ელზა პაპოშვილი
05.06.2019

 ის, რაც ხორავას ქუჩის საქმეზე არ გააკეთა პროკურატურამ, შესრულდა შს სამინისტროს ხელით. მიღწეულია ზაზა სარალიძის ერთ-ერთი მთავარი მიზანი - მკვლელობაში თანამონაწილეობის ბრალდებით დაკავებულია მიხეილ კალანდია. კიდევ ერთი ქულა გიორგი გახარიას სასარგებლოდ, რომელსაც ახლა უკვე მირზა სუბელიანის შემდეგ, მიხეილ კალანდიას ოჯახი ემუქრება.

ეკატერინე ბასილაია
05.06.2019

 მმართველი ძალის უარყოფის მოუხედავად, რომ ბრიუსელში მოულოდნელად ჩასული პრემიერი მამუკა ბახტაძე უკრაინის ახალ პრეზიდენტთან შეხვედრას არ გეგმავდა, შეხვედრა შედგა, მხოლოდ მცირე ხნით, რაც თავად ვლადიმერ ზელენსკიმ დაუდასტურა ქართველ ჟურნალისტებს და თანაც, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ლიდერმა შეხვედრის შინაარსი არ გაასაჯაროვა, საქართველოს ხელისუფლებისთვის დამამშვიდებელი მესიჯი გაახმოვანა - თქვა, რომ სააკაშვილთან თანამშრომლობა და რაიმე თანამდებობაზე დანიშვნა არ განიხილება.

ეკატერინე ბასილაია
05.06.2019

 „შეიძლება ვიფიქროთ, რომ ახლა, 9-ში მეორე ტურია მთაწმინდის საარჩევნო ოლქში და უნდათ, საზოგადოებას გული მოულბონ და უთხრან, რომ ასეთი გახმაურებული საქმის (სარალიძის საქმის) გამოძიება შეუძლიათ. "თუმცა ის, რაც ახლა ხდება, ნამდვილად არ ნიშნავს საქმის გამოძიებას... ვფიქრობ, რომ ამას გაგრძელება არ ექნება. ანუ, ყველა დამნაშავე არ იქნება პასუხისგებაში მიცემული და გამოძიება არ იქნება სრულყოფილი"- აცხადებს იურისტი ლია მუხაშავრია.

ელზა პაპოშვილი
05.06.2019

 პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ მას კვლავ ემუქრებიან და მუქარების რაოდენობამ მის მიმართ ბოლო ორი დღის განმავლობაში განსაკუთრებით იმატა.

მარი ჩიტაია
05.06.2019

 რამდენიმე ათეული ათასი ოჯახი ექსპლუატაციაში მიუღებელ ბინებში ცხოვრობს. პრობლება ბოლო წლებში განსაკუთრებით ახალაშენებული კორპუსების მობინადრეებს აქვთ. იმის გამო, რომ შენობას აღმოაჩნდა ტექნიკური წუნი ან პროექტი შეიცვალა და სხვადასხვა სახის შეუსაბამობას შეიცავს, მერია ექსპლუატაციაში არ იღებს. ეს ნიშნავს, რომ ათეულ ათასობით ოჯახი ყოველგვარი ნებართვის გარეშე ცხოვრობს და კუთვნილ ფართს, რომელშიც ფული აქვს გადახდილი, ვერ იკანონებს.

თამარ მუკბანიანი
05.06.2019

 ბოლო დღეებში ლარი მყარდება, პარალელურად მსოფლიო ბაზარზე იკლებს ნავთობის ღირებულებაც, რაც ქვეყნაში პოზიტიურ მოლოდინს ქმნის ფასების დარეგულირების კუთხით. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ეროვნული ვალუტის სტაბილურობა შემოდგომამდე გასტანს, ხოლო 20 ივლისამდე კურსი 2.68 ნიშნულამდეც კი ჩამოვა.

ია აბულაშვილი
05.06.2019

 თბილისი, რომელიც მდინარე მტკვრის ორივე ნაპირზეა გაშენებელი, მისი ისტორიის მანძილზე ქალაქის გაფართოება და განაშენიანება მდინარის სანაპიროებს მიჰყვებოდა.

მარი გოცირიძე
05.06.2019

 საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური ურთიერთობები აღმავლობის გზაზეა. გარდა იმისა, რომ სავაჭრო ბრუნვა ყოველწლიურად იზრდება, საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობით აზერბაიჯანი პირველ ადგილზეა და საქართველოსთვის წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ პარტნიორს. ორ ქვეყანას აკავშირებს გლობალური მნიშვნელობის მრავალი პროექტი, როგორიცაა ბაქო თბილისი-ყარსის და სამხრეთის გაზის კორიდორის პროექტი, რომელიც შემდგომ ტრანსანატოლიური და ტრანსადრიატიკული გაზსადენით ევროპას უკავშირდება, უაღრესად დიდი მნიშვნელობისაა, როგორც ეკონომიკური, ისე გეოსტრატეგიული თვალსაზრისით.

თამთა ჩაჩანიძე
05.06.2019

 აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროპას ოფიციალური ვიზიტით ეწვია, ევროპელი დიპლომატები ფიქრობენ, რომ კრემლის ვენესუელაში ბოლოდროინდელი არაერთი ნაბიჯის გამო ვაშინგტონი საპასუხოდ რაიმეს მოიმოქმედებს და ეს ვიზიტიც შესაძლოა სწორედ ამას უკავშირდებოდეს.

თამარ შუკვანი
05.06.2019

 „საქართველოს არ აწყობს სააკაშვილის ექსტრადირება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რევოლუციონერები ციხეში უფრო სახიფათო არიან, ვიდრე მის გარეთ," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე საქართველოს ექსპრეზიდენტის და ამასთანავე, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლოა ექსტრადირების შესახებ საუბრისას.

ია აბულაშვილი
05.06.2019

 "ქართველმა ხალხმა "ოცნება" იმიტომ დაიქირავა, რომ "ნაციონალური მოძარაობა" გაესტუმრებინა, მაგრამ მის მძევლად იქცა და ახლა "ნაციონალური მოძრაობის" შავ- თეთრი ასლი გახდა.

თამარ შუკვანი
05.06.2019

 „აღმოსავლეთ ევროპის პროგრამის მიხედვით, სამი ქვეყანა, - საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, ფაქტობრივად, მზად არიან, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატები გახდნენ," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში, ვახტანგ მაისაია აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვენლობასა და ევროკავშირის მხრიდან შემდგომი ნაბიჯების შესახებ საუბრისას.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×