ელზა პაპოშვილი
07.06.2019

 კვირას, 9 ივნისს მთაწმინდის საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის მანდატისთვის ერთმანეთს „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლადო კახაძე და „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელი შალვა შავგულიძე დაუპირისპირდებიან. 

მარი ჩიტაია
07.06.2019

 უკვე გადაჭრით შეილება ითქვას, რომ სამშენებლო კომპანია `სვეტმა~ საბოლოოდ `ცენტრ-პოინტის~ ბედი გაიზიარა. 1 წელი გადის, რაც უნებართვო მშენებლობების გამო მერიამ კომპანიას საქმიანობა შეუჩერა. დაზარალებულები ამბობენ, რომ ამ ხნის განმავლობაში რამდენიმე სასამართლო პროცესი ჩატარდა, მაგრამ არანაირი სიახლე არ არის და ვერავინ იძლევა იმედს, რომ დაკარგული თანხა აუნაზღაურდებათ. თბილისის მერიაში კი აცხადებენ, რომ კომპანიის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები მიდის და პრობლემა მოგვარდება, თუმცა რა გზა შეიძლება გამოინახოს და რა ბედი ელით დაზარალებულებს, ამაზე ჯერჯერობით არავინ საუბრობს.

ია აბულაშვილი
07.06.2019

 „ჯერ არ ვიცი რა ინიციატივაა და როდესაც გავეცნობი, ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვტილებას აქციებში ჩართვასთან დაკავშირებით“, - ასე ეხმაურება „რესპულიკური  პარტიის“ ერთ- ერთი  ლიდერი დავით ბერძენიშვილი „ნაცონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ საპროტეტსო აქციებს.

ია აბულაშვილი
07.06.2019

 „ველოდი, რომ სააკაშვილი კლიჩკოს ტალღას არ აყვებოდა, იმიტომ, რომ პარლამენტში მისი მოხვედრა შეუძლებელი იქნეობდა. რადგან უარი უთხრა, სავარაუდოდ, ზელენსკის მხრიდან მაღალი თანამდებობის შეთავაზებას დაელოდება“, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი რამაზ საყარელიძე სააკაშვილის უარს კიევის მერის შეთავაზებაზე.

თამარ შუკვანი
07.06.2019

 2 ივნისს თბილისში, ნიკო ნიკალიძის 7 ნომერში საბჭოთა ტერორის მსხვერპლის მიხეილ ლევანდოვსკის მემორიალური ნიშანი დამონტაჟდა, რომელიც მართალია რეპრესიებს შეეწირა, თუმცა მანამდე საქართველოს ოკუპაციაში მონაწილე რუსეთის მე-9 არმიის სარდალი იყო და საქართველოსა და აზერბაიჯანის ოკუპაციაში მონაწილეობდა.

თამთა ჩაჩანიძე
07.06.2019

 ე.წ. სამხრეთ ოსეთში დე ფაქტო „პარლამენტის არჩევნები“ 9 ივნისს გაიმართება, რომლის მონიტორინგსაც დაახლოებით 50 საერთაშორისო დამკვირვებელი განახორციელებს. იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლის წარმომადგენლებიც „არჩევნებზე“ დამკვირვებლის სტატუსით დარეგისტრირდნენ, დე ფაქტო საარჩევნო კომისიას მითითებული აქვს გერმანია, ფინეთი, ბელგია, იაპონია და იტალია. ეს ის ქვეყნებია, რომლებიც ე.წ. სამხრეთ ოსეთს არ აღიარებენ.

ეკატერინე ბასილაია
07.06.2019

 ბელარუსსა და რუსეთს შორის დაპირისპირება გრძელდება. ამჯერად ალექსადრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ რუსეთიდან შემოსული ბინძური ნავთობის გამო მოსკოვმა ბელარუსს სამართლიანი კომპენსაცია უნდა გადაუხადოს და ეს უნდა იყოს ბევრად უფრო მეტი, ვიდრე 100 მლნ დოლარი. საპასუხოდ კი მოსკოვში აცხადებენ, რომ 100 მილიონის გადახდაც კი ბევრია, რადგან არცთუ ისე დიდი ზარალი აქვს ბელარუსს.

ია აბულაშვილი
07.06.2019

 „ნაციონალური მოძრაობა“ ფართომასშტაბიან საპროტეტსო აქციებს იწყებს მოთხოვნით გაუქმდეს საპროცენტო განაკვეთი წინასწარ აღებულ პენსიებზე და პენსიით გარანტირებულ სესხებზე. როგორც „გაერთიანებული ოპოზიციის“ ლიდერი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, „ლიბერთი ბანკი“ პენსიონრებს პენსიით გარანტირებულ სესხებზე, სხვა ტიპის სეხებთან შედარებთ სამჯერ მეტს პროცენტს ართმევს - 36%-ს, რაც პენსიონერების გაძარცვას ნიშნავს. პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ჭიათურის საპროტესტო აქციების შემდეგ, ცდილობს ამ ტალღას მოერგოს და ამით ამომრჩეველთა წრე გაიფართოვოს.

თამთა ჩაჩანიძე
07.06.2019

 „რუსეთი არ შეცვლის თავის ქცევას დიდი ბრიტანეთის მოთხოვნით", - ამის შესახებ ვლადიმერ პუტინის პრეს სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა, პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

ელზა პაპოშვილი
07.06.2019

 სასტიკი შურისძიება კასპში - შუახნის მამაკაცი საკუთარ სახლის ეზოში, სავარაუდოდ, თანასოფლელმა მოკლა, ხოლო მისი მეუღლე დაჭრა. შემთხვევა 7 მაისს ღამის  2 საათზე მოხდა. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურის მცხოვრებლები „რეზონანსთან“ მომხდარის მიზეზებსა და დეტალებს ყვებიან. გარდაცვლილი 70 წლამდე ასაკის შახალა ჯემალ ოღლი ბაირამოვია, მისი მეუღლე კი  კასპის საავადმყოფოშია მოთავსებული და ის თავშია დაჭრილი. 

თამარ შუკვანი
07.06.2019

 „საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში ცვლილებები იგეგმება, რომლის მიხედვითაც გამოცდის ჩაბარების საფასური ახლანდელი 40-დან 150 ლარამდე ძვირდება. თბილისის საკრებულოს დეპუტატი და საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი შალვა ოგბაიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეს გაძვირება უმნიშვნელოა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×