ია აბულაშვილი 16.07.2019
"არ ველოდები, რომ მაჟორიტარების დამოუკიდებელი ბუნტი შედგება, რომელი მაჟორიტარია მებრძოლი ბიძინა ივანიშვილს გაუძალიანდეს. რეალურად ისინი არიან საქმოსნები; პარლამენტში წლებია ხმა არ ამოუღიათ,
|
ტატა შოშიაშვილი 16.07.2019
„ეს ყველაფერი შესაძლოა, არმაგედონამდეც მივიდეს. ეს საქართველოზეც იმოქმედებს. საქართველოს ტერიტორიის ორი ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ორი რუსული სამხედრო-საოკუპაციო ბაზაა განთავსებული, ხოლო იქ არსებული საარტილერიო და სარაკეტო სისტებემი ისედაც საკმარისია, რომ მოსწვდეს საქართველოს ბევრ სტრატეგიულ ობიექტს, სამწუხაროდ, დედაქალაქსაც", - ასე შეაფასა „რეზონანსთან" საუბრისას სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის, „არსენალის" მთავარმა რედაქტორმა, ირაკლი ალადაშვილმა რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული დაძაბული ვითარება, რომელიც მცირე და საშუალო მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ არსებულ შეთანხმებას და მის გაუქმებას ეხება.
|
თამარ შუკვანი 16.07.2019
„ზაფხულის სეზონში საკმაოდ ხშირია ე.წ. დიარეით (ფაღარათით) მიმდინარე დაავადებები, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს გულის რევა, ან შესაძლოა არც ახლდეს. ზოგჯერ მოსალოდნელია ტემპერატურის მომატებაც," - აცხადებს „რეზონანსთან" ექიმ-ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით, არსებული დაავადებებისა და რეკომენდაციების შესახებ საუბრისას.
|
თამთა ჩაჩანიძე 16.07.2019
ბოტები და ტროლები, 21-ე საუკუნის ერთერთი მთავარი პროპაგანდისტული მანქანა რომელსაც ხშირად პოლიტიკური პარტიები მიმართავენ ხოლმე, ორგანიზებული და მართული პოლიტიკური ტროლები, ტრადიციულად, წინასაარჩევნო კამპანიების დროს აქტიურდებიან. ასეთ დროს ქსელში ჩნდება ხოლმე პოლიტიკური ტროლების არმიები და კონკრეტულ პოლიტიკურ ფიგურებზე ან ორგანიზაციებზეტოვებენ დადებით ან უარყოფით კომენტარებს პოპულარულ სოციალურ ქსელებში.
|
მარი ჩიტაია 15.07.2019
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებში საქართველომ წელს საუკეთესო შედეგი აჩვენა. მავნებელი მთლიანად კონტროლის ქვეშ მოექცა და მისი რაოდენობა, შარშანდელთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირებულია. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, ფაროსანასთან ბრძოლის პროცესი სახელმწიფო პროგრამით დადგენილი გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს. სოფლების ტერიტორიები თერმული ნისლის ტექნოლოგიით, საყანე ფართობები კი ცივი შესხურებით მუშავდება, ტყისპირა პერიმეტრებზე მონტაჟდება „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები, მონიტორინგის მიზნით მიმდინარეობს ფერომონების განთავსება. დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში მობილიზებულია და მუშაობს სპეციალიზებული ტექნიკა.
|
მარი ჩიტაია 15.07.2019
თბილისში ბინის ქირის ფასი, შარშანდელთან შედარებით, 20%-ით შემცირდა. რეგიონებში კი უფრო რთული ვითარებაა და ხალხი ბინებს თითქმის ვეღარ აქირავებს. რაც შეეხება გაყიდვას, სხვადასხვა მარკეტინგული ხრიკის გამოყენებით დეველოპერები უძრავი ქონების ფასს მეტ-ნაკლებად ინარჩუნებენ, თუმცა როგორც რეალიზაციაზე, ასევე ქირაზეც მოთხოვნამ ბოლო თვეების განმავლობაში კატასტროფულად იკლო.
|
ეკატერინე ბასილაია 15.07.2019
ე.წ. გავრილოვს ღამიდან, 20 ივნისის აქციის დაშლიდან, 25 დღის გასვლის შემდეგ პროკურატურამ საგანგებო ბრიფინგი გამართა და გამოაცხადა, რომ მოქალაქეზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დაკავებულია შს სამინისტროს ერთი თანამშრომელი. დაზარალებული მოქალაქე იურისტი დავით ნიორაძეა, პოლიციელის ვინაობა არ საჯაროვდება. პროკურატურას 25 დღე დაჭირდა იმისთვის, რომ საჯაროდ არსებული კადრებიდან, სადაც პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებაა ასახული, მხოლოდ ერთი პოლიციელის დანაშაული დაედგინა.
|
რეზონანსი 15.07.2019
კვების პრობლემის შემდეგ ბაგა-ბაღების აღსაზრდელების მშობლები, ბავშვებისთვის გამოყოფილი სივრცის ნაკლებობას უჩივიან. ისინი მიიჩნევენ, რომ მოსწავლეების სწორი გარემოს შესაქმენლად და თამაშისთვის არასაკმარისი ადგილია. ამის მიზეზი ისაა, რომ ბაღებში იმაზე მეტი ბავშვია, ვიდრე არსებულ ინფრასტრუქტურას შეუძლია დაიტიოს. ბაგა-ბაღების სააგენტო "ბიზნეს-რეზონანსთან" კომენტარს არ აკეთებს.
|
მარი ჩიტაია 15.07.2019
ლარის გაუფასურება ქვეყნის ეკონომიკას ძალიან აზარალებს. განსაკუთრებით მოსახლეობას და მეწარმეებს, რომელთა საქმიანობა იმპორტს უკავშირდება. პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზაა, რომ წლის ბოლომდე ლარის კურსი 2,70-იან ნიშნულმდე დავიდეს, რაზეც ქვეყნის ბიუჯეტს აქვს სწორება. სხვა შემთხვევაში, როგორც ეკონომისტები განმარტავენ, რამდენიმე პუნქტით გამყარება რეალურად ვერაფერს შეცვლის და ქვეყნის იმპორტდამოკიდებულება უფრო მეტად მოიმატებს, რაც ფასების მასშტაბურ ზრდას და გადასახადების გაძვირებას გამოიწვევს.
|
ია აბულაშვილი 15.07.2019
"ამხანაგმა პუტინმა თავის თავზე აიღო მისი ფალსიფიკატორი ისტორიკოსების შექმნილი ზეისტორიის წარმოჩენა, მაგრამ ამ სისულელეს მსოფლიო ცივილიზაცია არ ღებულობს. ისტორია თავისას აკეთებს, მას თავისი ბუნებრივი კანონები აქვს" - ასე ეხმაურება აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ანზორ წოწონავა პუტინის ისტორიულ წიაღსვლებს აფხაზეთთან მიმართებაში.
|
თამარ მუკბანიანი 15.07.2019
ტურისტულად აქტიურ რეგიონებში, ელექტროენერგიის მოხმარება, არანორმალურად იზრდება. ასეთია სემეკის თავმჯდომარის შეფასება, აჭარაში სამჯერ გაზრდილ მოხმარებასა და ბაკურიანში ზრდის ტენდენციაზე. სპეციალისტები ამბობენ, რომ პრობლემაა, როცა მოხმარება იზრდება და ეს არ ხდება მრეწველობის განვითარების გამო. ასეთ შემთხვევაში ქვეყნის ეკონომიკისთვის ეს უკან გადადგმული ნაბიჯია.
|
ეკატერინე ბასილაია 15.07.2019
აფხაზური ოპოზიციური ძალების ლიდერმა ასლან ბჟანიამ, რომელიც რამდენიმე თვის წინ მოწამლეს და დღემდე მკურნალობს, უარი განაცხადა დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე და მომხრეებს თხოვნით მიმართა, სხვა კანდიდატს, პარტია "ამცახარას" თავმჯდომარე ალხას კვიცინიას დაუჭირონ მხარი.
|
|