მარი ჩიტაია 03.06.2019
საგარეო ვალი იმდენად გაიზარდა, რომ მისი გასტუმრების სიმძიმეს ვეღარც ქვეყანა და ვეღარც ეროვნული ვალუტა უძლებს. სწორედ ვალებში იფლანგება ფინანსური სტაბილურობა. ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა წელს, როდესაც წლის ბოლომდე 4 მლრდ დოლარია გასასტუმრებელი. ცხადია, რომ ამ მასშტაბით საგარეო ვალის მომსახურება ეროვნული ვალუტის კურსს სერიოზულ დარტყმას აყენებს და გამორიცხული არ არის, რომ გაუფასურების ტენდენცია გაგრძელდეს.
|
მარი ჩიტაია 03.06.2019
ბოლო 4-5 დღეში საწვავი 19%-ით გაიაფდა. ზრდისკენ აღებული კურსი, რომელიც ფასს ახასიათებდა, ბოლო დღეების განმავლობაში მოულოდნელად შეიცვალა და საწვავის ღირებულება 75 დოლარიდან 61 დოლარამდე ერთბაშად შემცირდა. ანალიტიკოსები საწვავის გაიაფების მიზეზად ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებას მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ნავთობპროდუქტებზე მოთხოვნა დაეცა, იმავდროულად კი, წარმოება გაიზარდა. გლობალურ ბაზრებზე საწვავის ფასის თავბრუდამხვევი ვარდნაა და ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში ადგილობრივ ბაზარზეც გავლენას მოახდენს.
|
თამარ შუკვანი 03.06.2019
„კრიმინალური შემთხვევები, რაც ძალიან ხშირია, საქართველოს ვიზალიბერალიზაციას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ხშირად გვესმის, რომ ევროპაში ამდენი ქართველი დაიჭირეს, ამდენმა დანაშაული ჩაიდინა, რაც ევროპას შეჩერების მექანიზმის ამოქმედებაზე აფიქრებს. ადამიანების ქცევა განსაზღვრავს ამოქმედდება თუ არა შეჩერების მექაზმი," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე საქართველოსთვის ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შესაძლო დაკარგვის შესახებ საუბრისას.
|
თამთა ჩაჩანიძე 03.06.2019
უკრაინის ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს გამოძიება დაიწყოს იმის გასარკვევად, გეგმავს თუ არა რუმინეთი რუსეთთან ერთად უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებას 2022 წელს და უკრაინის კუთვნილი ბუკოვინისა და ოდესის ოლქის ნაწილის ოკუპირებას. ამის შესახებ უკრაინის მთავარმა სამხედრო პროკურორმა ანატოლი მატიოსმა განაცხადა.
|
ნინა გარდაფხაძე 03.06.2019
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში თითქოს იაფი სეზონი დაიწყო, ყველა სიძვირეზე საუბრობს. ლარის ტოტალურმა გაუფასურებამ, საწვავისა და აგროპროდუქტის სიძვირემ საქართველოში ბოლო წლების ყველაზე ძვირი ზაფხული განაპირობა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ადამიანები არსრულფასოვნად იკვებებიან, რაც მათ შრომისუნარიანობასა და ჯანმრთელობაზე სავალალო გავლენას იქონიებს.
|
მარი ჩიტაია 03.06.2019
საქართველოში წარმოებული ცემენტის ნახევარზე მეტი სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. უხარისხო ცემენტით შენდება დღეს სახლებისა და კორპუსების უმეტესობა, იგება გზები და სხვა ინფრასტრუქტურა, რაც დროთა განმავლობაში სერიოზულ პრობლემას იწვევს. რამდენ ხანს შეიძლება გაძლოს უხარისხო ცემენტით აშენებულმა ნაგებობამ, სპეციალისტებს ცალსახა პასუხი არ აქვთ. პრობლემას დიდხანს არ დააგვიანდება, პირველ რიგში, ეს ჩანს ბზარებში. გზების შემთხვევაში კი, ცემენტის უხარისხობა საფარის გაყინვას და გახეთქვას იწვევს.
|
ია აბულაშვილი 03.06.2019
„ჯერ-ჯერობით საორგანიზაციო სამუშაოები მიდის. 12 ივნისს ვიწვევთ ყველას, ვისაც ჩვენთან თანამშრომლობა უნდა. ვინ იქნებიან ჩვენი პარტიის წევრები, ამას 20 ივნისის ღონისძიებაზე გაიგებს საზოგადოება. წინასაწრ შემიძლია მხოლოდ ის გითხრათ, რომ პარტია „სამართლიანობისთვის“ არ იქნება არც „ნაციონალების“ და არც „ოცნების“ ორბიტაზე“, - აცხადებს პარტია „სამართიანობისთვის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გედევან ფოფოხაძე.
|
თამარ შუკვანი 03.06.2019
პარლამენტარი ბიძინა გეგიძე აცხადებს, რომ არაფერი სმენია პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ შესაძლო გადასვლის შესახებ. თუმცა, მისი თქმით, ასეთი გადაადგილება გამართლებული არ არის.
|
რეზონანსი 03.06.2019
სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასის მატებამ და კომერციული გაზის გაძვირებამ, საკურორტო ზონებში ტარიფების ზრდა გამოიწვია. ამ ზაფხულს დამსვენებლებს შარშანდელთან შედარებით, მეტის გადახდა მოუწევთ, როგორც სასტუმროებში, ასევე სხვადასხვა კაფე-ბარებსა თუ გასართობ დაწესებულებებში.
|
თამთა ჩაჩანიძე 03.06.2019
აზარტული თამაშის შესახებ კანონის პროექტი უკვე ერთი წელია მომზადებულია, თუმცა პარლამენტში მისი ინიცირება არა და არ ხდება. დამოუკიდებელი დეპუტატი და „ქართული ოცნების" ყოფილი წევრი დავით ჭიჭინაძე „რეზონანსთან" საუბარში არ გამორიცხავს, რომ ტოტალიზატორები გარიგებულები იყვნენ „ქართული ოცნების" დეპუტატებთან
|
ია აბულაშვილი 03.06.2019
„დღეს აჭარას მართავს ის ხალხი, ვინც ასლან აბაშიძის დროს დროშას აფრიალებდა და „ბაბუ-ბაბუ“-ს ღრიალებდა. 6 მაისს ასლანი ბათუმიდან გავისტუმრეთ და მეორე დღეს მიშასთან გადაბარგდნენ, 2012 წელს - ბიძინასთან. ესაა ივანიშვილის სახეები, რომლებიც დღეს აჭარას მართვენ - „აღორიძინების“ წევრები“, - ასე ეხმაურება „ოცნების“ ყოფილი წევრი მურმან დუმბაძე ბათუმის მერიაში ყოფილი და მოქმედი ჩინოვნიკების ხმაურიან დაკავებას.
|
თამარ შუკვანი 03.06.2019
უზენაესი სასამართლოს მოსამართეობის კანდიდატთა სიის განხილვას იუსტიციის უმაღლესი საბჭო უკვე ამ კვირაში დაიწყებს. თუმცა, საბჭოს არამოსამართლე წევრ ნაზი ჯანეზაშვილს არ აქვს მოლოდინი, რომ საბოლოოდ გაცხრილული კანდიდატთა სია იმაზე უკეთესი იქნება, ვიდრე ის 10-კაციანი სია იყო, რომელმაც მმართველ პარტიაში განხეთქილება გამოიწვია.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|