ია აბულაშვილი 17.05.2019
„არანაირი იდეა, არანაირი კონსულტაციები ამ თემაზე არ ყოფილა. ეს არის სიცრუე და ამის შესახებ პირადად მე მხოლოდ პრესიდან გავიგე“, - ასე ეხმაიანება პარლამენტარი ზაზა ხუციშვილი გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაოაბზე, რომ ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია პოლიტიკაში მიდის და ახალ პარტიას ქმნის, ხოლო თანამოაზრეები და მისი პარტიის წევრები შეიძლება გახდნენ პარლამენტარები კობა ნარჩემაშვილი, ბიძინა გეგიძე, ზაზა ხუციშვილი, შოთა შალელაშვლი და სხვები.
|
ელზა პაპოშვილი 16.05.2019
სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ზუგდიდისთვის არჩევნებამდე სამი დღით ადრე გრძელდება. სამეგრელოში ვითარება განსაკუთრებით ბოლო კვირაში დაიძაბა. ადგილი ჰქონდა გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატზე თავდასხმას, ასევე საოლქო საარჩევნო კომისიიდან საარჩევნო სიების და სარეგისტრაციო ბეჭდების გატანას.
|
ია აბულაშვილი 16.05.2019
"ზუგდიდში რაც ხდება, ეს არის თავსლაფის დასხმა, არავითარი თამაშის წესები, არვითარი ურთიერთპატივისცემა და პოლიტიკური დებატები, მხოლოდ გაყალბება და დედის გინება, თუმცა "ქოცნაცებმა" დედის გინების მეტი არაფერი იციან" - ასე ეხმაურება "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა ზუგდიდში წინასაარჩევნოდ განვითარებულ მოვლენებს.
|
თამარ შუკვანი 16.05.2019
ტელეკომპანია „იმედის" დირექტორი გიორგი კალანდარიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მისი ადგილი კინორეჟისორმა ელდარ მდინარაძემ დაიკავა. მან ხელშეკრულებას ხელი უკვე მოაწერა და ტელეკომპანიაში თანამშრომლების გასაცნობად მივიდა.
|
ელზა პაპოშვილი 16.05.2019
ბოლო დღეებში ერთმანეთის მიყოლებით ორმა საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურემ, სავარაუდოდ, სიცოცხლე თვით მკვლელობებით დაასრულა. რასთან გვაქვს საქმე რეალურად, თვითმკველობასთან, უბედურ შემთხვევასთან თუ მკვლელობასთან? სანამ ექსპერტიზის შედეგები არ გახდება ცნობილი და გამოძიება არ დასრულდება, რთულია კონკრეტულად რაიმეზე საუბარი. თუმცა გარდაცვლილების ოჯახებს თვითმკვლელობის ვერსიის ნაკლებად სჯერათ.
|
თამთა ჩაჩანიძე 16.05.2019
"ნაციონალურ მოძრაობას" არ მოეწონა საკუთარი რეიტინგი საზოგადოებრივი აზრის კვლევაში და ამიტომ ცდილობენ ზუგდიდში ვითარების ესკალაციას, აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ზუგდიდის მოვლენების კომენტირებისას. ამბობს, რონ იქ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და ოპოზიცია ხელოვნურად ცდილობს სიტუაციის დამუხტვას.
|
ია აბულაშვილი 16.05.2019
"რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხელისუფლება ვადამდელი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით, არ ვიცი, თუმცა მოძრაობები, რომელიც "ოცნებაში" დაიწყო, ამაზე მიანიშნებს და ეს უფრო შუალედური არჩევნების შედეგების შემდეგ გამოჩნდება" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი იგორ კვესელავა "ოცნებაში" დაწყებულ განახლების პროცესს.
|
თამარ შუკვანი 16.05.2019
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომამ დღესაც ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე ჩაიარა. გაერთიანებული ოპოზიციის წევრები კვლავ საოლქო კომისიის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვენ. ამ უკანასკნელმა კი სხდომა დასრულებულად გამოაცხადა და დარბაზი დატოვა. ხმაური კომისიაში გაგრძელდა.
|
ელზა პაპოშვილი 15.05.2019
მერის არჩევნებამდე 4 დღით ადრე სამეგრელოში ხელისუფლების და ოპოზიციის დაპირისპირება მწვავდება. 15 მაისს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენლებმა მოითხოვეს, რომ ზუგდიდის საკრებულოს წევრს „ქართული ოცნებიდან“ გია დანელიას უფლებამოსილება შეუწყდეს.
|
ელზა პაპოშვილი 15.05.2019
ერთადერთი ადამიანი 41 გაშვებულ მინისტრებს შორის გიორგი ქობულია აღმოჩნდა, რომელმაც ღიად და საჯაროდ გაბედა ესაუბრა თუ რატომ მოხდა მისი თანამდებობიდან გადაყენება. რა გაიგეს ოპოზიციის წევრებმა და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ქობულიას გამოსვლიდან.
|
თამთა ჩაჩანიძე 15.05.2019
ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია „რეზონანსთან“ საუბარში ამბობს, რომ ყოფილი ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიას პარლამენტში გამოსვლისას ახალი არაფერი არ უთქვამს, რაზედაც საზოგადოება არ საუბრობდა.
|
თამარ შუკვანი 15.05.2019
17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამასთანავე ეს დღე 2014 წელს, პატრიარქის ინიციატივით, ოჯახის სიწმინდის დღედ გამოცხადდა, რის შემდეგაც ამ დღის აღსანიშნავად, ყოველ 17 მაისს ეწყობა მსვლელობა. წელსაც, საპატრიარქო მსვლელობის გამართვას აპირებს. საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მსვლელობა 17:00 საათზე დაიწყება და დასრულდება კონცერტით, რომელიც პარაკლისის შემდეგ გაიმართება.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|