თამარ შუკვანი 26.06.2019
იმის ფონზე, როდესაც პარლამენტის ორმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა „ნაციონალური მოძრაობის" წევრ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას, სულ უფრო იზრდება ალბათობა იმისა, რომ მას საბოლოოდ, საღამოს სესიაზე, იმუნიტეტი მოეხსნას.
|
ია აბულაშვილი 26.06.2019
"გამიჭირდება თქმა, რომ "ოცნება" შეძლებს დადგეს ფეხზე, რადგან ქვეყანაში კრიზისული სიტუაციაა. ამ დარბევის შემდეგ კი ქვეყანაში ჩამოყალიბდა ორი დესტრუქციული ძალა და ახლა მთავარია, რომ ამ ორმა დესტრუქციულმა ძალამ ქვეყანა სამოქალქო დაპირისპირებამდე არ მიიყვანოს" - განაცხადა "რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ, ვისაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაურა.
|
თამთა ჩაჩანიძე 26.06.2019
„ნიკანორ მელიას ბრალად ედება საზოგადოებრივი უშიშროების და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის, ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა, რაც მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სასჯელის სახით უალტერნატივოდ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხანგრძლივი ვადით," - განაცხადა პარალემნტში მისულმა პროკურორმა გულუაშვილმა.
|
ია აბულაშვილი 25.06.2019
„ვერ გეტყვით, როგორ შეხვდებიან აქციის მონაწილეები პროკურატურის ამ გადაწყვტილებას და მოჰყვება თუ არა საპროტეტსო ტალღის გაძლიერება, რადგან სიტუაცია ისედაც კრიზისულია, მაგრამ თუ ამ აქციაში ჩაერთვება „ნაციონალური მოძრაობა“, არ გამოვრიცხავ, რომ გულანთებული ახალგაზრდების ნაწილმა საპროტეტსო აქცია დატოვოს“, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე პროკურატურის განცხადებას ნიკა მელიას წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყების თაობაზე.
|
თამარ მუკბანიანი 25.06.2019
გავრილოვის საქართველოში ვიზიტის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა, პოლიტიკის გარდა, მნიშვნელოვნად იმოქმედა ეკონომიკაზე. რუსეთთან ეკონომიკური კავშირი საფრთხის ქვეშაა. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ მშპ-ს ზრდის ტემპს არსებული ვითარება გარდაუვალად შეანელებს.
|
რეზონანსი 25.06.2019
ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო ბაზარზე ცალმხრივი ინტერვენციების გამო ლარი კატასტროფულად გაუფასურდა. რეზერვების აქტიური შესყიდვებით ეროვნული ბანკი ლარის გამყარების ყველა შანსს სპობს. 10 დღის წინ სებ-მა 30 მლნ დოლარი ისე გამოაცალა ბაზარს, რომ დღესაც გაუგებარია, რა პრინციპით იმოქმედეს. საზოგადოების დიდი ინტერესის მიუხედავად, არც მთავრობა და არც სებ-ი ამაზე კომენტარს არ აკეთებს. ამასობაში ლარი შეიძლება ითქვას ჩამოიშალა და გაცვლითი კურსი ახალ-ახალ ანტირეკორდებს ამყარებს.
|
ია აბულაშვილი 25.06.2019
„ევროპის ქვეყნების უმრავლესობა იმ დროს და იმ ვითარებაში მიეცა სიმშვიდეს, როდესაც ეს სიმშვიდე არა მხოლოდ შეცდომა, არამედ დანაშაულებრივია", - ასე ეხმაურება ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციისთვის ხმის უფლების აღდგენას.
|
ნინა გარდაფხაძე 25.06.2019
19 ივნისის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა ქართული საექსპორტო ბაზრის გარდა, გავლენა რუსეთში მოღვაწე, ქართველ ბიზნესმენებზეც იქონია. მათ დიდ ნაწილს ამაზე ღიად საუბარი არ სურს, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც რუსეთში ჩასვლას აღარ გეგმავს. ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ რეალური სურათი თუ რა წნეხი აქვთ საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში საშუალოვადიან პერიოდში გამოჩნდება, ფულადი გზავნილების შემცირებით.
|
ელზა პაპოშვილი 25.06.2019
ერთ კვირიანი უწყვეტი საპროტესტო აქციის საპასუხოდ, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, პარლამენტში მისვლა და 20- 21 ივნისის ღამით განვითარებულ მოვლენებზე სიტყვით გამოსვლა მოითხოვა. მინისტრი გახარია პარლამენტში პლენარულ სესიაზე გამოსვლას ითხოვს. მან საკანონმდებლო ორგანოს წერილობით მიმართა. ის პარლამენტში პარასკევს მივა და მმართველ გუნდში სრული თანხმობაა იმაზე, რომ მას სიტყვით გამოსვლის უფლება უნდა მიეცეს.
|
თამარ შუკვანი 25.06.2019
საქართველოს პროკურატურამ 20 ივნისის აქციის საქმეზე „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მისცა. როგორც შესაბამისი უწყება აცხადებს, საქმე აღძრულია ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც უმაღლეს სასჯელს 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ამასთანავე, 26 ივნისს პარლამენტი საკომიტეტო მოსმენაზე მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებაზე იმსჯელებს.
|
თამარ შუკვანი 25.06.2019
საქართველოდან რუსი დეპუტატის გაძევების შემდეგ კრემლის გაღიზიანება არ ცხრება. მოსკოვმა საქართველოს, ფაქტობრივად, ეკონომიკური ომი გამოუცხადა; 21 ივნისს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც 8 ივლისიდან ფრენები საქართველოს მიმართულებით, როგორც სამგზავრო, ისე ტვირთების გადაზიდვისთვის, აიკრძალება. ამასთანავე, 24 ივნისს რუსეთმა 8 ქართულ კომპანიას ქვეყანაში ღვინის შეტანა აუკრძალა „პროდუქციის ხარისხის გაუარესების" მოტოვით.
|
ია აბულაშვილი 25.06.2019
„შს მინიტრის გამოსვლა პარლამენტში აუცილებელია, რადგან არის ბევრი საკითხი, რომელზეც ჩვენს საზოგადოებას ხელი არ მიუწვდება და აქვს ნაწილ-ნაწილ ინფორმაცია. იმედია, შსს მინისტრი დეტალურად ისაუბრებს რეალურად რა მოხდა; მაგრამ, როგორც ჩანს, პარლამენტის შემადგენელობის გარკვეულ ჯგუფებს ამ ინფორმაციების გაჟღერება არ უნდათ“, - ასე ეხმაურება „ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი კობა კობალაძე პარალმენტში შსს მინისტრის გიორგი გახარიას გამოსვლას, რასაც ოპოზიცია დაუშვებლად მიიჩნევს.
|
|