ეკატერინე ბასილაია
17.03.2019

 ვინც საქართველოს მოქალაქეებს უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისა და უსაფუძვლოდ თავშესაფრის მიღებაში დაეხმარება, 2-დან 4 წლამდე პატიმრობა დაემუქრება, განმეორების შემთხვევაში კი  საპატიმრო სასჯელი 6-წლამდე გაიზრდება.

რეზონანსი
16.03.2019

 ბრიტანული „დეილი მეილი" ორგანიზაცია Globehunters-ის ინფოგრაფიკას აქვეყნებს, რომელშიც საქართველო იმ 187 ქვეყანას შორის მოხვდა, სადაც ონკანიდან წყლის დალევა უსაფრთხო არ არის, ეს ინფორმაცია ტურისტებისთვის არის განკუთვნილი და ეს კვლევა Globehunters-მა დაავადებათა კონტროლის ცენტრების ინფორმაციაზე დაყრდნობით შეადგინა.

თამარ შუკვანი
16.03.2019

 „ყველაზე სავარაუდოა, რომ ისევ იმ ჯგუფმა გაიმარჯვოს, რომელსაც უმრავლესობის უმრავლესობა ჰქვია, მაგრამ შეიძლება პროცესებმა ასეთი კარდინალური სახე არ მიიღოს და ჯგუფები პოზიციების შეთავსებაზე შეთანხმდნენ. გააჩნია, რომელი სტრატეგია იქნება არჩეული," - ასე აფასებს ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" საუბრისას „ქართულ ოცნებაში" დაპირისპირების კიდევ ერთ ტალღას, რომელიც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმებს ეხება.

ია აბულაშვილი
16.03.2019

 „მესამე პოლიტიკური ძალა კი არა, კლანიც რომ გამოჩნდეს პოლიტიკურ ველზე, ისიც უკეთესი იქნება ქვეყნის მომავალისთვის. მაგრამ რა პერსპექტივა ექნება დავით მაღრაძის მოძრაობას „დაიცავი საქართველო“, რომ ფავორიტი ადგილი დაიკავოს ქართულ პოლიტიკაში, ამის პროგნოზი გამიჭირდება“, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე დავთი მაღრაძის ინიციატივას აღადგინოს მოძრაობა „დაიცავი საქართველო“ და შემოიკრიბოს ძველი თანაგუნდელები.

რეზონანსი
16.03.2019

 „როგორც თერმომეტრი ტემპერატურას ზომავს, ისე ინდიკატორები გაზომავს ჩვენ პროგრესს ან რეგრესს, რაც ხელს შეუწყობს გენერალური გეგმის განმტკიცებას და რეალიზებას და შემდეგ გვიჩვენებს იმ მიმართულებას ქალაქგანვითარებისა, რომელიც შეიძლება იყოს ჩამორჩენილი, გვიჩვენებს თუ რა პრობლემები გვაქვს. სხვაგვარად ყველა ხელისუფლება გეტყვის, რომ ყველაფერი არის იდეალურად და ყველა პოლიტიკური ოპოზიცია იტყვის, რომ ყველაფერი არის საშინლად", - აცხადებს არქიტექტორი-ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე.

თამარ შუკვანი
16.03.2019

 „უკმაყოფილების გამოხატვა და იმის ხაზგასვმა, რომ მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელი საქართველოში სეპარატიზმის გაღივებას ხელს არ უნდა უწყობდეს, ბუნებრივია და ამაში გაუგებარი არაფერია. სომხეთის მხარის წარმომადგენლებთან ამის შესახებ ადრეც ყოფილა საუბარი. ეს თემა სომხეთისთვის მარტივი არ არის, მაგრამ საქართველომ თავისი დამოკიდებულება მკაფიოდ და ნათლად უნდა დააფიქსიროს-ხოლმე," - აცხადებს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი ე.წ. ყარაბაღის დელეგაციის სოხუმსა და ცხინვალში ვიზიტების შესახებ „რეზონანსთან" საუბრისას, რაზეც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სომხეთში ვიზიტისას უკმაყოფილება გამოხატა.

რეზონანსი
16.03.2019

 რუსეთში „საქართველოს სამეფო ნაციონალური ბალეტის" გასტროლები შეიძლება ჩაიშალოს. რუსეთის კულტურის მინისტრმა ვლადიმირ მედინსკიმ განკარგულება გასცა, რომ გადამოწმდეს, მართლაც უწოდა თუ არა ქართული ბალეტის ხელმძღვანელმა რუსებს „ოკუპანტები".

თამარ შუკვანი
16.03.2019

 საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ეუთო-ს წარმომადგენელმა რუდოლფ მიხალკამ აფხაზების მიერ გამოგზავნილი ღვინო გადასცა. ამის შესახებ ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ ტვიტერზე დაწერა.

რეზონანსი
16.03.2019

 ვანუატუს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ოფიციალურ მხრადაჭერას სოხუმში დაბნეულობა მოყვა. შეგახსნებეთ, რო ვანუატო იმ რამდენიმე ქვეყანას შორისაა, რომლებმაც ბოლო წლებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარეს. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ ვანუატუს მიერ აფხაზეთთან დაკავშირებით პოზიციის შეცვლასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადების გაკეთებაზე უარი თქვა.

ტატა შოშიაშვილი
16.03.2019

 აშშ-მა, კანადამ და ევროკავშირმა რუსეთს ქერჩის სრუტეში 2018 წლის 25 ნოემბერის ინციდენტისა და უკრაინელი მეზღვაურების დაპატიმრების გამო, ასევე ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის 5 წლისთავთან დაკავშირებით, 15 მარტს ახალი, გაცილებით უფრო მასშტაბური სანქციები დაუწესეს. ახალი სანქციების შეეხო როგორც ფიზიკურ პირებს, მათ შორის, რუს მაღალჩინოსნებსა და ბიზნესმენებს, ასევე ორგანიზაციებს, რომელიც მონაწილეობას იღებდნენ ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაციის პროცესში. რუსული მხარე კი აცხადებს, რომ უმოქმედოდ არ ისხდებიან და ამ ახალ სანქციებს აუცილებლად გასცემენ პასუხს.

მარი ჩიტაია
15.03.2019

 თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დედაქალაქის დამახინჯებულ იერსახეს საგრძნობლად გამოასწორებს. პროექტის ავტორები იმედოვნებენ, რომ თბილისი ამ გეგმის განხორციელებით მნიშვნელოვნად შეიცვლება და ახალ სიცოცხლეს შეიძენს. გენგეგმა გუშინ საკრებულოზე ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა, თუმცა, როგორც ურბანისტები ამბობენ, ქალაქის განაშენიანების პროცესი უკვე დაწყებულია - ზოგიერთი პროექტი უკვე დასრულდა და რამდენიმე მათგანის განხორციელება მოკლე და გრძელვადიან პერიოდებში იგეგმება.

თამარ შუკვანი
15.03.2019

 „უმრავლესობა „ქართულ ოცნებას" აქვს და ბუნებრივია, ის კანონპროექტი, რაც პარლამენტის თავჯდომარის მიერ არის მომზადებული, პოლიტიკური მხარდაჭერაც სწორედ მის ვერსიას ექნება," - აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი, 16 მარტს დაგეგმილი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის თაობაზე, სადაც „საერთო სასამართლოების შესახებ" მომზადებული კანონპროექტები იქნება განხილული.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×