თამთა ჩაჩანიძე
23.05.2019

 ნატო კვლავ არ აღიარებს ყირიმის რუსეთს და ნახევარკუნძულიდან რუსული ჯარის გაყვანას ითხოვს, ალიანსის სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა სერ სტიუარტ პიჩმა ბრიუსელში ალიანსის სხდომაზე რუსეთს მოუწოდა, რომ შეწყვიტოს ყირიმის ანექსია და დონბასის მილიციის მხარდაჭერა.

ია აბულაშვილი
23.05.2019

 "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი "ნაცონალური მოძრაობის" წევრებს მიმართავს, რომ, ვინც რეგიონებში საპროტესტო აქციების გაშლის გეგმით გამოდის და ივანიშვილის სასახლესთან მისვლით იმუქრებიან, შესაძლოა ციხეში აღმოჩნდნენ.

ია აბულაშვილი
23.05.2019

 "არჩევნების საბოლოო შედეგებზე საუბარი ნაადრევია, რადგან წინ მეორე ტურია, თუმცა წინასწარი შეფასებით, როგორც ყოველთვის არჩევნებს იგებს რესურსები და ის პარტია, ვისაც ეს რესურსები აქვს.

თამთა ჩაჩანიძე
23.05.2019

 გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდეს, რომ დასრულდეს კონფლიქტი აღმოსავლეთ უკრაინაში, რომელიც რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებს მძიმე ტვირთად აწევს. ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" საუბარში ამბობს, რომ პუტინს აღნიშნული ქვეყნების ლიდერების მოწოდებაზე რაიმე კონსტრუქციული დატვირთვის მქონე რეაქცია არ ექნება.

ეკატერინე ბასილაია
22.05.2019

 ცხინვალის რეჟიმი ქართული სკოლების წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს. მე-6 კლასამდე ქართული სწავლების აკრძალვის შემდეგ ახლა უკვე შემორჩენილი 7 ნახევრად ქართული სკოლიდან 2-ს ხურავს.

ეკატერინე ბასილაია
22.05.2019

 ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციის 2-დღიანი დიდი ვნებათაღელვა ჩაცხრა. ორშაბათს დიდი პათოსით გამოცხადებული საყოველთაო დაუმორჩილებლობა და აქციები შეწყდა მას შემდეგ, რაც ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ოპოზიციის მოთხოვნას არჩევნების 21 ივლისიდან 23 ნოემბრამდე გადადებაზე სანახევროდ დათანხმდა და არჩევნების თარიღი ერთი თვით, 26 აგვისტომდე გადასწია.

ელზა პაპოშვილი
22.05.2019

 ბრძოლა მთაწმინდის მოსაგებად - რა შანსები აქვს ოპოზიციას მეორე ტურში გამარჯვების, იმ ფონზე, როდესაც ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულა გამოუცხდებს თუ არა შალვა შავგულიძეს მხარდაჭერას. ვინ გახდება მთაწმინდის მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში ეს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, მეორე პირველი ტურიდან 25 დღეში უნდა გახდეს ცნობილი.

ელზა პაპოშვილი
22.05.2019

 კასპის რაიონის სოფელ აღაიანში დედამ - მ.შ. თავისი შვიდი თვის ჩვილი გაგუდა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ, სავარაუდოდ, გოგონამ, რომელიც არასრულწოლვანია, მიმალვა სცადა, ის პოლიციამ მალევე თბილისში დააკავა. გამოძიების მასალების მიხედვით, რომელშიც არასრულწლოვანი დედის ჩვენება დევს, დაკავებული დანაშაულს აღიარებს და მოტივად ბავშვის მამაზე შურისძიებას ასახელებს. ასევე, ამბობს, რომ მას საკუთარი თავისთვის ტკივილის მიყენება უნდოდა.

თამარ შუკვანი
22.05.2019

 აშშ-ირანს შორის მოლაპარაკების დაწყების მცდელობა ამჯერადაც უშედეგოა - ირანი უარს აცხადებს აშშ-სთან რაიმე სახის მოლაპარაკებაზე. იმ შემთხვევაში, თუ ვითარება უკიდურესად დაიძაბება, „არ არის გამორიცხული, რომ საშიშროება სამხრეთ კავკასიას და კონკრეტულად, საქართველოს საჰაერო სივრცესაც დაემუქროს," - აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას ჟურნალ „არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი.

ია აბულაშვილი
22.05.2019

 "ამ არჩევნებმა დაადასტურა, რომ ყველა რეგიონში "ოცნებას" ალტერანტივა არ ჰყავს, რადგან ძალიან მაღალი შედეგები იყო, თუნდაც მარნეულში, ხულოში და სხვაგან. მთაწმინდაზეც მეორე ტური სრულიად ბუნებრივი მოვლენაა და ყველა დარწმუნდა, რომ არავითარ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია" - ასე აფასებს უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია 2019 წლის შუალედური არჩევნების შედეგებს.

ია აბულაშვილი
22.05.2019

 "შავგულიძის გამარჯვება, რა თქმა უნდა, ნიშნავს "ევროპული საქართველოს" რეანიმაციას ქართულ პოლიტიკაში და "ქართული ოცნებისთვის" იქნება დარტყმა"- აცხადებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, მთაწმინდაზე მეორე ტურის მოსალოდნელ შედეგებთან დაკავშირებით.

ეკატერინე ბასილაია
21.05.2019

 ოკუპირებულ აფხაზეთში ორი დღეა ოპოზიციამ უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო და საყოველთაო დაუმორჩილებლობა გამოაცხადა. რუსული მედიის ცნობით, რუსი ტურისტები მოსალოდნელი არეულობის შიშით აფხაზეთს სწრაფი ტემპით ტოვებენ. დე ფაქტო ხელისუფლება კი ოპოზიციას აფრთხილებს, რომ თუკი ავტომაგისტრალებს ისევ გადაკეტავენ და სოხუმში საზოგადოებრივ ტრანსპორტს შეაფერხებენ, მკაცრად დაისჯებიან.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×