თამარ შუკვანი
17.07.2019

 „მსგავსი შეხვედრები დღესაც ხდება, თუმცა გაცილებით ორგანიზებული იგეგმება. სექტემბრიდან გარკვეული ჯგუგები რეგიონებში გავლენ და იქნება შეხვედრები მოსახლეობასთან" - აცხადებს „რეზონანსთან" უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია „ქართული ოცნების" სამომავლო გეგმების შესახებ საუბრისას.

მარი ჩიტაია
17.07.2019

 „ვისოლ ჯგუფმა“ ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე, ზესტაფონსა და ქუთაისს შორის, სოფელ არგვეთას მონაკვეთზე „დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი“ გახსნა. კომპანიისთვის ეს რიგით მეორე სტრატეგიული, მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურაა, რითაც ტრანზიტული მარშრუტითა თუ ქვეყნის დასავლეთით მოძრავ მგზავრებს მოგზაურობის სრული კომფორტი შეუქმნა. კომპლექსის საზეიმო გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და სხვა ოფიციალური პირები თუ პარტიორი ტრანსნაციონალური ბრენდების უცხოური დელეგაციები დაესწრნენ.

თამარ შუკვანი
17.07.2019

 რუსეთის მოსახლეობის დამოკიდებულება რუსეთის პრეზიდენტის მიმართ საგრძნობლად იცვლება; ყოველ წლის შემდეგ, ვლადიმერ პუტინის რეიტინგი დაახლოებით 10%-ით ეცემა. ორ წელიწადში მისი რეიტინგი 19%-ით შემცირდა. „ლევადა" ცენტრის მიერ ჩატარებული ბოლო პოლიტიკური კვლევის შედეგად ვხედავთ, რომ 2017 წლის ნოემბერში პუტინის რეიტინგი 59% იყო, 2018 წლის ივნისში კი - 48%. ამავე წლის სექტემბერში 39%. ხოლო 2019 წლის მარტში 41%, 2019 წლის ივნისში კი უკვე 40%-ია.

ტატა შოშიაშვილი
17.07.2019

 „აზერბაიჯანი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და არაერთხელ დაგვიდგა გვერდში. როდესაც „ქართული ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში, სიტუაცია დაიძაბა, ხოლო დავით გარეჯში საქართველოს პრეზიდენტ ზურაბიშვილის ჩასვლის შემდეგ, სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, მან ატომური ბობმი ააფეთქა. მაგრამ აზერბაიჯანელებს პატივი უნდა ეცათ ქართველი ხალხისთვის და არა ხელისუფლებისთვის", - ასე შეაფასა „რეზონანსთან" საუბრისას ოპოზიციის ერთერთმა ლიდერმა, პაატა დავითაიამ დავით გარეჯის გარშემო შექმნილი ვითარება.

ია აბულაშვილი
17.07.2019

 "ოპოზიციის ნაწილს ისეთივე ცუდი ნაბიჯები აქვთ გადაგმული, როგორც ხელისუფლებას და მათი შექმნილი კომისია რამდენად ეფექტური იქნება, როგორ გონიათ?"- ასე ეხმაურება "ოცნების" ყოფილი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე "ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნას 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია.

თამთა ჩაჩანიძე
17.07.2019

 როგორ პარლამენტს მივიღებთ დაანონსებული პროპორციული სისტემით, ბლოკების გარეშე და 0.67%-იანი ბარიერით? კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ აღნიშნული სისტემით შესაძლებელია პარლამენტი იყოს ძალიან ჭრელი, რომელიც სტაბილურობის თვალსაზრისით კარგი არ არის.

ეკატერინე ბასილაია
16.07.2019

  

20 ივნისის აქციის დარბევიდან 26 დღე გავიდა და პროკურატურამ უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით კიდევ ერთი პოლიციელი დააკავა. ეს უკვე მეორე პოლიციელია, ვისაც მომიტინგეებზე ფიზიკური ძალადობის გამო სს ბრალი წაუყენეს. 8 მომიტინგე და ერთი პოლიტიკოსი 2 პოლიციელის წინააღმდეგ - ასეთი ბალანსით მიმდინარეობს გამოძიება ე.წ. 20-21 ივნისის საქმეზე.

ეკატერინე ბასილაია
16.07.2019

 სექტემბრიდან ქართულ სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა" დაბრუნდება, ვერსია ადაპტირებული იქნება - პრემიერ-მინისტრის მიერ ვარიანიდან საგანგებო ღონისძიებით ამ სიახლის გამოცხადებას ექსპერტების დიდ ნაწილსა და ოპოზიციაში მძაფრი კრიტიკა მოჰყვა.

თამარ მუკბანიანი
16.07.2019

 ხორბლის ტრანსპორტირების შეზღუდვაზე ბიზნესის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ არ მიიღო. შედეგად ოქტომბრიდან ხორბლის სამანქანო გადაზიდვა რომ აიკრძალება, ეს თითქმის ეჭვგარეშეა. სწორედ ამ დროს გასდის ვადა ფინანსთა მინისტრის მორატორიუმს, რომლიც ერთ-ერთი გადამზიდავის თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ აამოქმედა ივანე მაჭავარიანმა.

ია აბულაშვილი
16.07.2019

 "პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პროცესი არ ჩაიშლება და ეს საკითხი პარლამენტში უმრავლესობის მიერ იქნება მხარდაჭერილი"- ასე ეხმაურება უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე ოპოზიციის განცხადებას, რომ პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების წინააღმდეგი არიან მაჟორიტარები და შეიძლება ეს შიდა დემარში ხელისუფლებამ თავის სასარგებლოდ გამოიყენოს და პროცესი ჩაიშალოს.

თამარ შუკვანი
16.07.2019

 „მოსამართლეს (ილონა თოდუაძეს) წლების განმავლობაში ჰქონდა სახლი და როგორც ის ამბობს დაქორწინების შემდეგ, ეს სახლი დედას აჩუქა. ამის შემდეგ კი მან იქირავა ბინა. ამ ჩუქების მერე, ზუსტად 5 დღეში იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან, რომლის წევრიც იმ დროს თვითონ იყო, ბინის ქირის საფასური მიიღო, თან ეს საკითხი სხდომის დღის წესრიგში მაშინ არც დამდგარა," - აცხადებს „რეზონანსთან" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე საუბრისას.

თამარ მუკბანიანი
16.07.2019

 დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის (მეტრო და ავტობუსი) ღირებულება შეიძლება 60%-ით გაიზარდოს. მიზეზი მერიის მხრიდან ერთიანი საბარათე სისტემის შემოღებაა, რომელიც მიკროავტობუსებს, მეტროს და ავტობუსებს გააერთიანებს. `მარშრუტკების~ უდიდესი ნაწილით მგზავრობის ფასი 80 თეთრია, ხოლო ავტობუსითა და მეტროთი - 50 თეთრი. მერიაში, ამ დრომდე არ ამბობენ, თუ რა იქნება მგზავრობის საერთო ფასი, რადგან შეწონილი ტარიფი დათვლილი ჯერ კიდევ არ არის.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×