თამარ შუკვანი
18.06.2019

 ბალტიის ზღვაში ნატო-ს მასშტაბური სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს, სადაც 18 ქვეყნის ფლოტია ჩართული. მასში აშშ-ის მხრიდან ევროპაში განთავსებული ძალების ნაცვლად, ვირჯინიის შტატიდან მეორე ფლოტი იღებს მონაწილეობას. მის მიზანს რუსეთის აგრესიის შეჩერება წარმოადგენს. წვრთნები 21 ივნისამდე გაგრძელდება.

ია აბულაშვილი
18.06.2019

 "ქვეყანაში იმდენი პრობლემური საკითხია, ოკუპაცია, დაკარგული ტერიტორიები, ეკონომიკური, სოციალური პრობლემები და სხვა, ამას სჭირდება ერთსულოვნება და არა ის უცნაური საკითხები, რომელსაც უმიზნო პროცესები მოჰყვება და საზოგადოების პირველ საკითხთა რიგში დგება". აცხადებს პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია, ვისაც "რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით გაესაუბრა.

მარი ჩიტაია
17.06.2019

 მიმდინარე წლის პირველი ნახევარი უძრავი ქონების ბაზრისთვის წარუმატებლად მთავრდება. მშენებელთა ინფორმაციით, ბინების რეალიზაციაც და ფასიც შემცირებულია, რაზეც ძირითადად სამშენებლო სფეროს რეგულაციებმა იმოქმედეს. დეველოპერების თქმით, გაყიდვა განახევრდა, ახალი პროექტები აღარ არის და ვერც ძველი სრულდება, ბაზარზე უკვე კრიზისია. გარდა იმისა, რომ საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის ტემპი დაეცა, კომპანიები დასრულებული ბინების გაყიდვასაც ვეღარ ახერხებენ.

ეკატერინე ბასილაია
17.06.2019

 „საფრანგეთში 200%-ითაა გაზრდილი, ასევე 50%-ზე ბევრად მეტითაა გაზრდილი პოლონეთში, შვედეთსა და იტალიაშიც საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მთხოვნელთა ნაკადი. თუმცა, თუ კიდევ უფრო დრამატული არ გახდა სიტუაცია, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას არ ველოდები.

ეკატერინე ბასილაია
17.06.2019

 „მოვლენებს წინ არ გავუსწროთ", - ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა ბახტაძემ დავით სერგეენკოს შესაძლო გათავისუფლებაზე არაერთგზის დასმული შეკითხვის პასუხად გააკეთა, თუმცა, ამ ზოგადი პასუხის მიუხედავად, ფაქტობრივად დადასტურებულია, რომ „ქართული ოცნების" დღემდე უცვლელ, ყველაზე რეიტინგულ და ასევე დიდი სამინისტროს მინისტრს, სერგეენკოს თანამდებობიდან უშვებენ და მამუკა ბახტაძე ამ გადაწყვეტილებას ოფიციალურად, დიდი ალბათობით, სამშაბათს ან უახლოეს დღეებში აუცილებლად გამოაცხადებს.

ნანა გარდაფხაძე
17.06.2019

 საბანკო რეგულაციების პირველი ტალღის ამოქმედებიდან 1 წელზე მეტი გავიდა. სესხზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვის მთავარ მიზნად ეროვნული ბანკი ჭარბვალიანობასთან ბრძოლას ასახელებდა. ზუსტი სტატისტიკა, რომელ კომერციულ ბანკში რა რაოდენობით აღმოიფხვრა სესხზე ვადაგადაცილება არ არსებობს, თუმცა სებ-ის მონაცემებით, შემცირებულია თავად სასესხო პორტფელი.

თამარ მუკბანიანი
17.06.2019

 "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში, საშუალო თვიურმა ხელფასმა 32 დოლარით იკლო, მაშინ როცა ლარში, 351-ლარითაა გაზრდილი. დიდწილად იმპორტდამოკიდებულ ქვეყანაში, რომელიც ენერგორესურსებსაც დოლარში ყიდულობს, კლება მძიმედ აისახება მოსახლოების დიდ ნაწილზე. შეიძლება ითქვას, ქვეყანაში ხელფასი და მისი მსყიდველუნარიანობა კი არ იზრდება, პირიქით, მცირდება.

ია აბულაშვილი
17.06.2019

 "არავინ მაგათ სახლში არ უვარდებათ, მაგრამ ზეიმი და აღლუმი ძალით თავზე მოგვახვიონ - ეს არის ხალხის აღშფოთების მიზეზი. ვასაძემაც გამწარებულმა კაცმა, რომელიც იცავს თავის ტრადიციას, თქვა, დააშავა რაიმე? ჯერ ხომ არაფერი დაუშავებია?"- ასე ეხმაურება კინორეჟისორი გოგი თორაძე ლევან ვასაძის მოწოდებას - არ დაუშვან "თბილისი პრაიდის" ჩატარება დედაქალაქში.

თეო გუდავაძე
17.06.2019

 კარგად განვითარებული შიდა ტურიზმი ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, რის გამოც იგი ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ხელსაყრელი მიმართულებაა. საქართველოში, დასვენება საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, შესაბამისად, ქვეყნის მოსახლეობა ვერ ახერხებს, შიდა ტერიტორიებზე გადაადგილებას და დასვენებას. ხშირ შემთხვევაში საქართველოში კარგად დასვენება იმდენად ძვირი ჯდება, რომ იმ თანხით, საზღვარგარეთაც თავისუფლად დაისვენებს.

ელზა პაპოშვილი
17.06.2019

 ყანდაურაში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები - დანაშაულის იარაღზე ბრალდებულ ომარ გამყრელიძის დნმ არ აღმოჩნდა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, იარაღზე, რომლითაც ოთხი ადამიანი ადგილზე მოკლეს, მეხუთე კი მიყენებული ჭრილობებით რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, სხვა პირის დნმ ფიქსირდება. იარაღზე ასევე არ არის ომარ გამყრელიძის დაკავებული შვილიშვილის დნმ. მაშ ვინ მოკლა 5 ადამიანი სოფელ ყანდაურაში? - სოფელში ყველა დარწმუნებულია, რომ ხუთმაგი მკვლელობა, რომელზეც 85 წლის კაცია დაკავებული, მას არ ჩაუდენია.

ია აბულაშვილი
17.06.2019

 "ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავ, ისინი გაჩერდებიან და ვეღარ შეიკრიბებიან, ესენიც არავის არაფერს დაუშავებენ" - ასე ეხმაურება მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე ლევან ვასაძის მოწოდებას "თბილისი პრაიდის" ჩაშლასთან დაკავშირებით.

მარი ჩიტაია
17.06.2019

 "ოქროს სიის" შეღავათების გაუქმება ადგილობრივ ბაზარზე ფასის ზრდას გამოიწვევს. მთავრობა პოზიციას არ თმობს, ხოლო ბიზნესს ახალ რეალობასთან შეგუება წარმოუდგენლად მიაჩნია. იმპორტიორების განცხადებით, მასობრივად მოუწევთ სესხების აღება, რაც საბოლოოდ ფასებს დააწვება. გარდა იმისა, რომ ცვლილება შეეხება ყველა დასახელების ადგილობრივ პროდუქციას, რომელიც უცხოური ნედლეულის გამოყენებით იწარმოება. თუკი ლარის კურსსაც გავითვალსიწინებთ, ცხადია პროდუქტების გაძვირებას წინ ვეღარაფერი დაუდგება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×