მარი ჩიტაია
15.03.2019

 გადასახადების სიმძიმე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას აფერხებს. იმის ნაცვლად, რომ ბიზნესის სტიმულირება მოახდინონ, მაღალი გადასახადის დაწესებით სამეწარმეო საქმიანობას ხელი ეშლება. მიუხედავად იმისა, რომ უცხოელი ექსპერტები და ქართველი ანალიტიკოსებიც მთავრობას გადასახადების შემცირებისკენ მოუწოდებდნენ, დღემდე ამ მიმართულებით არაფერი შეცვლილა, თუ არ ჩავთვლით დღგ-ს გადასახადის 18%-მდე შემცირებას, მაგრამ ეს ბიზნესისთვის დიდი შეღავათი ნამდვილად არ არის.

თამარ შუკვანი
14.03.2019

 „ზოგადად, ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩამოვყალიბდეთ ამ პრობლემაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. ოკუპირებული ტერიტორიები არც აფხაზების და არც ოსების მიერ არ არის დაცული, ეს რეალურად რუსული ტერიტორიებია. იქ არც აფხაზური და არც ოსური ფაქტორი არ დომინირებს," - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" საუბრისას გალის რაიონში ირაკლი კვარაცხელიას საეჭვო ვითარებაში გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

ელზა პაპოშვილი
14.03.2019

 საქართველოს მოქალაქეებზე გალში რუსმა ოკუპანტებმა ნადირობა დაიწყეს და გამოსასყიდი  კიდევ უფრო გააძვირეს - რა ხდება გალში და რა პირობებში უწევთ საქართველოს მოქალაქეებს  ცხოვრება? ირაკლი კვარაცხელიას გაუგებარ ვითარებაში გარდაცვალების შემდეგ, ოკუპირებულ სოფელ პირველ ოტობაიაში საქართველოს მოქალაქე ლევან ძანძავა გაიტაცეს. როგორც ადგილობრივები  „რეზონანსთან“ ყვებიან,  ძანძავას საცხოვრებელ სახლში დე ფაქტო ხელისუფლების ომონი (სპეცდანიშნულების რაზმი) ხუთშაბათს  დილით შევარდა და გაიტაცა. აყვანისას მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ.  

ეკატერინე ბასილაია
14.03.2019

 „ბრძოლის გარდა არაფერი გვიკეთებია უკრაინისთვის, მაგრამ ეს მასობრივი ისტერია ქართველების წინააღმდეგ, რაც 2018 წელს აგორდა, ძალიან კარგად აიტაცეს, ყველანაირად ეცადნენ, რომ აქიდან წავსულიყავით და ის ღვაწლი, რაც ჩადებული გვაქვს, გაექარწყლებინათ. განუკითხაობაა და ეს მორალურად რთული გადასატანია. ამის გამო ბევრმა დატოვა აქაურობა, ახლა დარჩენილები ვართ დაახლოებით 50 კაცამდე,"- აცხადებს უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების ჯგუფის, „ქართული ლეგიონის" მეთაური მამუკა მამულაშვილი.

თამარ შუკვანი
14.03.2019

 „ეს არის კითხვები, რაზეც პასუხი არ მაქვს. არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება ამ ტიპის ძალიან სახიფათო დანაშაულის გამოუძიებლობა, მითუმეტეს თიბისი ბანკმა, პრაქტიკულად, თვითონ გამოიძია ეს საქმე და დაასახელა პოტენციური დამნაშავის ყველა ატრიბუტი," - აღნიშნავს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან"თიბისი ბანკიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში კიბერშეტევის ფაქტზე გაგზავნილი ოთხი წერილის შესახებ კომენტირებისას.

ელზა პაპოშვილი
14.03.2019

 ოკუპირებულ გალის რაიონში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი თბილისიდან სენაკში გადაასვენეს. გარდაცვლილი სენაკის ყოფილი პროფსასწავლებლის შენობაში დაასვენეს, სადაც ირაკლი კვარაცხელია ცხოვრობდა გალის რაიონის სოფელ აჩიგვარიდან დევნილობის შემდეგ. 

თამარ შუკვანი
14.03.2019

 „ჯერ ექსპერტიზას დაველოდოთ, რასთან გვაქვს საქმე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანი წამებით იქნება მოკლული," - აცხადებს აფზახეთის უშიშროების ყოფილი უფროსი ლევან კიკნაძე „რეზონანსთან" საუბრისას გალის ირაკლი კვარაცხელიას საეჭვო ვითარებაში გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

ია აბულაშვილი
14.03.2019

 "საზოგადოება განწყობილია რადიკალური ცვლილებებისათვის, "ოცნებაში" ეს განწყობა არ არის და საზოგადოების ამ დაკვეთას ვერ შეასრულებს, ამიტომ გამორიცხული არ არის, რომ საზოგადოება გაჰყვეს იმ ძალას, რომელიც რეფორმების დაჩქარების ლოზუნგით გამოვა", - ასე ეხმიანება პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია მმართველ პარტიაში მიმდინარე ცვლილებებს.

ია აბულაშვილი
14.03.2019

 "ცვლილებებსაც თავისი პოლიტიკური ფუნქცია აქვს, თუ საუბარია იმაზე, რომ ამ ცვლილებებით "ქართულ ოცნებას" უნდა რეიტინგის შეცვლა, მის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლა, მაშინ ეს ცვლილებები უნდა მოხდეს, როცა მორიგი არჩევნები იქნება.

მარი ჩიტაია
14.03.2019

 ძველ, საბჭოურ პერიოდში აშენებულ ბინებზე ფასი მოიმატებს. როგორც დეველოპერები ამბობენ, ამის მიზეზი მშენებლობების ტემპის დაცემაა, რამაც შეიძლება, მიწოდების მხრივ პრობლემა შექმნას. სპეციალისტების ინფორმაციით, მშენებლობების დიდი ნაწილი შეჩერებულია, მასშტაბური პროექტების განხორციელებაზე კი საუბარიც არ არის. ასეთ ვითარებაში უძრავი ქონების ბაზარი საბანკო და სამშენებლო რეგულაციების გამო აღმოჩნდა. რა ტენდენცია გამოიკვეთა და როგორი იქნება რეგულაციების გავლენა სექტორზე, სპეციალისტებს შეფასება უჭირთ. ბაზარზე დიდი გაურკვევლობაა.

თამარ მუკბანიანი
14.03.2019

 დედაქალაქში მეორეული საბურავებითა და ავტონაწილებით ვაჭრობა დაჯარიმდება. პირველ ჯერზე ფიზიკური პირი 500, ხოლო იურიდიული პირი 1000 ლარით დაჯარიმდება. მაქსიმალური სანქცია 6000 ლარს შეადგენს. კანონის ამოქმედება ქვეყანაში ათასობით ადამიანს სამუშაო ადგილის გარეშე დატოვებს. გენგემის მიხედვით, უნდა მოხდეს ელიავას, ისნისა და ელმავალმშენებელი ქარხნის მიმდებარედ არსებული ავტონაწილების ბაზრობების გადატანა.

ელზა პაპოშვილი
13.03.2019

 არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას შემდეგ, რუსულ ოკუპაციას კიდევ ერთი მსხვერპლი ჰყავს - 29 წლის ირაკლი კვარაცხელია რუსულ სამხედრო ბაზაზე გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ის უკვე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოასვენეს. ენგურის ხიდთან ცხედარს ნათესავები და ახლობლები, ასევე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე რუსლან აბაშიძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები დახვდნენ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×