ელზა პაპოშვილი
18.06.2019

 "თბილისი პრაიდი" და "ღირსების მარში" არ გაუქმდება - გაიმართებოდა თუ არა "თბილისი პრაიდი", ორგანიზატორებს ამაზე გადაწყვეტილება 18 ივნისს უნდა მიეღოთ. მთავარ პრობლემად კვლავ მონაწილეთა უსაფრთხოების საკითხი რჩება. თუმცა, საბოლოოდ გაირკვა, რომ ღონისძიებები არ გაუქმდება და ის ჩატარდება.

ეკატერინე ბასილაია
18.06.2019

 მედიაში გავრცელებული ცნობა ამჯერადაც გამართლდა, დავით სერგეენკო ჯანდაცვის მინისტრობიდან გაუშვეს და მის შემცვლელად ეკატერინე ტიკარაძე დაინიშნა, რომელიც წინამორბედის მსგავსად პირადად ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კადრია - საჩხერის კლინიკის უკვე ყოფილი დირექტორი.

თამარ მუკბანიანი
18.06.2019

 პირველი ივლისიდან სესხის გამცემი სუბიექტებისათვის (ლომბარდი) კიდევ ერთი ახალი რეგულაცია ამოქმედდება, რომლის მიხედვითაც, მათ ბანკებიდან ფინანსური რესურსების აღება გაურთულდებათ.

ეკატერინე ბასილაია
18.06.2019

 ანტიქართულად განწყობილი რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი, რომელიც აფხაზეთში ქართველების წინააღმდეგ ომში მონაწილეობდა და აცხადებს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი რესპუბლიკებია, თბილისში ჩამოდის და მას პრეზიდენტის ავლაბრის სასახლესა და პარლამენტში უმასპინძლებენ, რაც ოპოზიციის დიდი პროტესტს იწვევს და მოთხოვნაა, რომ ხელისუფლებამ გავრილოვი და რუსული დელეგაციიდან კიდევ 2 დეპუტატი საზღვარზე უნდა გააბრუნონ.

ელზა პაპოშვილი
18.06.2019

 ქუთაისში, ავტომშენებლის გამზირზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-2 სართულზე მომხდარ აფეთქებას ხანძარი მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. ადგილობრივების თქმით, ბინაში ბუნებრივი აირი არ დაგროვებულა და ხანძარი ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მიზანმიმართულად გააჩინეს.

მარი ჩიტაია
18.06.2019

 აზერბაიჯანულმა გაზმა ევროპამდე მიაღწია. ქართული მხარე გლობალურ პროექტის განხორციელებას ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთ გარანტად მიიჩნევს. გარდა იმისა, რომ საქართველო ტრანზიტის ღირებულებას მიიღებს ნატურით, გარკვეული რაოდენობის გაზის შესყიდვა შეღავათიან ფასშიც შეგვეძლება. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ,,შაჰ-დენიზი 2“-ს ჩვენი ქვეყნისთვის საკმაოდ დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია როგორც პოლიტიკურად, ასევე ენერგეტიკული თვალსაზრისით, რადგან მან უნდა უზრუნველყოს გაზის დეფიციტის შემცირება.

ტატა შოშიაშვილი
18.06.2019

 რუსულმა ავიაგამანადგურებელმა სუ-27-მა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უკვე მესამედ ამერიკის თვითმფრინავები დააკავეს, მაგრამ, ამჯერად, სტრატეგიული ბომბდამშენი Boeing B-52 Stratofortress რუსეთის სასაზღვრო ზოლს შავი და ბალტიის ზღვების ტერიტორიებიდან უახლოვდებოდა.

ია აბულაშვილი
18.06.2019

 "სერგეენკომ თუ ვერ შეძლო გაძღოლოდა ჯანდაცვის სამინისტროს, პრემიერ-მინისტრის მრჩევლობას როგორ შეძლებს, საკითხავი ეს არის, თორემ, თვითონ შვებით ამოისუნთქებდა, თავი რომ დააღწია ამ აჯაფსანდალს" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თანამდებობიდან წასვლას.

ია აბულაშვილი
18.06.2019

 "კიდევ ვინ დატოვებს მინისტრთა კაბინეტს ვერ გეტყვით, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს და რეალურად ქვეყანაში შექმნილ ვითარებას ვერ შეცვლის.

თამარ შუკვანი
18.06.2019

 აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის აშენების გეგმის ჩავარდნის შემდეგ, ალტერნატიულ საშუალებას მიმართავს; მომავალ კვირას აშშ არალეგალური მიგრანტების მასობრივ დეპორტაციას იწყებს. ამის შესახებ ტრამპმა „ტვიტერში" დაწერა. დეპორტაცია შესაძლოა დაემუქროთ, როგორც ლათინური ამერიკიდან უკანონო მიგრანტებს, ასევე სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებსაც, რაც არ არის გამორცხული საქართველოს მოქალაქეებსაც შეეხოთ.

ტატა შოშიაშვილი
18.06.2019

 „ეს სერიოზული შეშფოთების საფუძველ იძლევა, რადგან საქმე კონკრეტულ შეტევებამდე მივიდა. დამატებითი კონტინგენტის გაგზავნა ახლო აღმოსავლეთში ამ მოვლენების განვითარებაზე აშშ-ის რეაქციაა.

ელზა პაპოშვილი
18.06.2019

 ვაუქმებთ პატრულირებას, - ამის შესახებ ვერის ბაღში შეკრებილ მოქალაქეებს, ლევან ვასაძემ განუცხადა. ლევან ვასაძის განცხადებით, გადაწყვეტილების მიზეზი შს სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×