თეო გუდავაძე
11.07.2019

 ტურისტულმა ემბარგომ რესტორნების ბიზნესზეც იმოქმედა. რესტორატორებს წინასწარი პროგნოზის გაკეთება უჭირთ, თუმცა ფიქრობენ, რომ ეს ფაქტი აუცილებლად უარყოფით გავლენას მოახდენს კონკრეტულ სექტორზე. კვების ობიექტის მეპატრონეები კი ფიქრობენ, რომ ყველაზე დიდი კრიზისი მცირე ტიპის სარესტორნო ბაზარზე შეიქმნება და ეს ნაკლებად შეეხება ქსელური ტიპის სარესტორნო ბიზნესს. განსაკუთრებული პრობლემები მოსალოდნელია რეგიონებში.

ელზა პაპოშვილი
11.07.2019

 ვაჟა ფშაველას სიტყვებით ქართულ ენაზე დაწყებული მიმართვა - რა გზავნილები ჩამოიტანა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საქართველოში.  დონალდ ტუსკი ამბობს, რომ საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია,რომელიც თავისუფლებასა და გამბედაობასთან ასოცირდება. 

თამარ შუკვანი
11.07.2019

 „ნაციონალური მოძრაობის" მთავარი გზავნილი დასავლეთს; 11 ივლისს ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა," ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან შეხვედრისას „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა მოითხოვა, რომ ევროკავშირმა „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების განხილვა დაიწყოს.

თამარ მუკბანიანი
11.07.2019

 რუსეთის მიერ ავიამიმოსვლის შეწყვეტიდან სამ დღეში უკვე 64 ავიარეისი გაუქმდა. როგორც რუსული, ისევე ქართული ავიაკომპანიების ზარალი ჯერჯერობით ზუსტად დათვლილი არ არის, რადგან უცნობია როდემდე გაგრძელდება აკრძალვა. რუსეთს მიმართულებით ორი ქართული კომპანია დაფრინავდა, "მაივეიმ" ჯერჯერობით დუმს, ხოლო "აირზენა" კი აცხადებს, რომ რეისებს ერევნიდან ტრანზიტულად განახორციელებენ.

მარი ჩიტაია
11.07.2019

 მოსალონელია დოლარის დევალვაცია, რომელიც შეიძლება ლარის დროებითი გამყარების პერსპექტივა გახდეს. `ბლუმბერგის~ ინფორმაციით, ტრამპის თანაშემწეებს დოლარის კურსის შემცირების გზების მოფიქრება დაევალათ. ამით აშშ ეკონომიკური საფრთხეების განეიტრალებას ცდილობს. ქართველ ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ დოლარის დევალვაციით ლარს ნაწილობრივ ეშველება.

ია აბულაშვილი
11.07.2019

 "სოციალური და ეკონომიკური სირთულეები ისედაც მოსალოდნელი იყო სააკაშვილისა და მისი ნაცისტების ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებების გარეშეც. ახლა კი უფრო მძიმე იქნება; თუმცა არა მგონია, რომ ეს აისახოს სააკაშვილის, გვარმიას, გაბუნიას და სხვების შემოსავლებზე" - აცხადებს ექსპეტი პეტრე მამრაძე, რომელსაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.

თამთა ჩაჩანიძე
11.07.2019

 ვლადიმირ პუტინისადმი გიორგი გაბუნიას მიერ რუსთავი 2-ის ეთერში გასულმა უხამსმა მონოლოგმა ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ისე გააბრაზა, რომ ქართველ ჟურნალისტს სულ "ნაძირალა და არამზადა" უძახა და თან ირიბად დაემუქრა კიდეც.

თამარ შუკვანი
11.07.2019

 ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ბათუმში მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირში ძალიან ბევრი ადამიანი გაფართოების საკითხს ეჭვის თვალით უყურებს.

თამთა ჩაჩანიძე
11.07.2019

 „პუტინის ყველა სიტყვა, რომელიც წარმოთქვა ამ საკითხის საუბრის ჟამს, ეფუძნება ერთ დიდ ტყუილს და მიმართულია იქითკენ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ტერიტორიული ოკუპაციის პარალელურად ისტორიული ოკუპაციაც განახორციელოს, ფაქტობრივად მას უნდა, რომ ისტორიაც კი წაგვართვას, ის კგბ-ს ოთახებში დაწერილ ისტორიაზე გვესაუბრა." - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორის მოადგილე ჯაბა სამუშია ვლადიმირ პუტინის განცხადებას იმის შესახებ, რომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოლქები არასდროს ყოფილან საქართველოს შემადგენლობაში.

ია აბულაშვილი
11.07.2019

 "გაბუნიას მონოლოგი არ ჯდება არც ჩვენს ტარდიციებში, არც ჩვენს კულტურაში და არც ჩვენს სარწმუნოებაში. ეს იყო პროვოკაცია. "ნაციონალურმა მოძრაობამ" და მისმა სატელიტმა ტელევიზიამ კარგად იციან, რომ პროვოკაციის გარეშე ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდებიან და ამიტომ მიზნის მისაღწევად ყველანაირ ხერხს მიმართავენ" - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვევლავა, რომელსაც "რეზონანსი" ქვეყნაში განვითარებულ ბოლო მოვლენებზე ესაუბრა.

ელზა პაპოშვილი
10.07.2019

 ნიკა გვარამია კვლავ "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორად რჩება. რამდენიმე საათიანი თათბირის შემდეგ, სამაუწყებლო კომპანიის პარტნიორთა სხდომამ არ დაუჭირა მხარი ერთ-ერთი დამფუძნებლის, ნინო ნიჟარაძის მოთხოვნას გვარამიას გათავისუფლების შესახებ. ნიჟარაძე გვარამიას გადადგომის ერთ-ერთ არგუმენტად ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკას ასახელებდა. კენჭისყრაზე კი ამ მოთხოვნას თავად 9 %-იანი წილის მფლობელის გარდა არავინ არ დაეთანხმა.

ელზა პაპოშვილი
10.07.2019

 რატომ გადაიფქირა რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოს დასჯა? კეთილი პუტინი და ბოროტი დუმა - პოლიტიკური თამაში, რომელიც პუტინმა საქართველოში პრორუსული ძალების გადასარჩენად და რბილი ძალის კიდევ უფრო გააქტიურებისთვის წამოიწყო -ასე აფასებენ „რეზონანსთან" ანალიტიკოსები რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოსთვის ახალი ეკონომიკური სანქციების დაწესებას არ ემხრობა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×