ია აბულაშვილი
24.06.2019

 "გონივრული გადაწყვეტილებაა, რომ 2020 წელს არჩევნები პროპორიცული სისტემით ჩატარდება. რაც შეეხება ბარიერის გაუქმებას, რა თქმა უნდა, აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეც"- ასე ეხმაურება კონსტიტუციოლნალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი ბიძინა ივანიშივლის ინიციატივას, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ნულოვანი ბარიერით.

მარი ჩიტაია
24.06.2019

 რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის დაწესებული სანქციები "ტურისტულ ემბარგოს" გასცდა. "რუსოფობიური ტალღის" საპასუხოდ კრემლი ქართულ პროდუქტსაც უწესებს და ცდილობს, სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს კიდევ ერთხელ დაუსვას წერტილი. ტურიზმის შემდეგ, შესაძლოა, ემბაქრო ქართულ მინერალურ წყლებსა და ღვინოზეც გამოცხადდეს.

ია აბულაშვილი
24.06.2019

 "ივანიშივლი იძულებელი გახდა ძირითად ნაწილში დაეთმო, ამას მოაყოლა ნაღმები, მაგრამ თავისივე დატოვებულ ნაღმზე აფეთქდება"- ასე ეხმაურება "რესპულიკური პარტიის" ლიდერი დავით ბერძენიშვილი "ოცნების" ინიციატივას - 2020 წლის არჩევნების ჩატარდეს პროპორციული სისტემით და ნულოვანი ბარიერით.

თამარ შუკვანი
24.06.2019

 „რუსეთიდან შესაძლოა დაიწყოს ქართველი არალეგალების მასობრივი გამოსახლება. ამასთანავე, კრემლმა შეიძლება სრულად გადაკეტოს ყველა ის ფინანსური გადმორიცხვა, რომელიც რუსეთიდან საქართველოში ხორციელდება. დამატებით, უნდა აღინიშნოს უცაბედი განგაშის გამოცხადება საჰაერო სადესანტო ჯარებში, სამხედრო სატრანსპორტო ავიაციის ნაწილებსა და ცენტრალურ სამხედრო ოლქში, საიდანაც მოხდება დამატებითი სამხედრო ნაწილები ოპერატიულად გადმოსროლა," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ნაბიჯების შესახებ საუბრისას.

ია აბულაშვილი
24.06.2019

 "ქართულმა ოცნებამ" იმაზე მეტი შესთავაზა ოპოზიციას, ვიდრე თვითონ ითხოვდნენ. ოპოზიციას დაუდგა ახალი პოლიტიკური სტრატეგიის პროცესი და ახლავე უნდა მიხედონ პროპორციულ სისტემას, თუ ისევ ეცდებიან გააგრძელონ პროცესი, ძალიან სასაცილო და გაუგებარი იქნება"- ასე ეხმაურება პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას - 2020 წლის საპრლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით და ნულოვანი ბარიერით ჩატარდეს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×