ეკატერინე ბასილაია
09.06.2019

 ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე ახალი ათონის მონასტრის ირგვლივ სიტუაცია ძალიან უცნაურად ვითარდება. წლების წინ ორ ბანაკად დაყოფილი და დიდ განხეთქილებაში მყოფი აფხაზური სასულიერო პირთა ორი დაჯგუფება, დოროთე დბარისა და ბესარიონ აპლიას ხელმძღვანელობით, შერიგებას და ახალი ათონის მონასტრის გაყოფაზე თანხმობას აცხადებენ, თუმცა შერიგდნენ თუ არა, ამაზე საბოლოო სიტყვას და თანხმობას რუსეთის პატრიარქისგან ელიან.

ია აბულაშვილი
09.06.2019

 კავკასიის ომის გმირის, მეფის რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ მთიელთა ერთ-ერთი გამორჩეული სარდლის, ჰაჯი მურატის ნეშტი შესაძლოა აზერბაიჯანიდან მოიპარეს და დაღესტანში დაკრძალეს. ამ ცნობამ, რომელიც ჯერ ოფიციალურად დადასტურებული არ არის, უკვე გამოიწვია სკანდალი დაღესტანში.

ეკატერინე ბასილაია
09.06.2019

 „ხელისუფლება ეცდება სწორედ პოლიტიკურად ყველაზე მკვდარ დროს, ივლის-აგვისტოში აირჩიოს ოდიოზური მოსამართლეები უზენაესში, მაგრამ ეს არ იქნება მარტივი ამბავი „ქართული ოცნებისთვის“... „ოცნება“ უნდა გადაყვეს თამარ ალანიას უზენაესში გაყვანას. უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი, იმიტომ, რომ, თამარ ალანია არის სააკაშვილი და ადეიშვილი და როდესაც იღებ სააკაშვილისა და ადეიშვილის მემკვიდრეობას, ეს ნიშნავს ხაზი გადაუსვა 1-ლი ოქტომბრის მონაპოვარს,“ - აცხადებს „რეზონანსთან“ საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობიდან სწორედ  მოსამართლეების თემის გამო წამოსული ლევან გოგიჩაიშვილი. 

ტატა შოშიაშვილი
09.06.2019

 საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის პარტია „რუხ ნოვიხ სილ" („ახალი ძალების მოძრაობა") 21 ივლისს დანიშნული უკრაინის რადას არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ის არ აპირებს უკრაინის ძველ პოლიტიკოსებთან კომპრომისზე წასვლას და არც მათთან გაერთიანებას, რადგან ქვეყანას ახალი მამოძრავებელი ძალა სჭირდება.

ელზა პაპოშვილი
08.06.2019

 ერთ კვირაში მომხდარი სუიციდის 4 ფაქტი და 25 წლამდე ახალგაზრდების მასობრივი თვითმკვლელობები. არის თუ არა ქვეყანაში სუიციდის  შემთხვევები გაზრდილი და რამდენად საგანგაშო მონაცემებთან გვაქვს საქმე. 

თამარ შუკვანი
08.06.2019

 „მოსამართლე ალანიასთან დაკავშირებით დღეს ჩემი პოზიციის გამოხატვისგან თავს შევიკავებ; იმედი მაქვს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეფასებისას ობიექტური იქნება," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას უმრავლესობის დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი უზენაესის სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა კონკურსში მოსამართლე თამარ ალანიას მონაწილეობას.

თამარ შუკვანი
08.06.2019

 „ვერ ვხვდები გვარამიამ რატომ გადაწყვიტა, რომ რაღაც შეთქმულების თეორია ააგოს ჩვეულებრივი ელემენტარული ვითარებიდან, რაც სასამართლოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ შეიქმნა, როდესაც პასუხისგებაში მიეცა ადამიანი, რომელიც აქამდე მფარველობის ქვეშ იყო", - აცხადებს „რეზონანსთან" „ადამიანის უფლებათა ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი და ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის ზაზა სარალიძის ინტერესების დამცველი ალეკო ცქიტიშვილი „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას გამოწვევის შესახებ საუბრისას.

თამარ შუკვანი
08.06.2019

 სოხუმის აეროპორტი, რომელიც 1993 წლიდან აღარ ფუნქციონირებს, რესტავრაცია ჩაუტარდება. ხოლო აეროპორტის ინფასტრუქტურა მთლიანად შეიცვლება. მის აღდგენას კი რუსი ბიზნესმენები კრემლის თხოვნით განახორციელებენ. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ვალერი ბგანბამ პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

თამარ შუკვანი
08.06.2019

 „ნებისმიერი ადამიანისგან სიძულვის ენის გამოყენება მიუღებელია, ეს იქნება „ქართული ოცნების" თუ სხვა რომელიმე პოლიტიკური პარტიის," - ასე ეხმაურება „რეზონანსთან" საუბრისას „ქართული ოცნების" დეპუტატი შოთა ხაბარელი ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის ნანა კოსტავასთან დაკავშირებულ ახალ სკანდალს.

ია აბულაშვილი
08.06.2019

 „პარლამენტში მისულ ეკონომიკის მინისტრს, რომელიც დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე ოპოზიციის მოთხოვნით იყო მიწვეული, პასუხის გაცემა ყველა მწავე კითხვაზე გაუჭირდა და ბუნებრივია, კითხვები ისევ  არსებობს“, - ასე ეხმიანება პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე ეკონოიმიკის მინისტრისნათია თურნავას გამოსვლას პარლამენტში.

თამარ შუკვანი
07.06.2019

 „მაშინ მთელი უმრავლესობა ასე ამბობდა. იმ დროს საგამოძიებო კომისიაში ბესელია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის მიერ იყო წარდგენილი. აქედან გამომდინარე, ეტყობა შეთანხმებულ პოზიციას აჟღერებდა,“ - ასე ეხმაურება დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძის განცხადებას, რომ იმ დეპუტატებმა, ვინც საგამოძიებო კომისიის მუშაობის დროს მიხეილ კალანდიას „აპრავებდნენ“, პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღონ. 

ეკატერინე ბასილაია
07.06.2019

 აფხაზეთში დიდი უკმაყოფილება და დავაა იმის გამო, რომ იმ აფხაზების შთამომავლებს, ვინც 1992-93 წლებში ქართველების წინააღმდეგ ომობდა და ომის შემდეგ ქართველების სახლები დაისაკუთრეს, ახლა ამ სახლების მფლობელთა შთამომავლები საკუთრების უფლებას ედავებიან და ასეთი სადაო სახლი დაახლოებით 100-ია.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×