თამარ შუკვანი 10.05.2019
ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, საქართველოში შარშანდელთან შედარებით, სამწუხაროდ, 180 ვეტერანით ნაკლებია. ამჟამად დაახლოებით ომის 490 ვეტერანია. შარშან კი - 670 იყო.
|
ელზა პაპოშვილი 10.05.2019
დააკავებენ თუ არა მალხაზ მაჩალიკაშვილს 10 მაისს სუს-ში დაკითხვაზე მისულს და რატომ არ არის ის აქამდე დაპატიმრებული. რატომ დაიწყო გამოძიება ტერორიზმის მუხლით და არა განზრახ მკვლელობის მცდელობაზე - ესაა კითხვები, რომელსაც იურისტები „რეზონანსთან“ სვამენ და ამბობენ, რომ საქმის ირგვლივ რამდენიმე პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს.
|
ია აბულაშვილი 10.05.2019
"ქვეყანა, თუნდაც პატარა ქვეყანა, შეუძლებელია, იმართებოდეს ისე, როგორც იმართება კომერციული სტრუქტურა, თუნდაც სააქციო საზოგადოება, რომლის საკონტროლო პაკეტი ერთი ადამიანის ხელშია. ამიტომ საკადრო ცვლილება და მთავრობაში კარუსელები სულ იქნება დღის წესრიგში" - ასე ეხმიანება პოლიტოლოგი პეტრე მამრაძე მთავრობაში მოსალოდნელ ცვლილებას.
|
ელზა პაპოშვილი 09.05.2019
კონფლიქტოლოგი და კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე „რეზონანსთან“ ინტერვიუში მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართ დაწყებულ გამოძიებას აფასებს და ამბობს, რომ მისი დაკავება ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. ამბობს, რომ მაჩალიკაშვილი ხეობაში ავტორიტეტით სარგებლობს და ბევრი მხარდამჭერი ჰყავს, ამიტომაც ხელისუფლება ფრთხილობს, რომ საქმის ირგვლივ უფრო მეტი მტკიცებულება წარმოადგინოს და ნაკლები კითხვები დატოვოს.
|
თამარ შუკვანი 09.05.2019
„საზოგადოებისთვის უნდა იყოს რაიმე მნიშვნელოვანი შეთავაზება. ასეთ ვითარებაში „ქართულ ოცნებისთვის" შესაძლოა რაღაც სახეიროდ შეიცვლოს, თუმცა მგონია, რომ პრემიერის პოსტი ამ შემთხვევაში მაინც ივანიშვილმა უნდა დაიკაოს და არა გახარიამ," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე შს მინისტრის გიორგი გახარიას შესაძლო გაპრემიერების საკითხზე საუბრისას.
|
მარიამ ბოლქვაძე 09.05.2019
„მე და ნინო ბურჯანაძე შევთანხმდით, რომ სჯობს, პარტია დავტოვო და ცალკე ვიყო. ეს იყო ტაქტიკური ორმხრივი შეთანხმება, ორივემ საჭიროდ მივიჩნიეთ, ჩემი დამოუკიდებლად მოქმედება," - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ, „რეზონანსთან" საუბრისას.
|
ია აბულაშვილი 09.05.2019
"არა მგონია, ბიძინა ივანიშვილი მისმა გარემოცვამ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების აუცილებლობაში დაარწმუნოს, რადგან მას თავისი წყაროებიც აქვს და გარკვეულ ინფორმაციებსაც ფლობს. ჩემი აზრით, იგი დაელოდება შუალედური არჩევნების შედეგებს და ამის მიხედვით მიიღებს გადაწყვტილებას, სჭირდება თუ არა საერთოდ "ოცნებას" ვადამდელი არჩევნები," - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, ვისაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.
|
თამარ შუკვანი 09.05.2019
„კარგია, რომ საარჩევნო კამპანია ექსცესების გარეშე მიდის და იმედია, ასე გაგრძელდება. ოპოზიცია ამ არჩევნეს განიხილავს, როგორც ერთგვარ რეპეტიციას საპარლამენტო არჩევნების წინ. მათთვის მნიშვნელოვანია გარკვეული წარმატების მიღწევა, თუმცა ოპოზიციის ამ გაერთიანებასთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული აზრთა სხვაობა - კონსენსუსი სხვადასხვა ოპოზიციურ ჯგუფებს შორის ერთიან კანდიდატთან დაკავშირებითაც არ არის," - აცხადებს „რეზონანსთან" სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე 19 მაისის შუალედურ არჩევნებზე საუბრისას.
|
თამარ შუკვანი 09.05.2019
ვაკის პარკთან მიმდინარე აქციაზე დაკავებები გრძელდება; შსს-მ 9 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კონტრაქციის წევრი დააკავა.
|
თამარ შუკვანი 08.05.2019
„სამხრეთიდან სიტუაცია თუკი იმდენად დაიძაბა, რომ საქმე საომარ მოქმედებამდე მივიდა, შესაძლოა რუსეთმა გვერდზე გადგომა არ მოინდომოს, პირიქით, მასში მონაწილეობის მიღება ისურვოს, - საქართველოს წინააღმდეგ მსგავსი დარტყმაც მოსალოდნელია.
|
ეკატერინე ბასილაია 08.05.2019
9 მაისს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ორი აქცია-მსვლელობაა დაანონსებული - ერთია რუსული პროპაგანდისტული აქცია სახელწოდებით „უკვდავი პოლკი", ხოლო პარალელურად გაიმართება აქცია „არა პუტინის მარშს", რომელსაც მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტიას" წევრები აანონსებენ.
|
ეკატერინე ბასილაია 08.05.2019
ანაკლიის პროექტი უკვე რამდენი ხანია შეჩერებულია. მშენებარე პორტში არანაირი სამუშაოები არ მიმდინარეობს დაფინანსების არ არსებობის გამო და ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, კიდევ რამდენი ხნით გადაიდება სამუშაოები.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|