ტატა შოშიაშვილი
19.03.2019

 საქართველოს მოქალაქეებს თავიანთი ასაკისთვის შეუფერებელი დაავადებები აწუხებთ და დროზე ადრე ბერდებიან. ამის შესახებ სამედიცინო ჟურნალ „ლანცეტში" ამერიკელ, ესპანელ და ნორვეგიელ სპეციალისთა მიერ ჩატარებული ერთობლივი კვლევის შედეგები იუწყება. კვლევის თანახმად, ყველაზე „ახალგაზრდა" ერების სიას იაპონია, შვეიცარია, სინგაპურ და საფრანგეთი ლიდერობენ.

ტატა შოშიაშვილი
19.03.2019

 „რეკლამა არაფერს არ ნიშნავს. „აბაზა ტვ" რუსული არხების რეტრანსლაციას აკეთებს. ბუნებრივია, მას არ შეუძლია რუსული არხების მოჭრა და უშვებს ყველაფერს, რაც არის იქ," - ასე შეაფასა ანალიტიკოსმა პაატა ზაქარეიშვილმა ერთ-ერთ აფხაზურ ტელეარხზე მცხეთისა და გუდაურის შესახებ გასული რეკლამა.

თამარ შუკვანი
19.03.2019

 „ნაციონალურ მოძრაობას" სწორედ სააკაშვილის ფაქტორის გამო ბევრი მომხრე ჰყავს. ის, როგორც ქარიზმატული ლიდერი, მნიშვნელოვან როლს არსულებს „ნაცმოძრაობის" რეიტინგის ამაღლებისა და შენარჩეუნების საქმეში. ეს რეიტინგი შენარჩუნდება, რადგან სააკაშვილი თავის მომხრეებს მოუწოდებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" კვლავ მხარი დაუჭირონ," - ასე აფასებს ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ „ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობიდან გადადგომას „რეზონანსთან" საუბრისას.

ტატა შოშიაშვილი
19.03.2019

 ნატო-ს წვრთნებისას რუსეთი ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის GPS სანავიგაციო სისტემების მუშაობას ხარვეზებს უქმნიდა და მის ჩახშობას ცდილობდა. ამის შესახებ ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა ფრანკ ბაკე-იენსენმა ორშაბათს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა - იუწყება საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი".

თამარ შუკვანი
19.03.2019

 "ყირიმისა და საქართველოს სცენარი განსხვავებული მოდელია, თუმცა საქართველო "მწვანე კაცუნების" გამოჩენისთვის შეიძლება მოწყვლადი ტერიტორია აღმოჩნდეს.

თამარ მუკბანიანი
19.03.2019

 ტექნიკური ინსპექტირების ამოქმედების შემდეგ ქვეყანაში ჯართად ქცეული და გაჩერებული მანქანების რიცხვი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. რა უნდა მოუხერხოს მას მოსახლეობამ, ამაზე არაფერია ცნობილი. სხვადასხვა ინფორმაციით, თბილისში საერთო ავტოპარტის 10% უკვე უმოძრაოდაა ქუჩებსა თუ ეზოებში. რთული სათქმელია, რამდენით გაიზრდება მათი რიცხვი. მანქანების თითქმის ნახევარი 20 წელს გადაცილებულია.

მარი ჩიტაია
19.03.2019

 ერთ თვეში გაზის მომხმარებლებისთვის გამკაცრებული რეგულაცია ამოქმედდება, რაც მოსახლეობას მატერიალურ ტვირთად დააწვება. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ თითო ოჯახისთვის გასაწევი ხარჯი 700 ლარზე ნაკლები არ იქნება და ამ ვალდებულების შესასრულებლად მომხმარებელი მოუმზადებელია. დაკისრებული ვალდებულებები მოქალაქეების დიდი ნაწილს პრობლემას შეუქმნის, რაც შეიძლება უკმაყოფილების მიზეზიც გახდეს.

თეო გუდავაძე
19.03.2019

 ტექნიკის მაღაზიებმა ზოგიერთ ყველაზე მოთხოვნად პროდუქციაზე ფასები გაზარდეს. მიზეზი საბანკო რეგულაციის ამოქმედების შემდეგ შემცირებული რეალიზაციაა, რის კომპენსაციასაც ბიზნესი მომხმარებლის ხარჯზე ცდილობს. ოფიციალურად ამას მაღაზიის მფლობელები თითქმის არ ადასტურებენ, მომხმარებლები კი კონკრეტული ფაქტებით ფასის ზრდის შემთხვევებზე საუბრობენ.

თამარ მუკბანიანი
19.03.2019

 მცირე ბანკების მოგება კიდევ უფრო მცირდება. მეტიც, 15-დან 4-მა 2019 წლის პირველი 2 თვე ზარალით დაასრულა. მიზეზებს შორის ერთ-ერთი საბანკო რეგულაციაა, რომელიც გასული წლის მაისიდან ნაწილობრივ ამოქმედდა, წლის დასაწყისში კი სრულად შევიდა ძალაში. მოჰყვება თუ არა ამას პატარა ბანკების გაქრობა ან შერწყმა, ჯერ გადაწყვეტილად საუბარი ნაადრევია, თუმცა ნიშნები უკვე გამოიკვეთა.

მარი ჩიტაია
19.03.2019

 ჯარიმების სიმძიმე ბიზნესის სტაბილურობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. იმის ნაცვლად, რომ ბიზნესის სტიმულირება მოახდინონ, მაღალი გადასახადის დაწესებით სამეწარმეო საქმიანობას ხელი ეშლება და ეკონომიკა ვერ ვითარდება. როგორც სპციალისტები განმარტავენ, ჯარიმები იმდენად მძიმეა, რომ მათ შესახებ კომპანიები ხშირად ინფორმირებულებიც კი არ არიან. არის შემთხვევები, როცა სანქციით გათვალისწინებული საჯარიმო თანხის მოცულობა კომპანიის შემოსავალს აჭარბებს და იგი კოტრდება.

მარი გოცირიძე
19.03.2019

  ივლისიდან საქართველოში სავალდებულო ავტოდაზღვევა ამოქმედდება.

ეკატერინე ბასილაია
18.03.2019

 რეალურად რატომ გადადგა ნინო გვენეტაძე გასულ წელს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობიდან, იყო თუ არა მიზეზი ის, რომ მას ე.წ. მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე და საბჭოს წევრები ემუქრებოდნენ, - გვენეტაძის მიმართ დიდი ნწეხის შესახებ სკანდალური განცხადება მისმა ყოფილი თანაშემწემ, კახა წიქარიშვილმა გააკეთა. უფრო მეტიც, მისი თქმით, გვენეტაძეს ჰქონდა შიში, რომ თუკი ის ე.წ კლანს ბოლომდე არ დაემორჩილებოდა, შესაძლებელი იყო მას იუსტიციის საბჭოს წევრები ფიზიკურადაც გასწორებოდნენ - კლანის წევრებს ის ეცემათ კიდეც.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×