ეკატერინე ბასილაია 18.03.2019
„ნატო-საქართველოს სწავლება 2019" დაიწყო. 18 მარტიდან 29 მარტის ჩათვლით 12-დღიან წვრთნებში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 24 წევრი და პარტნიორი ქვეყნის სამხედროები მონაწილეობენ. 24 მარტს კი, საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვევა, რომელიც ვიზიტის მეორე დღეს საქართველოში მიმდინარე ნატოს წვრთნებსაც დაესწრება. ამასთან, ჩატარდება ნატო-ს სამხედრო კომიტეტის პლენარული სხდომაც და თბილისი ალიანსის უმაღლესი სამხედრო მაღალჩინოსნებს უმასპინძლებს.
|
თამარ შუკვანი 18.03.2019
მიხეილ სააკაშვილი პარტია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა და სრული მხარდაჭერა გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, გრიგოლ ვაშაძეს გამოუცხადა. სააკაშვილი ვიდეომიმართვაში გადადგომის მიზეზებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მისი ქვეყანაში არყოფნა პარტიული საქმიანობისთვის შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს.
|
ელზა პაპოშვილი 18.03.2019
"ნაციონალურ მოძრაობაში" დიდი ცვლილებები იწყება - მიხეილ სააკაშვილი პარტიის თავმჯდმარეობიდან გადადგა და მხარდამჭერებს პარტიის თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძის არჩევისკენ მოუწოდა.
|
ია აბულაშვილი 18.03.2019
"გაერთიანებული ოპოზიციას გეგმებზე ვერ ვისაუბრებ და არც ის ვიცი ვის კანდიდატურას დააყენებს ზუგდიდში მერის არჩევნებზე, თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ არჩევანი ნიკა მელიაზე შეჩერდეს"- აცხადებს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე, ვისაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.
|
ელზა პაპოშვილი 18.03.2019
პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურასთან დაკავშირებით ინიცირებული კანონპროექტების განხილვა დაიწყო. საკანონმდებლო ორგანოში ამ თემაზე სამი კანონპროექტია ინიცირებული. მათგან ერთი პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და უმრავლესობის ექვს დეპუტატს ეკუთვნის, მეორე - ეკა ბესალიას და 12 დეპუტატს, მესამე კანონპროექტის ავტორი კი "ევროპული საქართველოა".
|
ელზა პაპოშვილი 18.03.2019
რა მოხდა ხურვალეთში - ეს იყო კარგად დაგეგმილი პროვოკაცია თუ ტყუილი, რომლის გავრცელებაც კონკრეტულად ვიღაცას ხელს აძლევდა. რა რისკებს შეიცავს მსგავსი პროვოკაციები და როგორ უნდა იმოქმედოს ხელისუფლებამ იმისთვის, რომ ასეთ სიტუაციაში არსებული საფრთხე თავიდან აიცილოს.
|
ია აბულაშვილი 17.03.2019
„ალბათ ეს მესამე ძალა იქნება, შემდეგ გამოჩნდება მეოთხე, მეხუთე და ასე დაუსრულებლად. ან საიდან იგონებენ ამ სახელებს - „იმედი“, „ოცნება“, ახლა „დაიცავი საქართველო“, - ასე ეხმაურება მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე დავით მაღრაძის ინიციატივას, გააცოცხლოს მოძრაობა „დაიცავი საქართველო“ და ძველი თანაგუნდელები შემოიკრიბოს.
|
რეზონანსი 17.03.2019
უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი, კომიკოსი ვლადიმერ ზელენსკი კვლავ ლიდერობს წინასაარჩევნო გამოკითხვებში, თუმცა განსხვავება ზელენსკისა და მეორე ადგილზე მყოფი მოქმედი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს რეიტინგებს შორის უკვე არც ისე დიდია.
|
რეზონანსი 17.03.2019
„ეს ინიციატივა ეწინააღმდეგება აღმსარებლობის თავისუფლებას,მრწამსის თავისუფლებას და დისკრიმინაციულია“, - ასე ეხმაურება იურისტი ლია მუხაშავრია პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჟდომარის ირაკლი სესიაშვილის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, სადაც ჯარისაგან თავის დაღწევას მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდლები შეძლებენ,ამ ცვლილებით კი გაუქმდება საკანონმდებლო ნორმა, რომლითაც ღვდელმსახურები, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებით ვეღარ ისარგებლებენ.
|
ია აბულაშვილი 17.03.2019
2019 წლის მაისში საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში შუალედური ადგილობრივი არჩევნები ტარდება, თუცმა ამ დრომდე არცერთ პოლიტიკურ ძალას თავისი კანიდიდატები არ დაუსახელებია. გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდის მერის შუალედურ არჩევნებში „გაერთიანებული ოპოზიციიდან“ სავარაუდო კანდიდატებად სახელდება ნიკა მელია, სანდრა რულოვსი და ბაჩუკი ქარდავა.
|
რეზონანსი 17.03.2019
16 მარტს ერევანში, სომხეთის „ევროპული პარტიის“ აქტივისტების მიერ რუსეთის საელჩოსთან გამართული ანტირუსული აქცია ადგილობრივმა კომუნისტებმა ჩაშალეს. მათ ნაციონალების მოთხოვნას გაუქმებულიყო 1921 წლის ყარსის შეთანხმება თურქეთსა და რუსთს შორის დაუპირისპირეს ლოზუნგები „საუკუნოდ რუსეთთან“ და „არა ანტირუსულ პროვოკაციებს სომხეთში“.
|
ია აბულაშვილი 17.03.2019
კულუარული ინფორმაციით, უახლოეს ხანებში სამთავრობო ცვლილებები იგეგმება და მინისტრთა კაბინეტს რამდენიმე წევრი დატოვებს. პრემიერ- მინისტრის თანამდებობა კი შეიძლება საქართველოს თანაინვესტირების ფონდის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბაჩიაშვილმა დაიკავოს, რომლის კანდიდატურაც პრემიერის პოსტზე 2015 წელს ირაკლი ღარიბაშვილის გადაგომის შემდეგაც განიხილებოდა, თუმცა მაშინ არჩევანი გიორგი კვირიკაშვილზე შეჩერდა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|