თამარ მუკბანიანი
20.06.2019

 საფინანსო ორგანიზაციებს მომხმარებლის შევიწროება, ზეწოლა, შეურაცხყოფა აეკრძალებათ. ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ცვლილებები წელსვე ამოქმედდება, თუმცა დოკუმენტი აკრძალავს იმ ქმედებებს, რომელიც ისედაც დანაშაულია სხვადასხვა საკანონმდებლო აქტების მიხედვით.

თამარ შუკვანი
20.06.2019

 „გავრილოვი რუსეთის სამხედროების კლანის დაჯგუფების წევრია და რაც ყველაზე საინტერესოა, საჰაერო ძალების უშუალო ინტერესების დამცველი. ასე რომ, „მი-24"-ის გამოჩენაც შესაძლოა სწორედ ამასთან იყოს კავშირში," - ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას 20 ივნისს რუსეთის მიერ საჰაერო საზღვრის დარღვევას ამავე დღეს საქართველოს პარლამენტში მომხდარ ფაქტს უკავშირებს.

ელზა პაპოშვილი
20.06.2019

 დაძაბულობა, სიტყვიერი შეხლა-შემოხლა და ბლოკირებული პარლამენტის შენობა -საქართველოს პარლამენტში დაწყებიდან რამდენიმე ხანში ჩაიშალა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესია, მას შემდეგ, რაც რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ დილის სხდომის წაყვანას მოჰყვა მწვავე პროტესტი პროდასავლური ოპოზიციის და სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან. გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან სხდომის წაყვანა გააპროტესტეს "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმაც.

ია აბულაშვილი
20.06.2019

 "ვიცოდი, რომ პარლამენტში უნა გამართულიყო დებატები, მაგრამ არ ვიცოდი, რომ სხდომა რუს დეპუტატს, გავრილოვს უნდა წაეყვანა, როდესაც გავიგე - დარბაზში პროტესტის ნიშნად აღარ შევედი.

ია აბულაშვილი
20.06.2019

 "ქართველთა მოძულე გავრილოვი რომ საქართველოს პარლამენტში ტრიბუნას იკავებს ეს არის დანაშაულის ტოლფასი. ყველაფერი სასწრაფოდ უნდა გაირკვეს და ვინც ეს დაუშვა მკაცრად უნდა დაისაჯოს"- ასე ეხმაურება აკადემიკოსი თემურ ნანეიშვილი პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს.

თამარ შუკვანი
20.06.2019

 საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია გაიხსნა, რომლის ფარგლებშიც თბილისს 25-მდე ქვეყნის დელეგაციის 100-მდე მონაწილე ეწვია. სესიას რუსეთის დუმის დეპუტატი "კომუნისტური პარტიიდან" სერგეი გავრილოვი გაუძღვა, რომელმაც დელეგატებს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სავარძლიდან მიმართა. ამ ფაქტმა დიდი რეზონანსი გამოიწვია, - როგორც პოლიტიკოსების, ასევე საზოგადეობის დიდი ნაწილი აღაშფოთა.

თამთა ჩაჩანიძე
20.06.2019

 „თბილისი პრაიდი" "ღირსების მარშთან" დაკავშირებით იურისტი კახა კოჟორიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ აღნიშნულ სკითხთან დაკავშირებით სამართალდმცავი ორგანოები სათანადოდ არ იყვნენ მობილიზებულები, რომ ადამიანებს თავისი კონსტიტუციური უფლება დეცვათ.

თამთა ჩაჩანიძე
20.06.2019

 თბილისში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეასთან და მასში რუსი დეპუტატების მონაწილეობასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების" წევრი და უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია „რეზონანსთან" ამბობს,რომ თუ ვინმე ტურისტად ჩამოვა, ხელი არ უნდა შეეშალოს, მაგრამ თუ პიროვნება დესტაბილიზაციისთვის ჩამოდვიდა ეს უკვე ცალკე უწყებების საქმეა.

ელზა პაპოშვილი
19.06.2019

 „თბილისი პრაიდი“ ოფიციალურად 18 ივნისს უკვე დაიწყო და პირველი ღონისძიებაც   ჩატარდა. ეს იყო თეატრალიზებული წარმოდგენა ლგბტ თემის და მათი პრობლემების შესახებ, სახელწოდებით „კავკასიური მეტამორფოზა“. ღონისძიების ჩატარების ზუსტი დრო და ადგილი მკაცრად იყო გასაიდუმლოებული.

ეკატერინე ბასილაია
19.06.2019

 არის თუ არა ქვეყნისთვის საფრთხე, როცა ბოლო წლების განმავლობაში საგრძნობლად გაზრდილია რუსი ტურისტების ნაკადი და ბოლო 5 თვეში ნახევარ მილიონზე მეტი რუსი ტურისტია შემოსული და როცა საქართველოში უძრავი ქონების მყიდველი უცხოელებიდან უმეტესობა, 53%-ზე მეტი, რუსეთის მოქალაქეა?

ეკატერინე ბასილაია
19.06.2019

 „დღეს, მე რომ მკითხოს კაცმა, ფარისეველი მეტია მორწმუნეთა რიგებში, ვიდრე რეალური მორწმუნე და ეს ცალკე პრობლემაა... საბჭოთა კავშირი იმიტომ ვახსენე, რომ ამ ლგბტ თემის წინააღმდეგ საზოგადოების 90%-ია განწყობილი და სწორედ იმ რეაქციულ ძალებს, ვისაც საბჭოთა კავშირი ძალიან მოსწონდა და დღეს რუსეთი მოსწონს, მათ აძლევს საშუალებას, ეს გააკეთონ. ამას თუ ხვდება ლგბტ თემი და განზრახ აკეთებს, მაშინ რა მიზანი აქვს? და თუ ვერ ხვდება, ჩვენ ვეუბნებით, რომ ასეა და უნდა ხედავდეს,"- აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე.

ია აბულაშვილი
19.06.2019

 „მაკვირვებს შინაგან საქმეთა სამინისტროს უმოქმედოდ ყოფნა. 21-ე საუკუნეში ვერის პარკში ლევან ვასაძე ოფიციალურად  აანონსებს ლეგიონის შექმნას და ამ დრომდე არა თუ დაკავებული, დაკითხვაზეც არ არის დაბარებული“,  - ასე ეხმაურება პარტიის „კანონი და სამართალი“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი „თბილისი პრაიდის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×