თამარ შუკვანი 11.06.2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს შეხვდა. პომპეომ, ტრადიციულად საქებარი სიტყვები არ დაიშურა საქართველოს მიმართ, ჩვენი ისტორიის ცოდნაც გამოამჟღავნა და უკვე ტრადიცული მადლობა ავღანეთის და ერაყის საერთაშორისო მისიებში მონაწილეობისთვის. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ღია გზავნილი ანაკლიას პორტის პროექტთან დაკავშირებით, რაც არის ნათელი დასტური ვაშინგტონის მტკიცე ინტერესისა, ასევე, გზავნილი სასამართლო სისტემის გაუმჯობესების აუცილებლობაზე და სამართლიან არჩევნებზე.
|
ელზა პაპოშვილი 11.06.2019
თუ ჩვენ ძალიან მკაცრად დავდექით ანაკლიის მიმართ, ამავე დროს არ მივეცით ფოთის პორტს ნებართვა, შეიძლება ერთიც ჩაიშალოს და მეორეც - ამ ამ სკანდალურ განცხადებას, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი „პალიტრა ნიუსთან" აკეთებს. გიორგი ქობულია ხელისუფლებას სიფრთხილისკენ და ყველაზე ცუდის სცენარის თავიდან აცილებისკენ მოუწოდებს. ყოფილი მინისტრისთვის კითხვებს აჩენს ფოთის პორტის ხელშეკრულებაც. ქობულია კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას მივიდეს პარლამენტში და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხოს.
|
ეკატერინე ბასილაია 11.06.2019
უკრაინის ეკლესიის საპატიო პატრიარქი ფილარეტი უკმაყოფილოა კონსტანტინოპოლის პატრიარქის მიერ მინიჭებული ავტოკეფალიის ტომოსით და პლიუს, ასევე მის მოტყუებაში ადანაშაულებს ექსპრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსა და უკრაინის დამოუკიდებელი ეკლესიის მეთაურ ეპიფანეს.
|
ელზა პაპოშვილი 11.06.2019
არასრულწლოვნებზე ძალადობის მორიგი შემთხვევა იმავე ოჯახში, სადაც ერთი ბავშვი სავარაუდოდ, უკვე შეეწირა ფიზიკურ ძალადობას. ხოლო გარდაცვლილი გოგონას დედა შვილზე ძალადობის ბრალდეებით უკვე დაკავებულია. ამჯერად სამართალდამცველებმა გარდაცვლილი 4 წლის ნონო ზალინაშვილის მამინაცვალი დააკავეს.
|
თამარ მუკბანიანი 11.06.2019
საწვავის ფასი ივნისის მეორე ნახევრიდან დაიკლებს. ასეთია, ანალიტიკოსებისა და ავტოგასამართი სადგურების მფლობელთა საერთო მოლოდინი. მსოფლიო ბაზარზე ნედლი ნავთობის 20%-ით გაიაფების გარდა, პოზიტიური ცვლილების მოლოდინს ლარის შედარებით გამყარებაც აჩენს. `რეგულარის~ ტიპის ბენზინი დაახლოებით 2.10 ლარი ეღირება, ხოლო ევროდიზელი 2.20 ლარის ფარგლებში. ასეთია დღევანდელი პროგნოზი.
|
თეო გუდავაძე 11.06.2019
ოქროს სიის~ გაუქმების გადაწყვეტილება არ გადავადდება. ასეთია ფინანსთა მინისტრის მტკიცე პოზიცია. ბიზნესი 6 თვეს ითხოვს მოსამზადებლად, რადგან მათ სახელმწიფოს მხრიდან არავითარი კომუნიკაცია არ ჰქონიათ. კერძო სექტორი ახლა ბიზნესომბუდსმენის პრემიერთან მოლაპარაკების იმედადაა.
|
მარი ჩიტაია 11.06.2019
პრემია-დანამატებს საჯარო სექტორი ვერაფრით შეელია. ათასი მანიპულაციებითა და ხერხით გაჭირვებული მოსახლეობის ხარჯზე პრემიებში მილიონობით ლარი იხარჯება. იმ ფონზე, როცა ხალხი უკიდურეს გაჭირვებაშია და ქვეყანა სიღარიბის პრობლემას ვერ ერევა, საჯარო სექტორი ადმინისტრაციულ ხარჯს აორმაგებს.
|
ეკატერინე ბასილაია 11.06.2019
„საქართველოსთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ დამთავრდება ალბანეთისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ჰოლანდიის მიერ დაყენებული წინადადება. თუ ჰოლანდიის ეს წინადადება დაკმაყოფილდება, მაშინ მეორე ქვეყანა, რომელიც ამ თემაზე მოიაზრება, ყველა ვარიანტში საქართველოა და გამორიცხული არ არის, რომ ალბანეთის შემდეგ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე საქართველოს საკითხიც დადგება,"- აცხადებს „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დამფუძნებელი კორნელი კაკაჩია.
|
ია აბულაშვილი 11.06.2019
როგორ შეიძლება განლაგდეს ძალთა ბალანსი მომავალ პარლამენტში და რამდენად დიდია ალბათობა, რომ 2020 წლის მოწვევის პარლამენტში კოალიციური უმრავლესობა შეიქმნას.
|
თამარ შუკვანი 11.06.2019
ბირთვული კატასტროფის ახალი ნიშნები, - აშშ-ირანის დაძაბული ვითარების პარალელურად, ისრაელი-რუსეთის ომის დაწყების პოტენციური საფრთხე არსებობს. იმ შემთხვევაში თუკი, ისრაელი სირიაში ასადის რეჟიმის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმებს გააგრძელებს, ეს ახალი სამხედრო ესკალაციის მიზეზი გახდება, რაც საბოლოოდ, რუსეთ-ისრაელის ომს გამოიწვევს. ხოლო, ამ დაპირისპირებაში აშშ-ს ჩარევა მოუწევს, რადგან ის ისრაელის სტარტეგიული პარტნიორია.
|
ტატა შოშიაშვილი 11.06.2019
„ეს თვითმფრინავი მალე გახდება უმთავრესი გამანადგურებელი დასავლეთის ქვეყნების შეიარაღებაში. ამას დაემატა რუსეთის პრეზიდენტის ეშმაკური პოლიტიკა - მან თავისი სხვადასხვა ქმედებით ბზარი გააჩინა ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორის, პირველ ყოვლისა, იგულისხმება აშშ და თურქეთი.
|
ია აბულაშვილი 11.06.2019
"არ ვიცი ვინ და რა პარტიას ქმნის - პირადად მე ყველა პარტიას ახალ ძველს სკეპტიკურად ვუყურებ იმიტომ, რომ საქართველოში პატიები არ არსებობენ გინდა ოპოზიცია იყოს, გინდა პოზიცია. მათი დაწყებული საქმე კი თავიდანვე ყარს"- ასე ეხმაურება მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე პოლიტიკურ ველზე ახალი პოლიტიკური ძალების გამოჩენას.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|