თამარ შუკვანი
21.05.2019

 „ვერაფრით წარმოვიდგენ, რომ რაღაც კლიპის გამო მოხდა დაპირისპირება, ეს ჩემთვის გაუგებარია, თუმცა ერთი რამ გასაგებია, რომ ამ სკოლაში ეს ძალიან ხშირად ხდება. ამ სკოლას რა უბედურება სჭირს, არ ვიცი. ჩემთვის მიუღებელი სკოლა გახდა," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე 51-ე სკოლის „ჰიმნს", სადაც ე.წ. ქურდული სამყაროა გაშარჟებული და ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, სწორედ ეს ვიდეო გახდა გუშინ მომხდარ შემთხვევაში, მოსწავლეებს შორის დაპირისპირების მიზეზიც.

ია აბულაშვილი
21.05.2019

 „ჩვენს მეგობრებთან ერთად, მთელ გუნდთან ერთად ჩამოვყალიბდებით, რომელი რეგიონიდან დავიწყებთ, მაგრამ ყველგან  ვიქნებით და ხალხის ძალას ვაჩვენებთ ივანიშვილს“, - აცხადებს ზუგდიდის მერობის ყოფილი კანდიდატი სანდრა რულოვსი და იქვე დასძენს, რომ საპროტტსო ტალღა ზუგდიდიდან უნდა დაიწყოს, რომელიც მთელს ქვეყანას გადაედება და თბილისში, ივანიშვილის შუშის სასახლესთან დამთავრდება. იგი  საზოგადოებას და ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

თამარ შუკვანი
20.05.2019

 ახლო აღმოსავლეთი ომის ზღვარზეა. აშშ-ს მხრიდან ირანის მისამართით უკვე ღია მუქარა ისმის, რის გამოც დაძაბულობა პიკს აღწევს, - „შეიძლება ითქვას, რომ ახალი ომის ზღვარზე ვართ. ერთი პატარა ნაპერწკალიც კი საკმარისია და ამისათვის, როგორც ამერიკელები, ასევე ირანელებიც მზად არიან," - აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია.

ელზა პაპოშვილი
20.05.2019

 19 მაისის შუალედური არჩევნები შესაძლოა „ნაცინალური მოძრაობის" განხეთქილების ბოლო წვეთად იქცეს. მიუხედავად იმისა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, პარტიაში ბზარი უკვე არსებობდა, ამას საჯაროდ პოლიტიკოსები არ აღიარებდნენ და მის დამალვას ცდილობდნენ. თუმცა, 19 მაისს ღამით სანდრა რულოვსის მიერ გაკეთებულმა, სავარუდოდ, პარტიასთან შეუთანხმებელმა განცხადებამ, „ნაციონალურ მოძრაობაში" სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა.

ელზა პაპოშვილი
20.05.2019

 წინასწარი მონაცემებით, ხუთივე ქალაქში მერის არჩევნები „ქართულმა ოცნებამ" მოიგო, მთაწმინდის დეპუტატის ასარჩევად კი, სავარაუდოდ, მეორე ტური დაინიშნება. არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, არჩევნებმა სერიოზული დარღვევების გარეშე ჩაირა და მხოლოდ 30 საჩივარია შესული - მაშინ რას ნიშნავს ოპოზიციის განცხადება, რომ ხელისუფლებამ არცევნები გააყალბა. რა ტაქტიკას მიმართა „ოცნებამ" და როგორ შეძლო, რომ უშუალოდ საარჩევნო უბნებზე თვალში საცემ გაყალბებას ადგილი არა აქვს.

ეკატერინე ბასილაია
20.05.2019

 „მთლიანობაში თუ შევხედავთ, ოპოზიციისთვის ეს შედეგი ოპტიმისტურია. ოპოზიციამ წააგო, მაგრამ ამ არჩევნებმა რამდენიმე უბანში აჩვენა, რომ ოპოზიციისა და მმართველი ძალის კანდიდატების შედეგები საკმაოდ ახლოს იყო ერთმანეთთან. ამდენად, თუ 2020 წლის არჩევნებისთვის გამოვაკლებთ ამ მასშტაბის ადმინისტრაციულ რესურსს და დავუმატებთ იმას, რომ „ოცნების" რეიტინგი იმ პერიოდში უფრო და უფრო დაიწევს, პესიმისტურად განწყობილი არ ვიქნებოდი,"- აცხადებს „საქართველოს პოლტიკის ინსტიტუტის" დამფუძნებელი კორნელი კაკაჩია.

ეკატერინე ბასილაია
20.05.2019

 ოკუპირებულ სოხუმში აფხაზური ოპოზიცია 21 ივლისს დაგეგმილი დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების შემოდგომისთვის გადადებას ითხოვს, მათი „საპრეზიდენტო" კანდიდატის, ასლან ბჟანიას ავადმყოფობის გამო და პლუს, ითხოვენ, რომ ბჟანიას მოწამვლის ფაქტი ობიექტურად და დროულად გამოიძიონ.

ია აბულაშვილი
20.05.2019

 "ეს არჩევნები მოვლენებზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს, მაგრამ გამოიკვეთა, რომ ხელისუფლებას ჰქონდა უპირატესობა და ეს გამოიყენა, რასაც ვერ ვიტყვით ოპოზიციაზე და თუ ისევ ამ სტილში გააგრძელებს ქმედებებს, 2020 წელსაც იგივე შედეგს მიიღებს"- ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე შუალედური არჩევნების შედეგებს.

ია აბულაშვილი
20.05.2019

 "როგორც ყოვველთვის ეს არჩევნებიც იყო სიყალბე და ქვეყნის სირცხვილი. ოპოზიციაც და პოზიციაც ორივე არიან მსახიობები, ოღონდ უნიჭო მსახიობები" - ასე აფასებს მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე 2019 წლის შუალედურ არჩევნებს.

თამთა ჩაჩანიძე
20.05.2019

 პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „რეზონანსთან" 19 მაისის შუალედური არჩევნები შეაფასა, იგი ამბობს, რომ როდესაც პოლიტიკური ელიტა ვერ პასუხობს ამომრჩევლის გემოვნებას, იგებს ხელისუფლების რესურსი.

თამარ შუკვანი
20.05.2019

 19 მაისს, ვერის ბაღის მიმდებარედ მცხოვრებმა ამომრჩევლებმა მთაწმინდის ოლქში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნებზე ხმის მიცემა ვერ შეძლეს. საარჩევნო უბანზე მისულებს საარჩევნო კომისიაში განუმარტეს, რომ მათი ქუჩის ნაწილი უკვე 2 წელია ვაკეს ეკუთვნის. ამის პასუხად „რეზონანსს" ცესკოში განუცხადეს, რომ საარჩევნო კოდექსის მიხედვით, დადგენილია გეოგრაფიული საზღვრები და ამომრჩეველმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც სწორედ ამ კანონმდებლობის გათვალისწინებით მიიღეს მონაწილეობა.

ელზა პაპოშვილი
20.05.2019

 დღის განმავლობაში მომხდარი სხვადასხვა ინციდენტების - ფიზიკური თუ სიტყვიერი დაპირისპირებისა და დაპატიმრებების შემდეგ - ზუგდიდში გვიან ღამემდე ვითარება უკიდურესად დაძაბული იყო. ხელისუფლების წარმომადგენლები დამაჯერებლად ამტკიცებდნენ, რომ ქალაქის მერის რიგგარეშე არჩევნები მათმა კანდიდატმა გეგა შენგელიამ პირველივე ტურგი მოიგო. თუმცა, „ნაცმოძრაობის“ კანდიდატმა სანდრა რულოვსმა, მის ხელთ არსებული მონაცემების საფუძველზე, გამარჯვებულად საკუთარი თავი გამოაცხადა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×