, „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგა ბოკერია სიცრუეს უწოდებს. აცხადებს, რომ მინისტრმა "პრაქტიკულად ყველაფერი მოიტყუა". 

ია აბულაშვილი
12.07.2019

 "არ გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია შეჯერებულ ვარინტზე შეთანხმდნენ, თუცმა "ოცნებას" აქვს იმის რესურსი, რომ ეს პროექტი დამოუკიდებლად გაიტანოს," - ასე ეხმაურება კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი ექსპერტთა მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტმაზე გაადსვლის პროცესი შეიძლება ჩაიშალოს, რადგან ვერ მოხდეს შეთანხმება ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის.

ია აბულაშვილი
12.07.2019

 "ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს საქართველოში არის პროპორციულ საარჩევნო სისტამზე გადასვლა, რადგან ექსტრემისტული ძალები ცდილობენ, რომ პროცესი ჩაიშალოს. 27 წელია აქვთ სასათბურე პირობები, ტელევიზიები მათია, ბიზნესმენები მათ აფინანსებენ, სახელმწიფო აპარატი მათთვის აყალებებს არჩევნებს. ახლა სრულ ისტერიკაში არიან, იციან, რომ არჩევნებს წააგებენ" - აცხადებს "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა.

ელზა პაპოშვილი
12.07.2019

არ აპირებს გადადგომას, რადგანაც ახლა თანამდებობიდან წასვლა ყველაზე ადვილი გამოსავალია - ესაა გიორგი გახარიას პოზიცია, თანამდებობის  დატოვებასთან  დაკავშირებით, რომელიც მან გადაცემა „რეაქციაში“ ინტერვიუს დროს განაცხადა.  შს მინისტრმა აქციის დაშლიდან 21 დღის შემდეგ ასევე  დაადასტურა, რომ ბრძანება მან პირადად გასცა და არსებობს ამის დამადასტურებელი ხელმოწერილი ბრძანება. ასევე რამდენიმე სიტყვიერი ბრძანება გაიცა, რომელსაც სხვადასხვა პირები დაადასტურებენ. გახარიამ „რეაქციაში“ ბევრი ისეთი რამ თქვა, რაზეც აქამდე არ უსაუბრია. ოპოზიცია კი  ამბობს, რომ მის საუბარში რესპრესიების მუქარა ამოიკითხეს.   

თამარ შუკვანი
12.07.2019

 შს მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას, რომ 20 ივნისის ღამეს პარლამენტში რამდენიმე ქვეყნის ელჩთან ერთად იმყოფებოდა და მათთან ერთად ხედავდა, "ზოგიერთი პოლიტიკოსი როგორ ხელმძღვანელობდა და ლიდერობდა ამ შტურმს," დიდი ბრიტანეთის ელჩი, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი და ევროკავშირის ელჩი არ ადასტურებენ. ამის შესახებ „ტაბულას" საელჩოებში განუცხადეს.

მარი ჩიტაია
12.07.2019

 ლარის კურსმა უძრავი ქონების ბაზარიც შეარყია.  დეველოპერების თქმით, რეალიზაცია შემცირდა და მომავალში კიდევ დაიკლებს. მართალია, ცვლილება ზაფხულის სეზონმაც განაპირობა, მაგრამ ლარის გაუფასურებამ ყველა სხვა ფაქტორი გადაფარა. გაყიდვის კლებასთან ერთად შესაძლოა, უძრავი ქონების ფასიც შემცირდეს. ბაზარზე იმდენად მძიმე სიტუაციაა, რომ პროგნოზის გაკეთებაც უჭირთ.

თამარ შუკვანი
12.07.2019

 ამერიკის დაჟინებული თხოვნის, ბოლოს კი ულტიმატუმის მიუხედავად, ერდოღანმა რუსულ რაკეტებზე უარი მაინც არ თქვა და ზუსტად ამჟამად ანკარას სიახლოვეს მდებარე სამხედრო ავიაბაზაზე რუსულმა ავიაციამ ეს-400-ის სისტემების პირველი პარტია ჩაიტანა.

თამარ შუკვანი
12.07.2019

 დაგეგმილია დიღმის ტყის გაჩეხვა და კომერციულ ფართად გადაქცევა - ეს ინფორმაცია თავიდან სოციალური ქსელებით მოქალაქეებმა გაავრცელეს, შემდეგ კი „რეზონანსს" გარემოს დამცველმა და ეკოლოგმა ლაშა ჩხარტიშგვილმაც დაუდასტურა, რომ ასეთი საფრთხე არსებობს. თუმცა თბილისის მერია ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ პირიქით, დაგეგმილია დიღმის ტყე-პარკის განვითარება.

ია აბულაშვილი
12.07.2019

 "ნაციონალებისა და "ოცნების" დაპირისპირებიდან "გამოთავისუფლებულ" მოქალაქეს შანსი ეძლევა, ამ ორის ალტერნატივა დაინახოს. ბევრი საუბარი იყო მესამე ძალის აუცილებლობაზე, მაგრამ ასეთს ვერ შექმნი ხელოვნურად. სპორტის სასახლეში გამართული გრანდიოზული სანახაობებით მესამე ძალა ვერ იქმნება" - ასე ეხმაურება ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი მამუკა ხაზარაძის შემოსვლას პოლიტიკაში.

ელზა პაპოშვილი
11.07.2019

ე.წ. ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებულ მიხეილ კალანდია კვლავ  პატიმრობაში რჩება. ეს გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 11 ივლის მიიღო. მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ ასევე არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის კიდევ ერთი შუამდგომლობა კალანდიაზე  სს დევნის შეწყვეტასთან დაკავშირებით. 

მიხეილ კალანდიას ადვოკატი ანა კოტეტიშვილი ამბობს, რომ  მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ არსებობს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×