ია აბულაშვილი 15.05.2019
"ხელისუფლების ცვლის პროცესი დაიწყო და 19 მაისი იქნება ამის გაგრძელება" - აცხადებს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი, ვისაც "რეზონანსი" შუალედური არჩევნების მოსალოდნელ შედეგებზე ესაუბრა.
|
თამთა ჩაჩანიძე 15.05.2019
15 მაისს უკრაინის მთავრობამ რუსეთთან დაკავშირებით ახალი სარკისებრი ეკონომიკური სანქციები წარადგინა, რომელიც 1 აგვისტოდან შევა ძალაში.
|
ია აბულაშვილი 15.05.2019
"შუალედური არჩევნები ქვეყანაში პოლიტიკურ ვითარებას ვერ შეცვლის, თუმცა ხელისუფლების დამარცხება იქნება საზოგაოებისთვის მესიჯი, რომ გრძელდება "ქართული ოცნების" დაღმასვლა" - აცხდებს პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშივლი, ვისაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვთიარებაზე ესაუბრა.
|
თამარ შუკვანი 15.05.2019
პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას მოსმენა დაიწყო, თუმცა შეხვედრას მმართველი პარტიის მხოლოდ ორი დეპუტატი - ზაზა ხუციშვილი და შოთა შალელაშვილი - ესწრება. ქობულია საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრებმა მიიწვიეს. სხდომას ესწრებიან „ნაციონალური მოძრაობისა " და „ევროპული საქართველოს" წევრები, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი დავით უსუფაშვილი.
|
თამარ შუკვანი 15.05.2019
შაულედურ არჩევნებამდე, ოთხი დღით ადრე, ზუგდიდში ვითარება უფრო მეტად მძიმდება - ოპოზიცია ქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან მივიდა და საოლქო კომისიის თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით ოპოზიცია აქციას მართავს.
|
ელზა პაპოშვილი 14.05.2019
რიგგარეშე არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა და სიტუაცია უფრო და უფრო იძაბება. პოლიტიკური ტემპერატურა განსაკუთრებულ ნიშნულზე ზუგდიდშია ასული, სადაც მერობას „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი სანდრა რულოვსი აპირებს. ბოლო რამდენიმე დღეა რაც დაძაბულობა შეიმჩნევა - „ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეები ერმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებიან.
|
ელზა პაპოშვილი 14.05.2019
სიკვდილის ქრონიკა სამშენებლო ობიექტებზე გრძელდება - 14 მაისს კოსტავას 75 ნომერში მდებარე მშენებარე კორპუსის სავარაუდოდ, მე-15 სართულიდან მუშა გადმოვარდა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მას მუშაობის დროს თოკი გაუწყდა. მამაკაცი მშენებარე კორპუსის ხარაჩოს ამაგრებდა და წინასწარი ინფორმაციით, ხარაჩო ჩამონგრა, ხოლო მუშა თოკმა ვეღარ დაიკავა. ადგილზე გამოძახებულ სასწრაფო დახმარების ექიმებს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
|
ია აბულაშვილი 14.05.2019
„შიგნით რა გაადაგილებები ხდება ვერ გეტყვით, მაგრამ მიმინოშვილის შერჩეული დეპუტატები ქვეყანას სიკეთეს რომ არ მოუტანს, ეს ყველამ იცის და მივიღებთ ისეთივე სამარცხვინო პარლამენტს, როგორიც დღეს არის“, - ასე ეხმაურება „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე „ოცნებაში“ მიმდინარე განახლების პროცესს.
|
ია აბულაშვილი 14.05.2019
„ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გამოსვლა ღია ფორმატში გაიმართება, კითხვა-პასუხის რეჟიმში და ვფიქრობ, რომ იგი ყველა კრიტიკულ შეკითხვას ამომწურავ პასუხს გასცემს“, - ასე ეხმაურება „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი პარლამენტში დეპუტატებისა და ეკონომიკის ყოფილი მინიტრის შეხვედრას.
|
თამარ შუკვანი 14.05.2019
„რულოვსს თავს დაესხნენ მაშინ, როდესაც იქ იყო ფოტოგადაღება - ჟურნალისტები ვიდეოგადაღებებს აწარმოებდნენ, ამ პირების ამოცნობა ხელისუფლებისთვის არ იქნება რთული. ამიტომ, ხელისუფლებამ უნდა დაადგინოს რა მოხდა სინამდვილეში," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე 14 მაისს ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს, სადაც „გაერთიანებული ოპოზიციის" მერობის კანდიდატს, სანდრა რულოვსს თავს დაესხნენ.
|
ნათია ფეხშველაშვილი 14.05.2019
„მნიშვნელოვანია საზოგადოებამ დაიცვას თავისი ტერიტორიები თუ ამას ვერ ახერხებს სახელმწიფო და ჩვენი ხელისუფლება", - აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია" წარმომადგენელი დავით ქაცარავა დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით და 28 მაისს აზერბაიჯანული მხარის მიერ შესაძლო მსვლელობას ეხმაურება.
|
ია აბულაშვილი 14.05.2019
ეკონომიკის მინისტრის ნათი თურნავას მიერ ენგურჰესის თაღოვანი კაშხალის დათვალიერებამ და მის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ სეპარატისტულ ხელისუფლებაში სერიოზული უკმაყოფილება გამოიწვია. სოხუმში გადაჭრით უარყოფენ ინფორმაციას, რომ ქართულ მხარესთან „აფხაზეთის ტერიტორიაზე“ რაიმე სამუშაოების დაწყებაზე შეთანხმდნენ.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|