თამთა ჩაჩანიძე
11.06.2019

 ოკუპირებული აფხაზეთისა და რუსულ პორტებს შორის შავი ზღვის აუზში საკრუიზო მიმოსვლა დაიწყო - 2 ივნისს ოკუპირებული აფხაზეთიდან პირველ საცდელ საკრუიზო მიმოსვლისთვის დელეგაცია სოჭში გაემგზავრა. გეგმის თანახმად, პირველი რეისი უნდა შემდგარიყო 2020 წელს, თუმცა, აღნიშნული საცდელი გასვლა შეიძლება უკვე წელსვე შედგეს.

ელზა პაპოშვილი
10.06.2019

ამ კვირაში ორი ახალი პოლიტიკური პარტია ყალიბდება. 11 ივნისს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკაში საკუთარ თანამოაზრეებთან ერთად ოფიციალურად დაბრუნდება და ახალ პოლიტიკურ მოძრაობას ჩამოაყალიბებს. ხოლო 12 ივნისს ეკა ბესელიას პარტია „სამართლიანობისთვის“ საზოგადოების  ყველა წევრს იწვევს, ვისაც მათთან თანამშრომლობა სურს. 20 ივნისს კი პარტიის ყრილობა  ჩატარდება. 

ეკატერინე ბასილაია
10.06.2019

 „ოცნებაში“ ყოველთვის ბიძინას იმედზე იყვნენ. ბიძინა ჰგონიათ ფოკუსნიკი. ჩვენ კი არავინ არ ვართ, მაგრამ ბიძინა ფოკუსებს ჩაატარებს და მოვიგებთო - ამის იმედად არიან და იქნებიან  2020 წლისთვისაც,“ - აცხადებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი. 

მარიკა გოგოხია
10.06.2019

 საქართველოში სოციალურად მოწყვლადი ფენა - პენსიონერები, სოციალურად დაუცველი პირები და დევნილები "ლიბერთი ბანკის" მძარცველური პოლიტიკის გამო ზარალდებიან. იმის გამო, რომ მათ ექსკლუზიურად ერთი ბანკი ემსახურება, სესხების აღება კაბალური პირობებით უწევთ. საბოლოო ჯამში, ბანკის მოგება მატულობს, ხოლო ადამიანები კიდევ უფრო ღატაკდებიან.

მარი გოცირიძე
10.06.2019

 საქართველოში სხვადასხვა სახის ნავთობპროდუქტების იმპორტი მატულობს. როგორც მოსალოდნელი იყო, იმპორტმა გაზაფხულიდან გეზი ზრდისკენ აიღო და წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. როგორც ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს, წინა თვეებისგან განსხვავებით, ნავთობპროდუქტების იმპორტში მაისი განსაკუთრებით წარმატებული თვეა და იგი აშკარად გამოკვეთილი მზარდი ტრენდით გამოირჩევა.

ია აბულაშვილი
10.06.2019

 როგორ შეიძლება განლაგდეს ძალთა ბალანსი მომავალ პარლამენტში და რომელ პარტიებს აქვს შანსი გადალახონ  3%-იანი ბარეირი? პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის თქმით, პროგნოზის გაკეთება ნაადრევია, თუმცა დღევანდელი გადასახედიდან დაახლოებით 4-5 პარტიას აქვს შანსი მოხვდეს მომავალ პარლამენტში.

ეკატერინე ბასილაია
10.06.2019

 მოლდოვაში დიდი პოლიტიკური კრიზისია. მეორე დღეა ქვეყანაში ორხელისუფლებიანობაა და ერთმანეთს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაყენებული პრეზიდენტ იგორ დოდონი და მისი პრორუსული პარტია და პრემიერ-მინისტრ პაველ ფილიპის პროევროპული ძალა უპირისპირდებიან.

თამარ შუკვანი
10.06.2019

 „ბევრი შეიძლება არ იყოს ამ სიაში, ბევრი კი იყოს. ეს, პირველ რიგში, პარტიის თავმჯდომარის პრეროგატივაა,“ - ასე ეხმაურება „რეზონანსთან“ საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბიძინა გეგიძე მომავალ საპარლამენტო შემადგენლობაში ყოფნა-არყოფნის აუცილებლობის შესახებ მისი თანაგუნდელის, ნუკრი ქანთარიას მიერ გაკეთებულ განცხადებას.

ია აბულაშვილი
10.06.2019

 რუსეთში სამმა წამყვანმა საქმიანმა გაზეთმა - „კომერსანტმა“, „რბკ“-მ და „ვედომოსტიმ“ გამოცემა „მედუზას“ ჟურნალისტის, ივან გოლუნოვის მხარდასაჭერად პირველი გვერდები ერთნაირი სათაურით გამოაქვეყნა - „მე/ჩვენ ვართ ივან გოლუნოვი“. ერთობლივ განცხადებაში კი წერია, რომ გოლუნოვის დაკავება მის პროფესიულ საქმიანობას ეხება და ჟურნალისტის დაკავებაში პოლიციის ქმედებების დეტალურ გამოიძებას ითხოვენ.

ნინა გარდაფხაძე
10.06.2019

 ავადმყოფების გაზრდილი რაოდენობა, ატიპიური ვირუსები და გაახალგაზრდავებული დაავადებები - ასეთია 21-ე საუკუნის რეალობა, რომელსაც დაბინძურებული ეკოლოგია, კვების რეჟიმი, თავად საკვები და ცხოვრების წესი განაპირობებს. ჯანმრთელობის ნებისმიერი პრობლემის მკურნალობა და მართვა კი წლიდან წლამდე უფრო ძვირდება.

ელზა პაპოშვილი
10.06.2019

 აგარაში  სასტიკი მკვლელობა მოხდა. მოკლულია შუახნის მამაკაცი და დაჭრილია ქალი. მკვლელობაში ბრალდებული დაჭრილი ქალის ქმარია. წინასწარი ინფორმაციით, მოტივად ეჭვიანობა სახელდება. 50 წლამდე მამაკაცმა მეზობელი, 41 წლის ირაკლი გელაშვილი მოკლა, მეუღლე კი დაჭრა.

თეო გუდავაძე
10.06.2019

 ელექტრო­ნუ­ლი კო­მერ­ცია ვაჭ­რო­ბის ტრა­დი­ცი­ულ მე­თოდს ნელ-ნელა ანაც­ვლებს. ბოლო პერიოდში ონლაინ გაყიდვა საკმაოდ აქტუალური იყო, თუმცა ისევე როგორც ყველაფერზე, დოლარის კურსის მატებამ ვირტუალურ ვაჭრობაზეც იქონია გავლენა. ონლაინ მაღაზიების მეპატრონეები "რეზონანსთან“ არ მალავენ, რომ ბიზნესი ნელ-ნელა უკან მიდის და რეალიზაცია გაიყინა, როგორც ნივთის საფასური, ასევე ტრანსპორტირების ღირებულებაც გაცილებით მეტია, ვიდრე 3-4 თვის წინ იყო.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×