ტატა შოშიაშვილი 25.06.2019
ცნობილი რუსული პოლიტიკური თოკ-შოუ „60 მინუტ“ (60 წუთის) წამყვანი ევგენი პოპოვი და სკანდალური ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა ამტკიცებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება თავის მოქალაქეებს რუსებიs დახოცვისკენ მოუწოდებს. სკაბაევამ და პოპოვმა ეს ფრაზა რამდენჯერმა სხვადასხვა ფორმულირებებით გაიმეორეს თავის გადაცემაში. სკაბაევამ მოგვიანებით განაცხადა, რომ საქართველოში რუსების დახოცვის პირობა დადეს.
|
ეკატერინე ბასილაია 25.06.2019
„რამზან კადიროვი გახდა ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიის ფაქტობრივი მბრძანებელი. არა მხოლოდ ინგუშეთის მეთაური ევკუროვი გადადგა, არამედ უცებ ავად გახდა დაღესტნის ხელმძღვანელი ვლადიმირ ვასილევი და მოსკოვში საავადმყოფოში დაწვა... კადიროვის ოცნებაა საქართველოსთან ჰქონდეს 100-კილომეტრიანი საზღვრის ზოლი, რომ გახსნას საბაჟო და ჯერ ინგუშეთს წაართვა ტერიტორია, ახლა დაღესტანს ეჭიდავება, რის შემდეგაც მის ხელში იქნება ორი გამტარი პუნქტი - ერთი ითომყალიდან შატილზე და მეორე, რომელიც დაღესტნის სოფელ ბეშტადან ამოდის ყვარელზე. ხოლო კადიროვის ჩეჩნეთთან ურთიერთობა ჩვენთვის რამდენად სერიოზული საფრთხის შემცველია, ამას დიდი ანალიზი არ სჭირდება“, - აცხადებს „სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის“ ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე.
|
ეკატერინე ბასილაია 25.06.2019
„ძალიან ადვილია ქუჩის აქციების წარმართვა ამა თუ იმ მიმართულებით, თუ ვინმეს რამე ინტერესი აქვს. ეს რევოლუციური სცენარი კი აუცილებელია იმიტომ რომ, სააკაშვილი ისე ვერ ჩამოვა საქართველოში. ვხედავთ, რომ „ნაცმოძრაობა" არჩევნებით ვერ გაიმარჯვებს, არადა ჩამოსვლა სჭირდება იმიტომ, რომ უკრაინაში მის წინააღმდეგ პროცესი იწყება. ასე, რომ მისი სასიცოცხლოდ აუცილებლობაა რევოლუციური რეჟიმით გადატრიალების მოწყობა და არა საარჩევნო რეჟიმით. ამიტომაც გახარია რომ გადადგეს, მერე ბახტაძის გადადგომას მოითხოვენ, რა ვიცი,.. კიდევ ბევრი მინისტრია. ბარტყების გადმოგდების არაკი ხომ ვიცით და ამ არაკთან გვაქვს საქმე", - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.
|
ელზა პაპოშვილი 25.06.2019
ფესტივალ Mountain Set: Kazbegi-ს ტერიტორია დაარბიეს. ინფორმაცია ფესტივალის ორგანიზატორების მიერ ვრცელდება. „რეზონანსთან“ ფესტივალის ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ ინვენტარი დააზიანა და წაღებულია სამუშაო იარაღები.
| | | | |
ტატა შოშიაშვილი 25.06.2019
რუსეთის პრეზიდენტის მიერ გაცემული განკარგულების შემდეგ, რუსეთის იმ მოქალაქეებიდან, ვინც წელს საქართველოში გეგმავდა დასვენებას, საქართველოში ჩამოსვლა დაახლოებით მესამედმა (34%) გადაიფიქრა. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტოები სასტუმროების დაჯავშნის რუსული ონლაინსერვისი „ოსტროვოკ.რუ"-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით იუწყებიან.
| | | |
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|