ეკატერინე ბასილაია
13.03.2019

 პარლამენტში ახალი კანონპროექტი შევიდა, რის მიხედვითაც უნდა გაუქმდეს საკანონმდებლო ნორმა, რომლითაც მღვდელმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებით სარგებლობდნენ, თუმცა, ერთი გამონაკლისით, ეს ახალი ნორმა არ იმოქმედებს მართლამდიდებელი ეკლესიის მღვდლებზე, მათ პრივილეგია შეუნარჩუნდებათ და ჯარიდან თავის დაღწევას კვლავაც შეძლებენ.

თამარ შუკვანი
13.03.2019

 „ერთადერთი გზა, რაც რჩება, ეს ინტენსიური ახსნა-განმარტებითი კამპანიაა. საქართველოს მოქალაქეები უნდა გატარდნენ გარკვეული მონიტორინგის ქვეშ, - რა პირობებში მოუხდებათ საზღვარგარეთ ყოფნა, რა პესპექტივები აქვთ და ა.შ." - მიუხედავად, ევროკომისარ იოჰანეს ჰანის განცხადებისა, რომ საქართველოს მოქალაქეები ევროპაში თავშესაფარას ვეღარ მოიპოვებენ, ევროპის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნა საქართველოს მოქალაქეების მხრიდან კვლავ გრძელდება და ამ საკითხის შესახებ, „რეზონანსი" საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს, ირაკლი მენაღარიშვილს ესაუბრა.

ეკატერინე ბასილაია
13.03.2019

 „აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, კურტ ვოლკერის 2-დღიანი ვიზიტი საქართველოში ეს იყო რუსეთისთვის გზავნილი - პირველი, კარასინის მუქარის შემდეგ რუსეთისთვის იმის ჩვენება, რომ აშშ არის საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე და მეორე, ანაკლიის პორტს არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ დიდი გეოსტრატეგიული დანიშნულება გააჩნია და მის მშენებლობას ხელი არ უნდა შეეშალოს,"- აცხადებს „რეზონანსთან საუბრისას უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია.

თამარ შუკვანი
13.03.2019

 „ტრამპის ადმინისტრაციის ასეთმა მიდგომამ შესაძლოა გამოიწვიოს გერმანია-ამერიკის ეკონომიკური ომი. ფაქტია, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა დაველოდოთ ევროკავშირის ქვეყნების პოზიციას. ამ პროცესის სხვაგვარად განვითარებაზე აშშ-მა შესაძლოა გერმანია დაიყოლიოს, რათა ევროატლანტიკური სოლიდარობა შენარჩუნდეს," - ამბობს ექსპერტი სამხედრო საკითხებში, ვახტანგ მაისაია აშშ-ს მხრიდან, რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის თანადამფინანსებელი კომპანიებისთვის სანქციების შესაძლო დაწესების შესახებ.

ელზა პაპოშვილი
13.03.2019

 "გაზაფხულზე დიდი სამთავრობო ცვლილებები იგეგმება" - ამ ინფორმაციას "რეზონანსს" რამდენიმე სანდო წყარო ერთდროულად უდასტურებს. კულუარული ინფორმაციით, გაზაფხულისათვის თანამდებობებს ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილებით თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია და რეგიონული განვითარების მინისტრი მაია ცქიტიშვილი დაემშვიდობებიან. ასევე არ არის გამორიცხული, რომ მინისტრთა კაბინეტს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილიც დაემშვიდობოს.

მარი ჩიტაია
13.03.2019

 საქართველოში ხორბლის ფასთან დაკავშირებით პარლამენტი საკომიტეტო მოსმენას ან სამუშაო შეხვედრას გამართავს. დეპუტატები ფიქრობენ, რომ ბაზარზე ყველა პირობაა საიმისოდ, რომ საერთაშორისო ფასმა გავლენა მოახდინოს და გაიაფება საქართველოშიც დაიწყოს, თუმცა რეალობა სრულიად საპირისპიროა. მსოფლიოში მარცვლეული 30%-ით გაიაფდა, საქართველოში კი 15%-ით გაძვირდა.

თამარ მუკბანიანი
13.03.2019

 საქართველოს მთავრობამ "გაზპრომთან" ახალი ხელშეკრულება 2 წლის ვადით გააფორმა. ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, პირობები წინა კონტრაქტთან შედარებით გაუმჯობესებულია. გაზრდილია ტრანზიტის საფასური, ხოლო რუსული გაზის შესასყიდი ფასი შემცირებულია იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კერძო წარმომადგენელი დაინტერესდება მისით. სპეციალისტები გაუმჯობესებას მიესალმებიან, თუმცა იქვე აღნიშნავენ, რომ ეს ხელშეკრულება ბევრად ცუდია, ვიდრე 2017 წლამდე გვქონდა.

თამარ მუკბანიანი
13.03.2019

 უცხოელს, მიწის დაუმუშავებლობის შემთხვევაში, შესაძლოა, მიწის გაყიდვა აღარ მოუწიოს, მაგრამ ყოველ წელს 20-30 ათასი ლარით დააჯარიმებენ. ეს ერთ-ერთი ცვლილებაა კანონპროექტში, რომელიც პარლამენტში უკვე განიხილება. გარდა ამისა, არის სხვა ცვლილებებიც, რომლებსაც დეპუტატები ამ დღეებში ინტენსიურად იხილავენ.

ეკატერინე ბასილაია
13.03.2019

 თეა წულუკიანი მინისტრად დარჩა, ულტიმატუმმა გაჭრა, თუმცა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ულტიმატუმებს არავინ აყენებდა, უბრალოდ, "თეას გარეშე გუნდი ვერ წარმოუდგენია".

მარი გოცირიძე
13.03.2019

 "საქართველოს ბანკმა", ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, საქართველოში სოციალური წარმოების შექმნისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით ჩატარებული, რიგით მესამე საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა. გამარჯვებულ ხუთ პროექტზე "საქართველოს ბანკი" 250 000 ლარამდე დაფინანსებას გასცემს. "საქართველოს ბანკის" ფონდ "სიცოცხლის ხის" მიერ ორგანიზებული კონკურსი მესამე წელია, ტარდება. საგრანტო კონკურსის მიზანი ისეთი სოციალური საწარმოების დაფინანსებაა, რომლებიც სოციალურად აქტუალური საკითხის მოგვარებასა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმებას უზრუნველყოფს.

რეზონანსი
12.03.2019

 მალე მოპედის მძღოლები შესაბამისი მართვის მოწმობის გარეშე ვეღარ ივლიან, ამის შესახებ საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტმა შალვა ოგბაიძემ განაცხადა. მისი თქმით, შესაბამისი კანონი განხილვის პროცესშია და ძალაში შემოღებისთანავე ფედერაცია განცხადებას აუცილებლად გააკეთებს.

ეკატერინე ბასილაია
12.03.2019

 ოკუპირებულ აფხაზეთში ისევ გააქტიურდა საუბარი, რომ ე.წ. აფხაზური ეკლესიის ავტოკეფალიის მისაღწევად უნდა იბრძოლონ და ამ მიზნის მისაღწევად შერიგებაზე დიალოგს იწყებენ დაპირისპირებული ბანაკები - „აფხაზეთის წმინდა მიტროპოლია", რომლის ხელმძღვანელია დოროთეი დბარი და „სოხუმ-ბიჭვინთის ეპარქია", რომელსაც ბესარიონ აპლია მეთაურობს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×