რეზონანსი
12.03.2019

 ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია ბრიუსელისა და მოსკოვის პილიტიკური ურთიერთობების შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთი აღარაა ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორი. გარდა ამისა, ევროპარლამენტი გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობის შეჩერებას ითხოვს, რადგან იგი აძლიერებს ევროკავშირის  დამოკიდებულებას რუსულ გაზზე, ასევე  ემუქრება  ევროპულ ბაზარს და ამ მილსადენის არ  შეესაბამება  ევროკავშირის ენერგეტიკულ პოლიტიკას.

თამარ შუკვანი
12.03.2019

 „ეს ჩვენი მთავრობის უკანასკნელი გაფართხალებაა, რომელმაც საერთო მთავრობის „აჯაფსანდალი" შექმნა. არ მგონია მაღალი თანამდებობის პირებს, ჰქონდეთ დრო და უნარიც, რომ რაიმე შეტევა დაუწყონ ქალბატონ მინისტრს. „ჯერ თავო და თავოო" - ალბათ, ყველას ასეთი განცდა აქვს და ცდილობენ, რაც შეიძლება ხშირად იყვნენ მდუმარენი, მათი გამონათქვამები არ აღმოჩნდეს რომელიმე მაღალი თანამდებიბის პირისთვის მიუღებელი," - ასე აფასებს ანალიტიკოსი სოსო ცისკარიშვილი იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თანამდებობაზე დარჩენასა და „ქართულ ოცნებაში" მიმდინარე პროცესებს „რეზონანსთან" საუბრისას.

ელზა პაპოშვილი
12.03.2019

 საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრი, 22 წლის თორნიკე ნაგლიაშვილი შსს-ს თანამშომლებმა ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. სპორტსმენის დაკავება 5 მარტს  მისივე საცხოვრებელ სახლში მოხდა. ნაგლიაშვილს საქართველოს პირველობასა და შვეიცარიაში, საერთაშორისო ტურნირზე უნდა ეჭიდავა, თუმცა, მომხდარის გამო, სპორტსმენი შეჯიბრებებზე ვერ გამოვიდა. სპორტსმენი ამ ეტაპზე თბილისში #8 დაწესებულებაში იმყოფება. 

რეზონანსი
12.03.2019

18-29 მარტს, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრში (JTEC) „ნატო-საქართველოს სწავლება 2019" ჩატარდება. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ეს პირველი ერთობლივი მრავალეროვნული ბრიგადის დონის სამეთაურო-საშტაბო სწავლებაა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის ძალები ხელმძღვანელობს.

ტატა შოშიაშვილი
12.03.2019

 ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერი მაგომედ დაუდოვი 2015 წლიდან პოლონეთში მცხოვრებ ბლოგერ ტუმსო აბდურახმანოვს „სისხლის აღებით" ემუქრება. სოციალურ ქსელ „ინსტაგრამის" პირდაპირ ეთერში დაუდოვმა განაცხადა, რომ თავის ძმებთან ერთად აუცილებლად იპოვის აბდურახმანოვს და შურს იძიებს.

რეზონანსი
12.03.2019

 2019 წლის გაზაფხულზე პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე მთაწმინდის ოლქში მმართველ გუნდს და ოპოზიციას შორის თავგანწირული ბრძოლა იქნება, რადგან ამ არჩევნებში გამარჯვებული 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ დიდ ფსიქოლოგიურ უპირატესობას მიიღებს. ამის შესახებ „რეზონანსთან" საუბარში პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ განაცხადა.

რეზონანსი
12.03.2019

 იტალიაში, მოსწავლეებს სკოლაში მისვლა მანამდე აეკრძალათ, სანამ წითელას საწინააღმდეგო სავალდებულო ვაქცინაციას არ ჩაიტარებენ. ეს გადაწყვეტილება, ქვეყანაში, წითელას შემთხვევების მასიურად გამოვლენის გამო, რამდენიმეთვიანი დებატების შემდეგ მიიღეს. მშობლები, რომლებიც შვილებს, სკოლაში აცრის გარეშე გაუშვებენ, 500 ევროთი დაჯარიმდებიან. 6 წლამდე ბავშვები კი, აცრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე, საბავშვო ბაღებში არ დაიშვებიან.

რეზონანსი
12.03.2019

 პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის თქმით, შესახვევი თამბაქოს გაძვირებასთან დაკავშირებით არანაირი ღონისძიება არ იგეგმება და მის მიერ გაკეთებული განცხადება მხოლოდ ზოგადი რეკომენდაცია იყო.

თამარ შუკვანი
12.03.2019

 „ეტყობა თავიანთი პირადული გარჩევები აქვთ და ამ პირადულ გარჩევებში რაღაც-რაღაცეები დათმეს. მეტი რა? პოლიტიკის შემცვლელი არც წულუკიანია და არც ბახტაძე. როდესაც ასეთი თანამდებობა გიკავია და ქვეყანაში აბსოლუტურად არაფერს არ ცვლის, ვფიქრობ, ამით ყველაფერი ნათქვამია," - აცხადებს პარლამენტის წევრი დავით ჭიჭინაძე „რეზონანსთან" საუბრისას.

რეზონანსი
12.03.2019

 ესტონეთმა შესაძლოა რუსეთს ოფიციალურად წაუყენოს ტერიტორიული პრეტენზიები. შესაბამისი კანონპროექტი ქვეყნის პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა. დავა ეხება რუსეთის ლენინგრადისა და ფსკოვის ოლქების ნაწილს და ქალაქ ივანგოროდს. ეს ტერიტორიები რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში 1944 წელს შევიდა, მას შემდეგ, რაც II მსოფლიო ომის მსვლელობისას ბალტიის ქვეყნები საბჭოთა ჯარებმა დაიკავეს.

რეზონანსი
12.03.2019

 თბილისში უკვე ნარჩენების დახარისხების 25 სტენდია, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ მიიტანონ წინასწარ დახარისხებული ნარჩენები – პლასტმასის, PET ბოთლები, ქაღალდი, შუშა და ალუმინის ქილები. აღნიშნული ადგილებიდან დახარისხებული ნარჩენის გატანას უზრუნველყოფს კომპანია “სუფთა სამყარო”, რომელიც ნარჩენებს წინასწარ ამუშავებს და აწვდის გადამამუშავებელ კომპანიებს: ქაღალდსა და შუშას — ადგილობრივ კომპანიებს, ხოლო პლასტმასას და ალუმინს ექსპორტზე გზავნის სხვადასხვა ქვეყანაში  — მათ შორის, თურქეთსა და უკრაინაში.

ტატა შოშიაშვილი
12.03.2019

 „დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მოთხოვნა არასწორი, არაკანონიერი და არალეგიტიმურია. ბაგრატიონთა საგვარეულოს პირდაპირი შთამომავლები არიან პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკის შვილი-ნუგზარ ბაგრატიონი და მისი შთამომავლები," - ასე შეაფასა ისტორიკოსმა, გიორგი ოთხმეზურმა ბაგრატიონთა ორი შტოს წარმომადგენლებს შორის მიმდინარე დავა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×