|
ია აბულაშვილი 25.06.2019
„პირადად ჩემი მოსაზრებაა, რომ გახარია უნდა მოვიდეს პარლამენტში და ნათელი მოჰფინოს ყველაფერს, რაც მოხდა. ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის, რომ შს მინისტრი რკინისებური არგმუნტებით წარსდგება ამ ტრიბუნიდან და ამიტომ არიან მისი პარლამენტში გამოსვლის წინააღმდეგი“, - ასე ეხმაურება უმრავლესობის დეპუტატი აკაკი ზოიძე საპარლამენტო ოპოზიიის განცხადებას, რომ გახარიას მოსვლა პარლამენტში უფრო გააღიზიანებს ხალხს.
|
ტატა შოშიაშვილი 25.06.2019
„როგორც იქნა, ხელისუფლებამ ადეკვატური და ფუნდამენტური, სისტემური ნაბიჯი გადადგა. 0%-იანი ბარიერი გარკვეულ ქაოსსა და კონსოლიდაციის ნაცვლად პოლიტიკური ძალების დაქსაქსვას იწვევს, ეს პრობლემატურია, მაგრამ არა კრიტიკულად პრობლემატური. ბიძინა ივანიშვილი თუ დააპირებს ვინმეს ყიდვას, როგორ გგონიათ, 3%-იანს ვერ იყიდის?! მაინცდამაინც 0,76%-იანი იყიდება და გვაქვს იმის ილუზია, რომ 3%-იანი არ გაიყიდება?", - ასე შეაფასა „რეზონანსთან" საუბრისას პოლიტიკურმა ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩატარება, რის შესახებაც მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
|
თამარ შუკვანი 25.06.2019
„მელია არის დესტრუქციული ძალის წარმომადგენელი, რომელიც კიდევ ცდილობდა, რომ თავი გაემართლებინა. ფაქტობრივად, მან მოუწოდა ახალგაზრდებს შეჭრილიყვნენ და პარლამენტის გადატრიალება მოეხდინათ. ყველაფრის მიუხედავად, ჰქონდა ძალიან დიდი პრეტენზია, გამოდიოდა და დემაგოგობდა," - ასე იხსენებს უმრავლესობის დეპუტატი შოთა ხაბარელი „რეზონანსთან" საუბრისას დღეს პარლამეტში მომხდარ ინციდენტს.
|
ტატა შოშიაშვილი 25.06.2019
„ჯერ კიდევ ვლადიმე ილიას ძე ლენინი თვლიდა, რომ თუ ბურჟუაზიამ (კაპიტალისტურმა სამყარომ) მოგება ნახა, შეუძლია, რომ თვითონ მოიტანოს საკუთარი თავის დასახრჩობი თოკი. ძალიან ცუდად გამოიყურება ევროპული ღირებულებების ღალატი, რაც იქნება, თუკი ევროპამ რუსეთს „საზღვრების გადაკერვა" შეარჩინა," - ასე შეაფასა პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ რუსეთის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დაბრუნება, რასაც მხარი დაუჭირა 118-მა დელეგატმა, წინააღმდეგიიყო 62, 10-მა კი თავიშეიკავა.
|
ელზა პაპოშვილი 24.06.2019
რა სვლა ჩაიფიქრა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელიც უწყვეტი აქციების მიუხედავად გადადგომას არ აპირებს. მის გადაყენებას კი არც „ქართული ოცნების" წევრები ეთანხმებიან. საპროტესტო აქციის მონაწილეების უწყვეტი მოთხოვნის საპასუხოდ, მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში მისვლა და 20- 21 ივნისის ღამით განვითარებულ მოვლენებზე სიტყვით გამოსვლა მოითხოვა.
|
ეკატერინე ბასილაია 24.06.2019
„რუსეთში პროპაგანდისტული წიოკია ატეხილი იმის გამო, რომ საქართველოში ანტისაოკუპაციო აქციები მიმდინარეობს. სამწუხაროა, მაგრამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე კარგა ხანია აღარ არის დიპლომატიური უწყება, ის კრემლის პროპაგანდისტული სააგენტო გახლავთ,"- აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ანალიტიკოსი ირაკლი მენაღარიშვილი და ამით ეხმაურება სერგეი ლავროვის განცხადებას, რომ დასავლელი კურატორები მზად არიან თვალი დახუჭონ ულტრანაციონალისტების მოქმედებებზე, რუსოფობიაზე, ოღონდ კი გაწყვიტონ ქართველი ხალხის კავშირი რუსეთთან.
|
თეო გუდავაძე 24.06.2019
ქართული ბაზარი რუსული ემბარგოს მოლოდინშია. უკვე მეორედ, პოლიტიკური დაძაბულობის გამო, რუსეთი საქართველოს ექსპორტის შეჩერებით "დასჯას" უპირებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოელი მეზობელი ქართული ღვინის გასაღების ნომერ პირველი ბაზარია, კომპანიები ემბარგოსათვის მზად არიან და ამბობენ, რომ ამის მოლოდნი სულ არსებობს. შესაბამისად, ქართული ღვინო სხვა ბაზარს აუცილებლად იპოვნის.
| | | |
მარი ჩიტაია 24.06.2019
საპროტესტო აქციები საქართველოს ეკონომიკაში პრობლემას შექმნის. არ არის გამორიცხული, რომ პოლიტიკურმა არასტაბილურობამ უცხოური კაპიტალის დეფიციტი გამოიწვიოს. რასაც შეიძლება მოჰყვეს ფინანსური კრიზისი და ლარის გაუფასურება. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, მოკლევადიან პერიოდში მიმდინარე პროცესები ქვეყნის ეკონომიკურ სექტორს მნიშვნელოვნად დააზარალებს, ამ მხრივ ყველაზე მეტი პრობლემა ინვესტიციებსა და მომსახურების სფეროშია მოსალოდნელი.
|
|