ტატა შოშიაშვილი
04.06.2019

 „სახალხო დამცველის განცხადება სწორია - სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მანიფესტაციის ან მიტინგის მონაწილეების უსაფრთხოება. მაგრამ, ისიც სწორია, რომ თუკი არსებობს კონფლიქტის საფრთხე, მაშინ ხელისუფლებას შეუძლია ურჩიოს დაგეგმილი ღონისძიების ჩატარება სხვა ადგილას. რაც შეეხება მესამე ჯგუფს, რომელიც ამბობს, რომ არ ჩავატარებინებთ მსვლელობას, ნამდვილად არ არის კანონიერი", - ასე შეაფასა კონსტიტუციონალისტმა, ვახტანგ ხმალაძემ „თბილისი პრაიდის" მიერ დაანონსებული მსვლელობაზე შსს-ის მიერ გაწეული რეკომენდაცია და სახალხო დამცველის განცხადება.

თამარ შუკვანი
04.06.2019

 „მთელი უმრავლესობის შემადგენლობა ვემიჯნებით კოსტავას „ფეისბუქპოსტის" შინაარსს, პათოსს და დამოკიდებულებას. არა მარტო საჯარო მოხელის და პოლიტიკური თანამდებობის პირისგან, არამედ არცერთი ადამიანისაგან არ არის მსგავსი პოზიცია მისაღები და ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი ამ პროცესს, რა თქმა უნდა, გაემიჯნება," - აცხადებს „რეზონანსთან" ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი ოთარ ლორთქიფანიძე დეპუტატ ნანა კოსტავას საკრებულოდან გაშვების მოთხოვნის შესახებ საუბრისას.

თამთა ჩაჩანიძე
04.06.2019

 იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უზენაესი სასამართლოს ყოფილ თანამშრომელს კახა წიქარიშვილს და მის მომხრე ორგანიზაციებს პოლიტიკური პარტიები უწოდა. წიქარიშვილი „რეზონანსთან" საუბარში ამბობს, რომ პოლიტიკასთან მათ საერთო არ აქვთ და მათი მხარდამჭერები არიან ერთმანეთთან სრულიად განსხვავებული პოზიციაზე მყოფი პარტიები.

ია აბულაშვილი
04.06.2019

 „მთაწმინდაზე მსგავსი არაფერი ხდება, ეს არის პოლიტიკოსების ერთგვარი ხრიკი და აპრობირებული მეთოდი - ითამაშონ ადამინის ნერვულ სისტემაზე, მაგრამ მე ვერავინ მწყობრიდან ვერ გამომიყვანს, უარესი ბოდვები მომისმენია ავადმყოფებისგან“, - ასე ეხმაურება მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლადო კახაძე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განაცხადებას.

თამარ შუკვანი
04.06.2019

 „გაუგებარია, თუკი ამ ადამიანის დასაკავებლად ამდენი ხანი ასეთი მტკიცებულებები არსებობდა, მანამდე რატომ არ დააკავეს? ბევრი კითხვა ისმის უკვე გამოძიებასთან დაკავშირებით; რა მოტივით არ იქნა დაკავებული თავიდანვე? თუკი ხელის დაფარების მცდელობა იყო, რა ბედი ეწევათ იმ ადამიანებს, ვინც ხელს აფარებდა მას?" - ასე ეხმაურება „რეზონანსთან" საუბრისას დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ფიგურანტის, მიხეილ კალანდიას დაკავებას.

თამთა ჩაჩანიძე
04.06.2019

 შს სამინისტროს ინფორმაციით, დავით სარალიძის მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის მიხეილ კალანდია დააკავეს. ექსპერტი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან“ საუბარში ამბობს, რომ ახლა მთავარია სწორი დიაგნოზი იქნას დასმული და გამოიძიონ არა მხოლოდ ეს ტრაგედია, არამედ ამ საქმის საბოტირებაც.

ტატა შოშიაშვილი
04.06.2019

 აშშ-ის პრედინტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთმა ვენესუელიდან „თავისი სპეციალისტების" ძირითადი ნაწილი გაიყვანა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა „ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე 3 ივნისს დაწერა - „რუსეთმა გვაცნობა, რომ თავისი ხალხის უმრავლესობა გაიყვანა ვენესუელის ტერიტორიიდან", - წერს ტრამპი.

ელზა პაპოშვილი
03.06.2019

ორ დღეში ერთმანეთის მიყოლებით ევროკავშირის  წევრი ქვეყნების ელჩები საქარველოში არსებულ ბიზნეს გარემოს კრიტიკულად აფასებენ. ავსტრიის და იტალიის დიპლომატები  საქართველოს მედია საშუალებებთან საუბრისას აცხადებენ, რომ არსებობს რიგი ფაქტორები, რომლებიც საქართველოში ბიზნესის განვითარებას აფერხებენ. 

ია აბულაშვილი
03.06.2019

 ინგუშეთის დედაქალაქ მაგასში და სხვა მსხვილ დასახლებულ პუნქტებში გამოჩნდა პროკლამაციები "ინგუშეთის რუსეთის შემადგენლობიდან გამოსვლისა და საქართველოს შემადგენლობაში შესვლის" მოწოდებით. პროკლამაციები განცხადებებისთვის განკუთვნილ დაფებზე, ხეებსა და შენობების კედლებზეა გაკრული.

ეკატერინე ბასილაია
03.06.2019

 ბოლო ათწლეულების განმავლობაში ნატო-მ ახალი სტრატეგია პირველად გამოაქვეყნა, რუსეთისგან მომდინარე ბირთვული საფრთხის შესაკავებლად და ნატო-ს ამ ახალ სტრატეგიაში საქართველოზეც არის საუბარი. კონკრეტულად კი, საუბარია საქართველოსთვის მრავალმხრივი სამხედრო დახმარებების აღმოჩენასა და კიდევ უფრო მეტ და მასშტაბურ სამხედრო სწავლებებზე.

ეკატერინე ბასილაია
03.06.2019

 „ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა ხასიათზე გაიღვიძებს ივანიშვილი და როგორ მოუნდება მას თავის საჭადრაკო დაფაზე ფიგურების გადაადგილება...ამიტომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. არ გამოვრიცხავ, რომ თადუმაძე წავიდეს უზენაესის მოსამართლედ და შემდეგ იქნება თუ არა თავმჯდომარე, ეს კიდევ ცალკე თემაა," - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×