მარი ჩიტაია
13.06.2019

 რეგულაციებმა უძრავი ქონების ბაზარს ათასობით მუშახელი ჩამოაცილა. რასაც სპეციალისტები აქამდე მხოლოდ ვარაუდობდნენ, სტატისტიკამ საბოლოოდ დაადასტურა. 3 თვეში სამშენებლო სექტორში სამუშაო 4 ათასზე მეტმა ადამიანმა დაკარგა, ხოლო საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა 40%-ით შემცირდა. არაოფიციალური მონაცემით, თუკი აქამდე თბილისში ყოველწლიურად დაახლოებით 100-120 კორპუსი შენდებოდა, წელს რეალურად 30 კორპუსზე მეტი ვერ შენდება.

თეო გუდავაძე
13.06.2019

 შემოსავლის დადასტურების გარეშე სესხის გაცემას ორი ან სამი ბანკი დაიწყებს. სპეციალური შეთავაზება გაკეთდება ტაქსის მძღოლებისთვის. როგორი იქნება, პირობები საპროცენტო განაკვეთი და იქნება თუ არა ეს რეალური შეღავათი თვითდასაქმებულთათვის ეს რამოდენიმე დღეში ეროვნული ბანკისგან გახდება ცნობილი.

ეკატერინე ბასილაია
13.06.2019

 სამხრეთ ოსეთის ე.წ. საფეხბურთო ნაკრების წევრებმა სტეპანაკერტში გამართულ არაღიარებული ქვეყნების ჩემპიონატ „კონიფაზე" პირველად გაიმარჯვეს და საზეიმო დახვედრისთვის ცხინვალშიც გამოეგზავრნენ, თუმცა ე.წ. დედაქალაქში არასრული შემადგენლობით მოუწიათ დაბრუნება. მიზეზი კი ისაა, რომ ვლადიკავკაზში ფეხბურთელებს შუა ქუჩაში ცეცხლი გაუხსნეს. ინტერნეტში ამ სროლის ვიდეოც გავრცელდა.

თამარ შუკვანი
13.06.2019

 „აშშ-სა და თურქეთს შორის დაძაბულობა გაღრმავდება, რაც ძალიან ცუდია - "ეს-400"-ის თემამ არა მხოლოდ ტექნიკური, არამედ პოლიტიკური პრობლემა შექმნა. ნატო-ს წევრებს შორის ერთგვარი განხეთქილება წამოვიდა, რასაც რეალურად პუტინმა მიაღწია," - ასე აფასებს „რეზონანსთან" ჟურნალ „არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი თურქეთის გადაწყვეტილებას, რუსეთისგან „ეს-400" ტიპის საზენიტო კომპლექსის შეძენის შესახებ საუბრისას.

ია აბულაშვილი
13.06.2019

 "უაღრესად კმაყოფილები ვართ ამ გზავნილით, ჩვენ უკვე გვაქვს სერიოზული მხარდაჭერა დასავლეთის მხრიდან - მივიღოთ რეალური და ნამდვილი შედეგები 2020 წლის არჩევნებზე. დასავლეთი თვალს არ დახუჭავს დარღვევებზე, რაც ძალიან კარგია. საქართველოში ბოლოს და ბოლოს უნდა დამთავრდეს გაყალბებები.

ელზა პაპოშვილი
13.06.2019

 მზადება 2020 წლის არჩევნებისთვის - რა შეიცვლება კოდექსში. ოპოზიციამ პარლამენტს მაჟორიტარული არჩევნების გაუქმების მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა. 20 ოპოზიციური პარტია, რომელიც ერთი კონკრეტული მოთხოვნით გაერთიანდა, საკანონმდებლო ორგანოში ხელმოწერებით მივიდა. ოპოზიციამ უკვე შეაგროვა 300 ათასზე მეტი ხელმოწერა, რომლითაც ქვეყნის მოსახლეობა მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მოითხოვს.

ელზა პაპოშვილი
13.06.2019

 ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სწავლების დროს ჯარისკაცი გარდაიცვალა. კაპრალი მამუკა ხარაზიშვილი პოლიგონზე გეგმიურ წვრთნას გადიოდა. მან წვრთნის დროს გამთენიისას თავი შეუძლოდ იგრძნო, ის ლაზარეთში გადაიყვანეს, თუმცა კაპრალის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

თამარ შუკვანი
13.06.2019

 მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ორგანომ სამუშაოდ თბილისში გადმოინაცვლა, ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობა უფუნქციოდ დარჩა. 2019 წლის იანვრიდან ეს შენობა შსს-ს გადაეცა, თუმცა ამ ეტაპზე ის დაკონსერვებულია.

ია აბულაშვილი
13.06.2019

 აშშ-ს ხელისუფლების მხრიდან იგრძნობოდა ტონი, რომ სამართლიანი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით პრობლემებია და გზავნილიც წინმსწრებად იყო გაკეთებული.

თამთა ჩაჩანიძე
13.06.2019

 ვაშინგტონში, თეთრ სახლში აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის სეხვედრაზე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია და მხარს უჭერს მის ტერიტორიულ მთლიანობას. მან საქართველოს მიმართ სამი მთავარი გზავნილი გააჟღერა - სასამართლო სისტემის გაუმჯობესებაზე, სამართლიან არჩევნებსა და ანაკლიის პორტის მშენებლობის მნიშვნელობაზე.

ელზა პაპოშვილი
12.06.2019

 სოფელ ყანდაურაში 4 ადამიანის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 85 წლის მამაკაცის მეუღლე გარდაიცვალა. ის საკუთარ სახლში 12 ივნისს გვიან ღამით გადმოასვენეს. გამოძიების ინფორმაციით, ქმარმა 72 წლის ელზა გამყრელიძეს თავის არეში მძიმე დაზიანება ცეცხლსასროლი იარაღიდან მიაყენა. შვილი, რძალი და მეზობელი დედა-შვილი დახოცა.

ეკატერინე ბასილაია
12.06.2019

 „ვაშინგტონიდან საჯაროდ კრიტიკა ითქვა იმისთვის, რომ ეს გაეგონა უკვე არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ ქართულ საზოგადოებასაც სცოდნოდა აშშ-ის პოზიცია და გაეგონათ იგივე ოპონენტებს, იქ ნახსენები იყო რუსული და ჩინური მხარე.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×