ელზა პაპოშვილი
07.05.2019

 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დღეს გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით „რეზონანსი“ მალხაზ მაჩალიკაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ მსგავსი სახის საუბარი მას თავის ძმიშვილთან არ ჰქონია და ეს ფაბრიკაციაა. მისი განცხადებით, მან საერთოდ არ იცის სად ცხოვრობს გოგაშვილი და სად არის მამამისი დაკრძალული. 

თამთა ჩაჩანიძე
07.05.2019

 რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს გამოაქვეყნა ანგარიში ნაციზმის ჰეროიზაციის ნეონაციზმის გავრცელებასთან დაკავშირებით, რომელშიც, სხვა საქართველოს ხელისუფლებას ამ კუთხით სხვადასხვა პრალდებებს უყენებს. მათი შეფასებით, ნაციზმის ჰეროიზაცია საქართველოში სამთავრობო დონეზე არ ხდება, თუმცა, არაოფიციალურად ასეთი ფაქტები ხშირად ფიქსირდება.

თამარ შუკვანი
07.05.2019

 „გინდა სისხლის აღება დავარქვათ და გინდა სამაგიეროს გადახდა, რა მნიშვნელობა აქვს? ამ დოკუმენტებიდან ჩანს, რომ ამ კაცს ტერორისტული აქტის მოწყობა უნდოდა. ამიტომ, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, აქ სისხლის აღების ფაქტორი იყო, თუ სხვა რამ," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ანლიტიკოსი მამუკა არეშიძე სუს-ის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერს.

თამარ შუკვანი
07.05.2019

 „რატომ იყო დასაცავი, არ მესმის. ასეთ შემთხვევაში გუნდს რა უნდა ეთქვა? არაფერი ჰქონდა დასაცავი. მოვიდა, დაინიშნა. მერე რაღაც საქმეები ჰქონდა, წავიდა. ჩამოვიდა და შეუდგა მუშაობას. არ მგონია, რომ ეს ობიექტური იყოს. შეიძლება სხვა რამე იმალება და ეს უნდა თქვას. ნახევრად თქმა არავითარი შედეგის მომტანი არ არის-ხოლმე," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას მიერ გაკეთებულ ბოლო დროინდელ განცხადებებს.

ია აბულაშვილი
07.05.2019

 „რუსთავი 2“-თან ხელისუფლებას ეს სპეცოპერაცია არ გამოუვა და ჩაუვარდება, როგორც ყველა სხვა სპეცოპერაცია. „რუსთავი 2“ იქნება მისი ბოლო ფიასკო, ისე, როგორც შევარდნაძის ხელისუფლების დროს“, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი დავით ჭიჭინაძე „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

თამთა ჩაჩანიძე
07.05.2019

 „ცუდია, რომ ამ კონცერტში ნინო სუხიშვილი მიიღებს მონაწილეობას. ზოგადად, საპატრიარქოს მიერ გამართულ კონცერტში ცუდი არაფერია, მაგრამ ცუდია. რომ ეს კონცერტი იმართება 17 მაისს იმიტომ, რომ შეზღუდულიყო უმცირესობების უფლებები საქართველოში და ამ კონკრეტული ღონისძიების მხარდაჭერა ნიშნავს სინამდვილეში ჰომოფობიის მხარდაჭერას", - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" წარმომადგენელი გიორგი მშვენიერაძე

ეკატერინე ბასილაია
06.05.2019

 2019 წელი საქართველოში ნატო-ს სამხედრო სწავლებების დიდი გააქტიურების წლად იქცა. ამჯერად, 6-17 მაისს საქართველოში პირველად ტარდება საერთაშორისო ლოჯისტიკური სწავლება „LOGDEV 2019", სადაც 12 ქვეყნის 130 სამხედეო იღებს მონაწილეობას, წვრთნები კი ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ტარდება.

ეკატერინე ბასილაია
06.05.2019

 რატომ გაუშვეს გიორგი ქობულია მინისტრობიდან და რა მოხდა კულუარებში - მას შემდეგ, რაც ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა სკანდალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ მის გადაწყვეტილებებს უბლოკავდნენ, ივანიშვილთან ჰქონდა დაპირისპირება, რადგან რაღაც ობიექტი არ გაასხვისა და რომ ამის გამო აიძულებდნენ საკუთარი ნებით გადამდგარიყო მინისტრობიდან, ოპოზიცია ითხოვს, რომ ექსმინისტრი პარლამენტში მიიწვიონ და მოუსმინონ.

თამარ შუკვანი
06.05.2019

 საბრძოლო თვითმფრინავების ახალი ერა იწყება - აშშ-ის საჰაერო ძალები ლაზერული იარაღით აღჭურვილ თვითმფრინავს ქმნის, რომელიც ნებისმიერი სარაკეტო საფრთხის თავიდან აცილებას შეძლებს. თუმცა პირველ სატესტო გაფრენა 2021 წლამდე იგეგმება.

ია აბულაშვილი
06.05.2019

 "იმედი ვიქონიოთ, რომ მალე პარლამენტში არათუ არასტანდარტულ თემაზე მინისტრის საუბარს მოვისმენთ, რომლის დანიშვნაც და წასვლაც კითხვებს მოიცავს, არამედ მოვისმენთ იმ რეალობას, რომელიც ჩვენი საზოგადებისთვის გრძელი ფარდით არის დაფარული"- ასე ეხმაურება პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი, ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას საკანომდებლო ორგანოში მისვლის საკითხს, რომელსაც ოპოზიცია ითხოვს.

ია აბულაშვილი
06.05.2019

 "თვითონ სიტყვა გეუბნება მთაწმინდა და მითხარით, როგორმა კაცმა უნდა გაიმარჯვოს მართლაც ამ წმინდა ადგილზე - წმინდა და პატიოსანმა. ამ ისტორიული უბნისთვის, შეურაცხყოფა იქნება, თუ ამ ღირსების მატარებელი კაცი ვერ გაიმარჯვებს"- ასე ეხმიანება მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე მოახლოებულ შუალედურ არჩევნებს, რომელიც 19 მაისს საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში გაიმართება.

თამარ შუკვანი
06.05.2019

 „ირანი პალესტინას უკვე მიემხრო, პალესტინურ რადიკალურ დაჯგუფებებს, რომელიც ღაზის სექტორში მოქმედებენ. ჩავთავლოთ, რომ ისრაელისა და ირანის პირდაპირი სამხედრო დაპირისპირება უკვე დაიწყო," - ასე აფასებს ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია ისრაელისა და პალესტინის სამხედრო დაპირისპირების პარალელურად, აშშ-სა და ირანის კიდევ უფრო მეტად დაძაბულობას.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×