მარი ჩიტაია 08.03.2019
საქველმოქმედო ფონდი "ნოსტე" კასპის რაიონში დანგრეული ეკლესიის რესტავრაციას ახორციელებს. მწირი, თითქმის არარსებული ბიუჯეტის მიუხედავად, ფონდი მოხალისეებთან ერთად ცდილობს, გუშაგად დაუდგეს ძველ ტაძრებს და მათ ახალი სიცოცხლე შთაბეროს. "ნოსტეს" ხელმძღვანელის გივი ქსოვრელის მიზანი სოფლიდან წასული მოსახლეობის დაბრუნებაა. იგი ამბობს, რომ კასპში რამდენიმე სოფელია, რომელიც მოხუცი თაობის ამარაა დარჩენილი და ხალხს არ აქვს დაბრუნების არანაირი მოტივაცია. წუხს იმაზეც, რომ ტაძრამდე მისასვლელი გზაც მივიწყებულია.
|
თამარ შუკვანი 08.03.2019
„დეტალები არ ვიცი, რატომ წავიდა ირაკლი პოლიტიკიდან. შესაძლოა ვარაუდები მქონდეს, მაგრამ ვარაუდების დონეზე საჯარო განცხადებების გაკეთება არასწორია. რაც შეეხება იმას, თუ რატომ დაბრუნდა, პირველად განცხადებებს, რასაც მოვუსმინე, მგონი თვითონაც არ იცის რატომ დაბრუნდა; უნდა ჩამოყალიბდეს და გაერკვეს რა უნდა," - აცხადებს „ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატი გედევან ფოფხაძე „რეზონანსთან" საუბრისას ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარბიშვილის პოლიტიკიდან წასვლისა და დაბრუნების შესახებ კომენტირებისას.
|
თამარ მუკბანიანი 08.03.2019
აეროპორტების მმართველი კომპანიის "ტავ ურბანის" წინააღმდეგ, "ჯორჯიან ეარლაინსი" საპროტესტო აქციას მართავს. თურქული კომპანია ქართულ ავიაკომპანიას თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიამიმოსვლის საშუალებას არ აძლევს და ითხოვს არარეალური ვალების დაფარვას, რისი ერთადერთი მიზანიც ავიაკომპანიის და მისი მგზავრების გაძარცვაა, - ასეთია ქართული გადამზიდავის პოზიცია. საავიაციო სფეროს წარმომადგენლები და სპეციალისტები აქციაში მონაწილეობას გეგმავენ და განცხადების პათოსს იზიარებენ.
|
ეკატერინე ბასილაია 08.03.2019
აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა „კანონიერი ქურდების" და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს და დე ფაქტო პარლამენტს კანონპროექტით მიმართავს, რის მიხედვითაც ე.წ. ქურუდული სამყარის წევრობა თუ დაფინანსება სისხლის სამართლის წესით პასუხისმგებლობას უნდა ითვალისწინებდეს.
|
ელზა პაპოშვილი 08.03.2019
საქართველოს პრემიერ მინისტრმა „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით განაცხადა, რომ მისი დამფუძნებლის განცხადება და საგამოძიებო უწყებისთვის წარდგენილი მუქარის წერილი, რომელიც მამუკა ხაზარაძის მტკიცებით, მას შს მინისტრმა გაუგზავნა, ღიმილის მომგვრელია. ამბობს, რომ საკითხზე კომენტარის გაკეთება პირველ აპრილს გაუადვილდება.
|
ია აბულაშვილი 08.03.2019
"კრიზისი მიდის თვისი ლოგიკური დასარულისკენ, მივედით ფინიშთან, რაც ხელისუფლების ცვლას ნიშნავს და ამას ღარიბაშვილის შემოყვანა ვერ უშველის" - ასე ეხმაურება "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას.
|
თამარ შუკვანი 08.03.2019
„თუ თითოეული ბიზნესმენი იტყვის თუ რა ზეწოლაზეა საუბარი, მაშინ გამოჩნდება ჩვენ რეალობაში ეს რა ზეგავლენას ახდენს. სააკაშვილის დროს გასაგებია, როგორიც იყო ეს ზეგავლენა. არ გამოვრიცხავ, მაგრამ კონკრეტულად რა ფორმა აქვს ამ ზეწოლას და რას ითხოვდნენ ბიზნესმენებისგან, ეს არის გასაგები. სარწმუნო არის თუ არა, ხაზარაძის შემთხვევაში გასაგებია, მისგან ითხოვდნენ მორჩილებას და ხელისუფლებისადმი მხარდაჭერას. რას ითხოვენ ფრესკოს წარმოამდგენლისგან, ესეც გასარკვევია," - ასე აფასებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" საუბრისას, ფრესკოს დამფუძნებლის ვასილ სოფრომაძის ვიდეომიმართვას.
|
ელზა პაპოშვილი 08.03.2019
გლდანში "საქართველოს ბანკის" ექსპრეს-ფილიალი რამდენიმე პირმა დააყაჩაღა, „რეზონანსთან“ თვითმხილველები ყვებიან, რომ რამდენიმე წუთის განმავლობაში 6-5 გასროლის ხმა გაიგონეს. მათივე ინფორმაციით, ბანკიდან გამოსულმა ყაჩაღებმა წინ მძევლები აიფარეს, რომლის მეშვეობითაც ტერიტორიიდან გაქცევა შეძლეს. ისინი პატრულის მიმართულებით ისროდნენ და პოლიციამ მათ საპასუხო ცეცხლი გაუხსნა.
|
ელზა პაპოშვილი 08.03.2019
„ქართული ოცნების“ ზოგიერთი წევრისთვის შესაძლოა, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის პარტიაში დაბრუნება საკმაოდ ცუდი სიუპრიზი აღმოჩნდეს. ანალიტიკოსების ნაწილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ე.წ. ახლების ჯგუფს მისი პარტიაში გამოჩენა ნაკლებად უნდა გახარებოდა. ვარაუდობენ, რომ პარტიაში ყოფილი პრემიერის გამოჩენა სიტუაციას კი არ განმუხტავს, პირიქით, უფრო დაძაბავს.
|
თეო გუდავაძე 08.03.2019
თბილისში პარკირების საფასური ფ, ი და ს ზონების მიხედვით განსხვავებული იქნება, 1 ლარიდან 2 ლარამდე. ასეთ პირობებში თვეში, საშუალოდ - 160-200 ლარი, ხოლო მაქსიმალური 320-400 ლარი იქნება გადასახდელი. ამასთან, გამოიკვეთა მეთოდები, რომლითაც მძღოლები შეეცდებიან, თავი აარიდონ უზარმაზარ გადასახადს.
|
თამარ მუკბანიანი 08.03.2019
სესხების განულების პროგრამაში ჩართული ბანკებისა და მიკროსაფინანსოებისაგან "ქართუმ" პორტფელები ნების საწინააღმდეგოდ და დაბალ ფასად შეისყიდა. ამის შესახებ მამუკა ხაზარაძე და რამდენიმე არასაბანკო ორგანიზაციის მფლობელი უკვე საუბრობს.
|
მარიკა გოგოხია 08.03.2019
წლის პირველი კვარტალი არ შესრულებულა და ადგილობრივი პროდუქტის მარაგი მიილია. ვაშლისა და ნივრის გარდა, დახლებზე მასობრივად იმპორტული პროდუქტი იყიდება. ამის მიზეზი მოსავლის დეფიციტია, რასაც სპეციალისტები სოფლებში შრომისუნარიანი მოსახლეობის კლებას უკავშირებენ. შესაბამისად, იმპორტული სურსათი ბაზრებში იმაზე ადრე გაჩნდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|