ელზა პაპოშვილი 31.05.2019
დამტვრეული ინვენტარი და ჩამსხვრეული მინები - შემთხვევა თბილისში, მარჯანიშვილზე მდებარე ერთ-ერთ კაფესთან მოხდა. საქართველოს მოქალაქეები უცხოელ ტურისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის მიზეზი კი, თვითმხილველების ინფორმაციით, ქართველი ქალი იყო, რომელიც უცხოელ მამაკაცთან ერთად კაფეში იჯდა.
|
ელზა პაპოშვილი 30.05.2019
უვიზო რეჟიმით ევროპაში წასული და თავშესაფრის მოთხოვნით ჩაბარებული ქართველების დეპორტაციები გახშირებულია. ამის ნათელი მაგალითი კი ჯერ მხოლოდ მაისში დეპორტირებული ქართველების რიცხვია, როდესაც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან 100-მდე ქართველის დეპორტაცია განხორციელდა. ევროპული სახელმწიფოებიდან სპეც-რეისების დამატება, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანეს და თავშესაფრის მაძიებელი ქართველების რიცხვმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.
|
ეკატერინე ბასილაია 30.05.2019
„კეთდებოდა განცხადებები, რომ თურნავა არის ის მინისტრი, რომელიც ქვეყანაში დინამიკას შექმნიდა, არადა ვხედავთ, რომ თურნავა არა თუ დინამიკას, არამედ ძლივს დაწყებული საქმეების შემაფერხებელიც კი აღმოჩნდა, რადგანაც ის ემსახურება კონკრეტული დაჯგუფებების ინტერესებს და შესაბამისად არ აინტერესებს სახელმწიფოებრივი პოლიტიკა. არცერთი თავმოყვარე მინისტრი არ გააკეთებდა იმ განცხადებას, რაც თურნავამ გააკეთა,"- აცხადებს „ქართლი ოცნების" ყოფილი წევრი, დეპუტატი დავით ჭიჭინაძე.
|
ეკატერინე ბასილაია 30.05.2019
რასთან გვაქვს საქმე - ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე 28 დღის წინ საიდუმლოდ გაცემული ნებართვა ეს დაბალი რანგის ჩინოვნიკის, სსიპ-ის ხელმძღვანელის შეცდომა იყო, როგორც ეკონომიკის მინისტრი ირწმუნება, თუ ეს იყო ხელისუფლებაში რაღაც ჯგუფის მიერ დაგეგმილი ნაბიჯი და საბოტაჟი ანაკლიის პორტის წინააღმდეგ, როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, და ის დიდი სკანდალის ატეხვის გამო ჩაიშალა?! ფოთის პორტის გარშემო დიდი ქაოსი შეიქნა და ხელისუფლების მხრიდან გაკეთებულ განცხადებები და გაუგებარი თავის მართლება პასუხების ნაცვლად კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს.
|
ელზა პაპოშვილი 30.05.2019
მასშტაბური დაკავებები ბათუმის მერიაში - პროკურატურამ 7 მაღალჩინოსანს ბრალი სახელმწიფო თანხების დიდი ოდენობით გაფლანგვისთვის წაუყენა. მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალი ასევე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედებათ.
|
ია აბულაშვილი 30.05.2019
"რა თქმა უნდა, რუსეთის მხრიდან მიზანმიმარულად ხდება სიტუაციის დაძაბვა. რუსეთმა დაინახა, რომ ახლა აქ არის ნაპრალი და დაიწყო ამ ნაპრალის გაფართოება" - აცხადებს პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, ვისაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.
|
ეკატერინე ბასილაია 29.05.2019
მთაწმინდაზე არჩევნების მეორე ტური 9 ივნისს, სულ რაღაც 10 დღეში გაიმართება, სადაც „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების" ბლოკიდან შალვა შავგულიძეს „ქართული ოცნების" კანდიდატ ლადო კახაძეს დაუპირისპირდება და უკვე ყველა ოპოზიციურმა კანდიდატმა, ვინც პირველ ტურში დამარცხდა, უარი განაცხადა ამ ბრძოლაში ხელისუფლების საწინააღმდეგოდ ოპოზიციონერი შალვა შავგულიძისთვის დაეჭირა მხარი.
|
ეკატერინე ბასილაია 29.05.2019
მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩავიდა და პირველივე განცხადება, რაც აეროპორტში გააკეთა, იყო ის, რომ ერთადერთი ქვეყანა დარჩა, სადაც არ უშვებენ, მაგრამ საქართველოშიც მალე დაბრუნდება. ამასთან, მან თქვა, რომ უკრაინაში სამაგიეროს გადახდისა და შურისძიებისთვის არ ჩამოსულა, არამედ იმისთვის, რომ სურს, მონაწილეობა მიიღოს ახალი უკრაინის მშენებლობაში.
|
ელზა პაპოშვილი 29.05.2019
30 მომხრე და 3 წინააღმდეგი - საპარლამენტო უმრავლესობამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა ჩააგდო. დადგენილების მისაღებად 50 დეპუტატის ხმა იყო საჭირო. წინააღმდეგ წავიდა „ქართული ოცნების" სამი დეპუტატი. შესაბამისად კომისია არ შეიქმნება.
|
ელზა პაპოშვილი 29.05.2019
როგორც უკვე ცნობილია, უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოდესის ყოფილ გუბერნატორსა და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა. მიხეილ სააკაშვილმა ვლადიმერ ზელენსკის მადლობა გადაუხადა და ფეისბუქზე ვარშავა-კიევის ბილეთის ფოტო გამოაქვეყნა. ის უკრაინაში, 29 მაისს ჩავიდა. სააკაშვილი ამბობს, რომ უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნება მას საქართველოსთან კიდევ უფრო დაახლოვებს.
|
თამარ შუკვანი 29.05.2019
სირიაში სიტუაცია უკონტროლო ხდება - სირიის სამთავრობო არმია იდლიბის პროვინციაში ამბოხებულების პოზიციებს ე.წ. კასრის ნაღმების გამოყენებით ბომბავს, რის შედეგადაც ბოლო 24 საათის განმავლობაში მსხვერპლთა რაოდენობამ 19 ადამიანს შეადგინა.
|
ია აბულაშვილი 29.05.2019
"ოპოზიციის შიგნით მიდის პროცესი, კონსულტაციები, მაგრამ რა კონფიგურაციას მიიღებს 2020 წლის არჩევნებისთვის, საუბარი ნაადრევია, თუმცა, გადაადგილებები ოპოზიციურ ძალებში მოხდება."
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|