ელზა პაპოშვილი 04.06.2019
წელიწად ნახევრიანი ლოდინის შემდეგ, გამოძიებას დავით სარალიძის მკვლელობაში ორი ბრალდებული ჰყავს. 5-ჯერ შეცვლილი ჩვენების შემდეგ პროკურატურის ე.წ. ოქროს მოწმედ ცნობილი მიხეილ კალანდია, რომელსაც ზაზა სარალიძე მისი შვილის მკვლელობაში ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტად ასახელებდა, დაკავებულია.
|
თამარ მუკბანიანი 04.06.2019
2020 წლამდე დედაქალაქში მოძრავი მიკროავტობუსები ახლით უნდა შეიცვალოს. ასეთია ფრანგული კომპანიიის კვლევის შედეგი, რომელსაც მერია და `თბილისის მიკროავტობუსი~ ელოდნენ. სავარაუდოა, რომ ახალ მიკროავტობუსებზე ფასი აუცილებლად გაიზრდება, ასეთია ეკონომისტების ანალიზი ყველა ფაქტორის გათვალისწინების შედეგად.
|
ეკატერინე ბასილაია 04.06.2019
რას უკავშირდება პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ვიზიტი ბრიუსელში და შეხვდა თუ არა ბახტაძე უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის? მამუკა ბახტაძის გამოჩენამ ბრიუსელის იმ სასტუმროში, სადაც უკრაინის პრეზიდენტი იყო დაბინავებული, თბილისში სპეკულაციები გამოიწვია. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ბახტაძე ზელენსკისთან შეხვედრას, დიდი ალბათობით, სწორედ მიხეილ სააკაშვილის საკითხზე ცდილობს და ასე ჩუმად შეხვედრა კომიკური და სამარცხვინოა. ხოლო „ოცნების" წევრები ამტკიცებენ, რომ სააკაშვილსა არ აქვს ის წონა, რომ ბახტაძე მასზე სალაპარაკოდ ბრიუსელში ჩადიოდეს.
|
თამარ შუკვანი 04.06.2019
„კონსტიტუციის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ საგარეო ურთიერთობებში პრეზიდენტი არის ერთ-ერთი წამყვანი, მისი გადაწყვეტილებები და განცხადებები პრემიერთან უნდა იყოს შეთანხმებული,“ - ასე აფასებს „რეზონანსთან“ საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებას იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის საზღვრების დადგენის შესახებ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომელსაც დავით გარეჯთან დაკავშირებით ვითარების გამწვავება მოყვა, პრემიერთან შეთანხმებული იყო.
|
მარი ჩიტაია 04.06.2019
საქართველოში ხელფასის მიმღებ პირთა რაოდენობა, 90-იან წლებთან შედარებით განახევრდა. ცალკე პრობლემაა არსებული ხელფასის მსყიდვითუნარიანობა, რომელიც სპეციალისტების ერთი ნაწილის შეფასებით, 2004-05 წლების დონეს გაუტოლდა. მდგომარეობის გამოსაწორების ეკონომიკური რესურსი, ფაქტობრივად, ამოწურულია და ხელფასის ზრდის ტემპი ვეღარ უსწრებს მშპ-ს ზრდის ტემპს. ნაკლებად მოსალოდნელია, ვითარება მომდევნო წლების განმავლობაშიც შეიცვალოს.
|
ია აბულაშვილი 04.06.2019
1960 წელს გამომცემლობა „საბჭოთა საქართველომ“ გამოსცა მწერალ ლევან გოთუას ისტორიული რომანი „გმირთა ვარამი“, რომელიც მაშინვე ბეტსელერად იქცა. რომანი ლევან გოთუამ ვარკუტაში გადასახლების დროს დაწერა, სადაც საბჭოთა საკონცენტრაციო ქანაკში 10 წელი გაატარა. რა პირობებში დაიწერა „გმირთა ვარამი“ და როგორ ჩამოაღწია საქართველომდე, ამის შესახებ რამდენიმე ამბავს გავიხსენებთ დღევანდელ სტატიაში.
|
თამარ მუკბანიანი 04.06.2019
სალომბარდე ბიზნესს ეროვნული ბანკი კიდევ ერთ, ახალ რეგულაციას უწესებს. ცვლილება 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება და მათ ბანკებიდან ფინანსური რესურსების აღება გაურთულდება. სებ-ში ამტკიცებენ, რომ ეს მომხმარებლის უფლებების დასაცავად კეთდება. სფეროს სპეციალისტები კი მიიჩნევენ, რომ ცვლილებათა შედეგად ლომბარდები მიკროსაფინანსოებს გაუთანაბრდებიან.
|
ეკატერინე ბასილაია 04.06.2019
„მგონია, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში (ხორავას ქუჩის საქმეზე) შეთქმულების თეორია მაინც არ იყო ადეკვატური. მკაფიოდ მაინც არ ჩანს, რითი უნდა ყოფილიყო მოტივირებული იგივე კალანდიაზე ხელის დაფარება იმ ფონზე, როცა ასეთი რეაქცია არსებობდა. იქ ზოგიერთი სამართალდამცველის ინტერესები იმხელა წონის არ იყო, როგორც ეს პროტესტი. მაინც მგონია, რომ ბევრი რამ იმ პრობლემასთანაა დაკავშირებული, რაც გახარიამაც აღნიშნა - პროფესიონალიზმის, კვალიფიკაციის ძალიან დაბალი დონე სამართალდამცავ სისტემაში," - აცხადებს ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიხეილ კალანდიას დაკავებაზე.
|
თამარ შუკვანი 04.06.2019
„ყველამ, ვინც კომისიის წევრები იყვნენ და ამბობდენენ, რომ არანაირი სამხილი არ არსებობდა კალანდიას წინააღმდეგ, რომ კომისიის საქმიანობა სამარცხვინო იყო - ბესელიამ, მდინარაძემ, თალაკვაძემ, ოხანაშვილმა - ყველამ უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა," - აცხადებს „რეზონანსთან" ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე მიხეილ კალანდიას დაკავების შესახებ საუბრისას.
|
ტატა შოშიაშვილი 04.06.2019
„ეს არის ნატო-ს სტანდარტული ხელშეკრულება პარტნიორ ქვეყნებთან. საქართველოს უსაფრთხოებისთვის ძალიან კარგია, რადგან ნატო-ს დღის წესრიგში შავი ზღვა ერთერთი პრიორიტეტული მიმართულება ხდება, ნატო-ს გაზრდილი სამხედრო ყოფნა შავი ზღვის რეგიონში რუსული პროვოკაციების ალბათობასაც ამცირებს“,- ასე შეაფასა „საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ ვიცე-პრეზიდენტმა, ბათუ ქუთელიამ პრემიერმინისტრის მიერ დაანონსებული ცვლილებები, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და პორტებში ნატო-ს სახმედრო გემების შემოსვლის გამარტივებას შეეხება.
|
ია აბულაშვილი 04.06.2019
„საქართველოს ხელისუფლება წინასწარ თადარიგს იჭერს, რომ აცნობოს უკრაინის ახლად არჩეულ პრეზიდენტს ოფიციალური თბილისის პოზიცია სააკაშვილთან დაკავშირებით და ასევე მიიღოს ინფორმაცია, თუ რას ფიქრობს უკრაინული მხარე და რა როლი ექნება სააკაშვილს მომავალ მთავრობაში. ანუ მოხდება ინფორმაციის გაცვლა“, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის გასაიდუმლოებულ ვიზიტს ბრიუსელში.
|
ელზა პაპოშვილი 04.06.2019
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში 36 წლის მამაკცი მოკლეს. როგორც ადგილობრივები და გარდაცვლილის ნათესავები „რეზონანსთან“ ყვებიან, ბექა ჭაბაშვილი მეგობარს ცემისას შემოაკვდა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მკვლელობაში ეჭვმტანილი მამაკაცი მისივე მეგობარი და თანასოფლელია.
|
|